რუსეთში, სატანკო ბიატლონზე, ინდუსებმა Т-90С-ებს ძრავები გადაუხურეს. აღსანიშნავია რომ ძრავა გადაუხურდა როგორც ძირითად, ასევე მის დასახმარებლად გასულ სათადარიგო მანქანასაც.
სხვა შემთხვევები ბიატლონზე - სატანკო შეჯიბრების მთავარი მსაჯის, პოლკოვნიკ რომან ბინიუკოვის განვხადების თანახმად, შეჯიბრის პირველივე დღიდან რუსეთის ფედერაცია ზარალს განიცდის. ქუვეითის გუნდმა ტანკი მწყობრიდან გამოიყვანა - ქვემეხის ლულა მიწაში ჩაარჭეს, მოხდა ეკიპაჟის დისკვალიფიკაცია და რეიტინგის ბოლოში გადაყვანა.
ნიკარაგუსი ეკიპაჟმა, მსაჯების გაფრთხილების იგნორირება მოახდინა, Т-72-ით დიდი სიჩქარე აკრიფა და მაღალ სიჩქარეზე გზიდან გადავიდა და სავალი ნაწილი დააზიანა. ზიმბაბვეს გუნდმა ტრასის გავლისა ყველა შესაძლო საჯარიმო ქულა დაიმსახურა და შეჯიბრის სხვა მონაწილეებს საგრძნობლად ჩამორჩა.
No comments:
Post a Comment