Friday, August 11, 2017

კოშკურითა და ავტომატური ქვემეხით აღჭურვილი ჯტრ Namer


ისრაელის სატანკო წარმოებამ ისრაელის სახმელეთო ჯარებთან თანამშრომლობით, კოშკურითა და 30მმ-ნი ავტომატური ქვემეხით აღჭურვილი მძიმე ჯტრ Namer-ის შექმნა დაასრულა. გეგმების თანახმად ანალოგიური კოშკურით იქნება აღჭურვილი საბურავებიანი ჯტრ „Eytan“. კოშკურა დისტანციურად მართვად, გარეთ გატანილი შეიარაღების სისტემას წარმოადგენს (ანუ კოშკურის შიგნით არ ზის ეკიპაჟი დაასევე კორპუსის შიგნით არ არის კოშკურის დეტალები) და ამგვარად Namer-ის მიერ დესანტის გადაყვანის შესაძლებლობები არ მცირდება.

კოშკურაში როგორც ჩანს Mk44 Bushmaster II ტიპის  30მმ-ნი ქვემეხია გამოყენებული. როგორც ინტერნეტში გავრცელებული მასალიდან ხდება ცნობილი, კოშკურა UT30-ის ბაზაზეა შექმნილი. ქვემეხის მარჯვნივ შეწყვილებული ტყვიამფრქვევია მოთავსებული. კოშკურის წინა მარცხენა ნაწილში 60 მილიმეტრიანი ნაღმტყორცნის მაგვარი რაღაცა მოსჩანს. მაგრამ გაუგებარია თუ როგორ ხდება მისი გადატენვა უკაცური კოშკურის პირობებში.

მანქანა, ისევე როგორც Merkava Mk4, აღჭურვილია აქტიური დაცვის სისტემა „მეილ რუახით“ (იგივე ტროფი). თუმცაღა უკაცური კოშკურის პირობებში მისი საბრძოლო კასეტების გადატენვა გართულებული უნდა იყოს.

ახალი Namer-ის მძღოლ-მექანიკოსის სარქველი ჯტრ „Eytan“-ზე გამოყენებული სარქველის მსგავსია. ახალი სარქველი კარგ ხილვადობას („თავი გარეთ“) უზრუნველყოფს, მიუხედავად ამისა მძღოლ-მექანიკოსი სრულიად დაცულია ცეცხლსასროლი იარაღის და ნამსხვრევების ზემოქმედებისგან.

კორპუსზე საკვმალე ყუმბარების გარდა, კოშკურაზე, მეთაურის სარქველის ზემოთ დამატებითი ყუმბარებია დამონტაჟებული, ამგვარად მათი გადატენვა საკმაოდ გაადვილებულია.

ქვემეხს ვერტიკალურ სიბრტყეში საკმაოდ დიდი კუთხით ამაღლების შესაძლებლობა გააჩნია, ასეთივე შესაძლებლობა აქვს კოშკურაზე განთავსებულ დაკვირვებისა და დამიზნების ხელსაწყოებს. ეს მანქანას ამაღლებაზე (მთებზე, ქალაქში კორპუსების ზედა სართულებზე) განთავსებული სამიზნეების განადგურების საშუალებას აძლევს.


No comments:

Post a Comment