ტექნიკის უგზოობაზე გადაადგილების გასაუმჯობესებლად უამრავი ხერხი არსებობს. ამ მახასიათებლის გაზრდა შეიძლება უფრო მძლავრი ძრავის გამოყენებით, სავალი ნაწილის საყრდენი ზედაპირის გაზრდით, საკიდრის გაუმჯობესებით და კიდევ სხვა ხერხებით. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამგვარი მეთოდები გამავლობის მახასიათებლის უსასრულოდ გაზრდის საშუალებას მაინც არ იძლევა, რის შედეგადაც კონსტრუქტორებს ახალი, ორიგინალური და არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებების ძებნა უწევთ. სამოციანი წლების დასასრულისთვის ამერიკული კომპანია, Lockheed, ახორციელებდა პროექტს, სახელწოდებით Twister. პროგრამის მიზანს უნიკალური გამავლობის საბრძოლო მანქანის შექმნა წარმოადგენდა.
სახელწოდება Twister სიტყვასიტყვით “გრიგალს“ ნიშნავს, მაგრამ მისი „მბრუნავად“ თარგმნაც შეიძლება, რაც ამ ქმნილების იდეას უფრო შეესაბამება. ახალ პროექტში თვლიანი სავალი ნაწილის საკიდრის გარდა, მანქანის სხვა აგრეგატების გაუმჯობესებაც იყო განხორციელებული. საქმე იმაშია რომ, დაძლეული წინაღობის ზომა პირდაპირ კავშირშია საბურავების ზომებსა და საკიდრის დინამიკურ სვლაზე. გრუნტის ზედაპირზე თვლის აწევის სიმაღლის გაზრდის მიზნით მანქანაში გამოყენებული იქნა კორპუსის მოძრავი აგრეგატები. Twister-ის კორპუსი ერთმანეთთან სახსრის საშუალებით დაკავშირებული, ორი დამოუკიდებელი ნაწილისგან შესდგებოდა. ერთმანეთთან მოძრავად შეერთებულ და საკუთარი თვლებით აღჭურვილ ორ აგრეგატს საგრძნობლად უნდა გაეზარდა უგზოობაზე მანქანის გამავლობა.
Lockheed Twister-ის პირველი მანქანები
Twister 8х8 – XM 808
1965 წელს კომპანია Lockheed-ის სპეციალისტებმა დაასრულეს Twister-ის პირველ ვარიანტზე მუშაობა. იმავე წლის ოქტომბერში, შემოთავაზებული იდეის შესამოწმებლად და გამოცდების განსახორციელებლად, ასაწყობი საამქროდან მანქანის პირველი პროტოტიპი გამოაგორეს. ტესტებმა აჩვენა რომ, ორკურპუსიან, შეწყვილებულ სქემას, მართლა შეუძლია თვლიანი მანქანის მაჩვენებლების გაუმჯობესება. სამოციანი წლების ბოლოსთვის პროექტით სამხედროები დაინტერესდნენ, რის წყალობითაც Lockheed-მა ხელსაყრელი ხელშეკრულება მიიღო. პენტაგონმა, რომელიც პროექტს შეუერთდა, შეწყვილებული სქემის ჯავშანმანქანა შეუკვეთა და მას სახელწოდება XM 808 მიანიჭა.
კომპანია Lockheed-მა, მომდევნო წლებში განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ერთმანეთისგან დეტალებით განსხვავებული მანქანის ოთხი პროტოტიპი შექმნა. მათ მსგავსი ან ერთგვარი გათანწყობა და სავალი ნაწილი ჰქონდათ, მაგრამ ზოგიერთი აგრეგატით განსხვავდებოდნენ. მაგალითად, პირველ პროტოტიპს, საქარე შუშით აღჭურვილი, ღია, ორადგილიანი კაბინა ჰქონდა. მეორემ, ორკაციანი ეკიპაჟისთვის განკუთვნილი, სახურავითა და შუშებით დახურული, სრულფასოვანი სამუშაო ადგილი მიიღო. მესამე მანქანა ჯავშან ფოლადით იყო აწყობილი და შეიარაღება გააჩნდა. მეოთხე პროტოტიპზე Twister-ის მცურავი მოდიფიკაციის დამუშავება ხდებოდა.
მანქანის სხვადასხვა ვერსიებს შორის განსხვავება უმნიშვნელო იყო და ძირითადად ეს ზომებს, წონას და გამოყენებულ მასალებს ეხებოდა, ამიტომ მხოლოდ საბრძოლო ვარიანტს განვიხილავთ, რომელსაც შანსი ჰქონდა სახელწოდება XM 808 ან M 808-ით შეიარაღებაზე დამდგარიყო. ეს პროტოტიპი სახმელეთო ჯარებს სხვადასხვა ქვედანაყოფებს პერსპექტიული საბრძოლო-სადაზვერვო მანქანის სახით შესთავაზეს. შეწყვილებული სქემის წყალობით, მას შეეძლო დაეძლია ისეთი წინაღობები, რომლებთანაც ტრადიციული კონსტრუქციის, თვლიან მანქანებს, გამკლავება არ ძალუძდა.
შეწყვილებული სქემა კორპუსის ორ ნაწილად გაყოფას ნიშნავს. პერსპექტიულ საბრძოლო მანქანა ორი, ერთმანეთისგან განცალკევებული, ჯავშანკორპუსით იყო აღჭურვილი. პირველს მართკუთხედის ფორმა ჰქონდა და მასზე ერთ-ერთი ძრავა და შესაბამისი ტრანსმისია იყო განთავსებული, ამას გარდა ის ოთხი თვალით იყო აღჭურვილი. უკანა კორპუსს უფრო რთული ფორმა ჰქონდა. ის წინა ნაწილში ვიწროვდებოდა, რაც კორპუსებს, ერთმანეთთან მიმართებაში, გადაადგილების კუთხების გაზრდის საშუალებას აძლევდა. უკანა კორპუსის კიჩოში ძრავა და ოთხი თვლით აღჭურვილი სავალი ნაწილი იყო განთავსებული. უკანა კორპუსის წინა და შუა ნაწილი ეკიპაჟის საცხოვრისი ნაკვეთურისთვის იყო განკუთვნილი. მის სახურავზე შეიარაღების კოშკურის დაყენება იყო შესაძლებელი.
ორი კორპუსი სპეციალური, ჰიდრავლიკურ ამძრავებიანი, სახსრული მოწყობილობით იყო შეუღლებული. მძღოლს ამ ამძრავების წყალობით, დასაძლევი წინაღობიდან გამომდინარე, შეეძლო ორი კორპუსის ურთიერთმდგომარეობის შეცვლა. მაგალითად, ტრასაზე კორპუსების ღერძებს შორის ნულოვანი კუთხით გადაადგილდებოდნენ, ხოლო წინაღობაზე ასასვლელად, სახსრულ მექანიზმში შესაბამისი კუთხის დაყენება იყო აუცილებელი. ამძრავებისა და სახსრის კონსტრუქცია, კორპუსები ერთმანეთის მიმართ 30° დაგვერდებით გადახრის შესაძლებლობას იძლეოდა, ამას გარდა შესაძლებელი იყო როგორც მანქანის მარცხნივ და მარჯვნივ 31,5° „მოღუნვა“, ასევე ვერტიკალურ სიბრტყეში შეუღლების კუთხის -27°-დან +35°-მდე შეცვლა. ამის წყალობით, საკიდრის გაცილებით ნაკლები სვლით, 36 დიუმის (მიახლოებით 92 სმ) სიმაღლის ვერტიკალური წინაღობის დაძლევა იყო შესაძლებელი. საჭით მართვა წინა ორი მობრუნებადი თვლებისა და სახსრის ჰიდრავლიკური ამძრავებით ხორციელდებოდა.
Twister-ის ძალური დანადგარი მოდიფიკაციებისდა მიხედვით განსხვავდებოდა, მაგრამ ყველა ვერსიაში რთული არქიტეკტურა გააჩნდა. ის ორი ძრავისგან შესდგებოდა, რომლებიც Allison-ის სიჩქარეთა (6 სიჩქარე წინდა 1 უკან) და გამანაწილებელ კოლოფებთან იყო შეერთებული. ძრავისა, სიჩქარეთა კოლოფისგან და გამანაწილებელი აგრეგატისგან შემდგარი ერთი ძალური ბლოკი წინა კორპუსში იყო განთავსებული, ხოლო მეორე - უკანა კორპუსის კიჩოში. ამგვარად ორივე კორპუსი საკუთარი ძრავით იყო აღჭურვილი, რის გამოც მანქანას 8х8 ფორმულის სავალი ნაწილი გააჩნდა. ორი ძალური დანადგარიდან გამომდინარე, მანქანას, წინა და უკანა კორპუსებში დამონტაჟებული, ორი საწვავის ავზი ეყენა.
პირველი, ღია კაბინიანი პროტოტიპი, კომპანია Convair-ის 140 ცხენისძალიანი, ორი ცალი ძრავით აღიჭურვა. შემდეგმა, სრულფასოვანკაბინიანმა პროტოტიპმა, Chrysler 440 Cu V8 ტიპის, ორი ცალი 191 ცხენისძალიანი ძრავა მიიღო. შეიარაღებით აღჭურვილი საბრძოლო მანქანაც, ფირმა Chrysler-ის ძრავებით იყო აღჭურვილი. მანქანებში საწვავის სისტემებიც განსხვავდებოდა. მაგალითად, პირველ პროტოტიპს ორი ცალი 65 ლიტრიანი ავზი ჰქონდა, ხოლო საბრძოლო XM 808-ში საწვავის ავზების საერთო ტევადობა 315 ლიტრამდე გაზარდეს.
მანქანა XM 808-ს რვავე თვალმა დამოუკიდებელი, ბერკეტული ტიპის, ზამბარული ამორტიზატორებით აღჭურვილი საკიდარი მიიღო. გამავლობის გაზრდის კონტექსტში, აუცილებლად უნდა ვახსენოთ საკიდრის დინამიკური სვლა, რაც საშუალებას მოგვცემს შევაფასოთ მანქანის მონაცემები სახსრული შეუღლების გარეშე. მაგალითად, წინა კოპრუსის თვლებს, ვერტიკალურ სიბრტყეში, 300 მილიმეტრით გადაადგილება შეეძლო. ეს მაჩვენებელი უკანა კორპუსის თვლებისთვის 670 მილიმეტრს უდრიდა. შეგახსენებთ რომ, სახსრული გადამბვის გამოყენების წყალობით, წინა თვლებს 920 მილიმეტრი სიმაღლის ვერტიკალურ კედელზე ასვლა შეეძლოთ, რაც თვითონ თვალის სვლასთან შედარებით სამჯერ მეტია.
Twister-ის პირველი პროტოტიპი, თავისი დანიშნულებიდან გამომდინარე, შედარებით კომპაქტური და მსუბუქი გამოვიდა. მისი სიგრძე 4,85მ-ს, სიგანე 2,57მ-ს, სიმაღლე 2მ-ს, ხოლო აღჭურვილი წონა 5,2 ტონას უდრიდა. გამოცდებზე პროტოტიპმა 90კმ/სთ სიჩქარე განავითარა.
დახურულკაბინიანი პროტოტიპი უფრო მსხვილი და მძიმე გამოვიდა. მისი სიგრძე 5,56მ-ს, სიგანე 2,63მ-ს, სიმაღლე 2,05მ-ს ხოლო აღჭურვილი წონა 7,5 ტონამდე გაიზარდა. უფრო მძლავრი ძალური დანადგარი მას 105კმ/სთ სიჩქარის განვითარების შესაძლებლობას აძლევდა.
შეჯავშნული ვარიანტი, სახელწოდებით XM 808, წინა პროტოტიპზე 310 მილიმეტრით მაღალი იყო, ხოლო მისი წონა 9,75 ტონამდე გაიზარდა. მაქსიმალური სიჩქარე 95კმ/სთ-მდე შემცირდა, ხოლო სვლის მარაგი საწვავის მიხედვით 360 კილომეტრით განისაზღვრა.
მანქანის მცურავი ვარიანტს, გადაკეთებულ XM 808 წარმოადგენდა. მის კიჩოში დაგეგმილი იყო წყალმტყორცნი მაძრავის დაყენება, რომლის დახმარებითაც მანქანის ცურვის სიჩქარე 10კმ/სთ გაუტოლდებოდა. ცურვადობის გაზრდის მიზნით, ორივე კორპუსი სპეციალური, დასაკიდი ტივტივებით უნდა აღჭურვილიყო. შეუღლეუბლი მანქანის მაღალი გამავლობა უზრუნველყოფდა 40% რბილ და 60% მყარზედაპირიან ნაპირზე უპრობლემოდ ამოსვლას.
საბრძლო XM 808-ზე, ეკიპაჟის სახურავზე, სარქველის გვერდით, დამონტაჟებული იყო დისტანციურად მართვადი ტურელი. მანქანის ძირითად შეიარაღებას 20 მილიმეტრიანი ავტომატური ქვემეხი M139 წარმოადგენდა. თუმცაღა შემკვეთის სურვლის მიხედვით შესაძლებელი იყო სხვადასხვა ტიპის შეიარაღების დაყენებაც.
Twister-ის ოჯახობის სხვადასხვა მანქანების გამოცდები სამოციანი წლების ბოლოსთვის დაიწყო და სამოცდაათიანი წლების დასაწყისამდე გაგრძელდა. ტრადიციულ მანქანებთან შედარებით, ახალი ტექნიკის ყველა პროტოტიპი აშკარად უჩვენებდა უპირატესობას გამავლობაში. მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ, ამ ტიპის ტექნიკისთვის დამახასიათებელი ხარვეზების მთელი სპექტრიც წარმოაჩინეს. „კლასიკურ“, ერთიან კორპუსთან შედარებით, შეუღლებული სისტემა და განსაკუთრებით ამძრავებიანი სახსარი, როგორც დამზადებაში ასევე ექსპულატაციაში, საგრძნობლად რთული იყო. დადებითი და უარყოფითი მხარეების ერთიანობამ გამოიწვია ის რომ, პენტაგონმა არ ისურვა სამუშაოების გაგრძელების და რვასაბურავიანი Twister-ების წარმოების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა.
Twister 6х6 – XM 806
რვათვლიანი, შეუღლებული, პერსპექტიული საბრძოლო მანქანის შექმნის პროექტი წარუმატებელი გამოდგა. მაგრამ მიუხედავად ამისა, მისგან მიღებული გამოცდილება არ დაკარგულა და ის უკვე 1972 წელს აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ახალი ტექნიკისს შესაქმნელად იქნა გამოყენებული. XM 806 სახელწოდების მქონე მანქანა კონკურს ASRV-ეზე (Armored Reconnaissance Scout Vehicle) იქნა წარდგენილი.
პროგრამა ASRV-ეს მიზანს, არმიისთვის და საზღვაო ქვეითთა კორპუსისთვის, პერსპექტიული სადაზვერვო ჯავშანმანქანის შექმნა წარმოადგენდა. პროგრამის მთავარ თავისებურებას მაძრავის ტიპში შეზღუდვის არ არსებობა წარმოადგენდა. განსახილველად მიიღებოდა როგორც მუხლუხებიანი, ასევე საბურავებიანი ტექნიკის პროექტები. პროგრამაში მონაწილეობაზე განაცხადი აშშ-ს რამდენიმე წამყვანმა კომპანიამ გააკეთა. 1972 წლის მაისისთვის უკვე გაირკვა ფინალისტთა ვინაობა. კონკურსის საუკეთესო მუხლუხოიანი მანქანა კომპანია FMC ქმნილება იყო, ხოლო საუკეთესო საბურავებიან მანქანად Lockheed-ის Twister აღიარეს. კონკურსში გამარჯვებულებმა ოთხ-ოთხი საცდელი პროტოტიპის აწყობის ხელშეკრულება მიიღეს.
მანქანა XM 806, შემკვეთის მოთხოვნების თანახმად, XM 808-ს სერიოზულად გადაკეთებულ ვარიანტს წარმოადგენდა. საბაზისო მანქანისგან ძირითადი განსხვავება - ეს დამოკლებული წინა კორპუსი იყო. მოთხოვნის შესრულების მიზნით, წინა კორპუსი შეამცირეს, რის შედეგადაც მასზე დამოუკიდებელ საკიდრიანი თვლების მხოლოდ ერთი წყვილი დარჩა. ამას გარდა წინა კორპუსიდან ძრავაც ამოიღეს და მხოლოდ ტრანსმისიის აგრეგატები დატოვეს. უკანა კორპუსის ძირითადი გათანწყობა უცვლელი დარჩა. სახსარი, მანქანის კიჩოში მდებარე ძრავისა და წინა თვლების დამაკავშირებელი, კარდანის ლილვის გამოსაყენებლად გადააკეთდა.
უკანა კორპუსის კიჩოში, 280 ცხენისძალიანი, Detroit Diesel GM6V53AT-ს ტიპის, დიზელის ძრავა იყო განთავსებული. თვლებზე ბრუნვითი მომენტის გადასაცემად, Allison МТ650-ის ტიპის (ოთხი გადაცემა წინ და ორი უკან), გადაცემათა ავტომატური კოლოფი გამოიყენებოდა. მანქანა XM 806-ის ძირითადი მახასიათებლები, საბაზისო XM 808-ს პარამეტრების დონეზე უნდა დარჩენილიყო. წყალზე გადაადგილებისთვის, კორპუსის კიჩოზე, ორი წყალმტყორცნი მაძრავის დაყენება იყო გათვალისწინებული.
უკანა კორპუსში ეკიპაჟის სამი წევრის სამუშაო ადგილები იყო განთავსებული. წინა ნაწილში, კორპუსის გრძივი ღერძის მარცხნივ, მძღოლ-მექანიკოსის სამუშაო ადგილი განათავსეს. ექვსთვლიან Twister-ზე, გარმოზე დასაკვირვებლად, წინამორბედისგან განსხვავებით, უარი ითქვა ფართო შუშებიანი კაბინის გამოყენებაზე. ამგვარად მძღოლის თავსზემოთ, 180°-იანი ხედვის არის მქონე სადამკვირვებლო ხელსაწყოებით აღჭურვილი მცირე კოშკურა დააყენეს. დაგეგმილი იყო ღამე ხედვის ხელსაწყოების გამოყენებაც. მძღოლო თავის ადგილზე ბორტებზე მდებარე ორი კარებიდან, ერთ-ერთის გავლით ხვდებოდა.
უკანა კორპუსის სახურავის ცენტრში, შეიარაღების მქონე, ორადგილიანი კოშკურა დამონტაჟდა. ძირითად შეიარაღებად, 500 ჭურვიანი საბრძოლო მარაგით უზრუნველყოფილი, ავტომატური ქვემეხი M139 რჩებოდა. ამას გარდა კოშკურაზე, 2000 ტყვიით უზრუნველყოფილი, M60-ის ტიპის ტყვიამფრქვევით აღჭურვილი ტურელი ეყენა. შედარებით მცირე ზომების მიუხედავად, კოშკურა არა მარტო შეიარაღებას, არამედ მეთაურსა და მემიზნესაც იტევდა. მეთაური ქვემეხის სახაზინო ნაწილის მარცხნივ, ხოლო მემიზნე - მარჯვნივ იყო განთავსებული. კოშკურის სამუშაო ადგილები სათვალთვალო და სამიზნე ხელსაწყოებით იყო აღჭურვილი. კერძოდ, მემიზნეს შეეძლო ლაზერული მანძილმზომით აღჭურვილი, კომბინირებული (დღისა და ღამის)სამიზნის გამოყენება.
საბრძოლო სადაზვერვო მანქანა XM 806-მა, ჯარებში მისი მოსალოდნელი სპეციფიკური სამუშაოდან გამომდინარე, სპეციალური აღჭურვილობის ნაკრები მიიღო. გათვალისწინებული იყოქიმიური და რადიაციული დაცვის სისტემები, სანავიგაციო კომპლექსი, რადიოსადგური, და ასევე სახმელეთო სამიზნეების მოსაძებნად განკუთვნილი, AN/PPS-15 ტიპის, რადიოლოკაციური სადგური.
XM 806 Twister-მა გამოცდებზე გამოსვლა და თავისი მახასიათებლების დემონსტირების მოხდენა მოასწრო. მიუხედავად ამისა, ამ ტექნიკის გამოცდები მალევე შეწყდა. შემკვეთმა, სამხედრო უწყების სახით, მთელი რიგი მიზეზების გამო პროგრამა ASRV-ს მიმართ ინტერესი დაკარგა, რასაც პროეტქის დახურვა მოჰყვა. კომპანია Lockheed-ის XM 806 და ფირმა FMC-ის მუხლუხებიანი მანქანა თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
***
ტექნიკური გადაწყვეტილებების გამოყენების მხრივ საკმაოდ დიდ ინტერეს იწვევს კომპანია Lockheed-ის პროექტი Twister. ამერიკელმა სპეციალისტებმა კორპუსის ორიგინალური კონტრუქციისა და არასტანდარტული სავალი ნაწილის გამოყენებით, გააუმჯობესეს მანქანაის მახასიათებლები. რის შედეგადაც მოხერხდა უნიკალურად მაღალი გამავლობის შედეგების მიღწევა: წინა თვლების 300 მილიმეტრიანი სვლის ფარგლებში მანქანას 900 მილიმეტრიან ვერტიკალურ წინაღობაზე გადავლა ძალუძდა. ამგვარად Twister-ის ოჯახობის მანქანები, თვლიანი ჯავშანტექნიკისთვის დამახასიათებელი, მთელი რიგ უარყოფითი მხარეების არქონით გამოირჩეოდა.
მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ჯავშანმანქანების, XM 808-ისა და XM 806-ის უარყოფითი მხარეებიც. ამ პროექტების მთავარი პრობლემა კონსტრუქციის სირთულეში იმალებოდა, რომლის ძირითადი ელემენტსაც სახსრული კვანძი და მისი მართვის სისტემა წარმოადგენდა. ამ აგრეგატზე დიდი დათვირთვები მოდიოდა, რაც გამოყენებული დეტალებისადმი სიმყარის განსაკუთრებულ მოთხოვნებს აყენებდა. Twister-ის ორივე ვარიანტის ძალური დანადგარი და ტრანსმისია წარმოებაში და ექსპულატაციაში ასევე არ ითვლეობდა მარტივად. რვათვლიანი მანქანა ერთდროულად ორი ძრავით, თვითოეული საკუთარი ტრანსმისიით, იყო აღჭურვილი. ექვსთვლიან მანქანას თავის მხრივ ერთი ძრავა და საკმაოდ რთული ტრანსმისია გააჩნდა, რომელიც ძრავის სიმძლავრეს უკანა კორპუსიდან წინა კორპუსის აგრეგატებზე გადასცემდა. კარდნის ლილვი სახსრის კვანძის გავლით გადიოდა წინა კორპუსში და ამით მხოლოდ ართულებდა კონსტრუქციას.
ორივე შეუღლებული მანქანის სუსტ ადგილად კორპუსებში თავისუფალი ადგილის სიმცირეც სახელდებოდა, რაც ეკიპაჟისა და შეიარაღების განთავსებას საკმაოდ დიდ შეზღუდვებს უწესებდა. როგორც ჩანს XM 806-ის ორადგილიანი კოშკურა, შიდა სივრცის გათვალისწინებით, კორპუსის შესაძლებლობების ზღვარზე იქნა აწყობილი. ამგვარად Twister-ის შასიზე მხოლოდ მცირეეკიპაჟიანი და სუსტი შეიარაღების მქონე მანქანების შექმნა იყო შესაძლებელი. ჯავშანტრანსპორტიორისა ან სხვა მსხვილი ტექნიკის შექმნაზე საუბარიც კი ზედმეტია.
მაგრამ, მიუხედავად ამისა, Twister-ის პროგრამაზე, და პირველ რიგში მანქანაის ექვსთვლიანი ვარიანტზე, მუშაობის შეწყვეტა ტექნიკური პრობლემების გამო არ მომხდარა. სამხედროებმა პროგრამა ASRV-ს შეჩერბა სხვა პროექტების სასარგებლოდ გადაწყვიტეს. პროექტ Twister-ის წარუმატებლობა კომპანია Lockheed-ის მომავლის გეგმებზეც აისახა. მანქანა XM 806-ზე მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, ამ ფირმას სახმელეთო ტექნიკის შექმნაზე აღარ უმუშავია და თავისი ყურადღების კონცენტრაცია საავიაციო, სარაკეტო, კოსმოსურ და სხვა ამდაგვარ პროექტებზე გაამახვილა. ხოლო Twister-ის პროტოტიპის რამდენიმე მანქანა ამერიკულ მუზეუმებს გადაეცა, სადაც მათი ნახვა დღესაც შეიძლება.
წყარო:
No comments:
Post a Comment