вторник, 1 августа 2017 г.

მრავალეროვნული სწავლება “NOBLE PARTNER 2017”


2017 წლის 30 ივლისს, ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, მრავალეროვნული სწავლება “NOBLE PARTNER 2017”-ის გახსნის ცერემონიალი გაიმართა. 
სწავლებაში მონაწილე სამხედროებს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა, გიოგი მარგველაშვილმა, პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და აშშ-ს ელჩმა საქართველოში, იან კელმა მიმართეს. გახსნის ცერემონიალს მასმედიის წარმომადგენლები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსი და სტუდენტები დაესწრნენ.
გახსნის შემდგომ აშშ-ს საჰაერო ძალების კუთვნილი სამი ცალი C-130-იდან დაგეგმილი იყო საჰაერო დესანტის საჩვენებელი გადმოსხმა, რაც ძლიერი ქარის გამო სამწუხაროდ ვერ განხორციელდა.
მრავალეროვნული სწავლება “NOBLE PARTNER 2017”-ს საქართველო უკვე მესამედ მასპინძლობს. ამჯერად სწავლება კიდევ უფრო ფართომაშტაბიანია და მასში NATO-ს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყანა ღებულობს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, თურქეთი (წარმოდგენილია მხოლოდ 4 ოფიცრით შტაბში), სლოვენია, სომხეთი და უკრაინა.
მრავალეროვნული სწავლება “NOBLE PARTNER 2017” აშშ-ს ევროპული სარდლობის შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე ციკლის ნაწილია, რომელიც 7 ქვეყნის ტერიტორიაზე ტარდება. ამჟამად მიმდინარეობს საერთაშორისო სწავლებები “SABER GUARDIAN 2017” ბულგარეთში, რუმინეთსა და უნგრეთში, ხოლო „SEE BREEZE” უკრაინაში. სწავლებაში სულ 50 000 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ერთი ქვეითი ასეულის და ერთი ოცეულის შემადგენლობითაა ჩართული, ამ სწავლების გაგრძელებაა “NOBLE PARTNER 2017”.
სწავლებაში 2800-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ღებულობს მონაწილეობას. პირველად სწავლებაში ისეთი ჯტრ-ები ჩაერთვებიან, როგორებიცაა ამერიკული Stryker და გერმანული Boxer. წვრთნებში წარმოდგენილი იქნება ასევე, საქართველოს შეიარაღებაში არსებული Т-72 ტიპის ტანკები, ქსმ БМП-2, თსდ Dana (152მმ) და „დიდგორის“ ტიპის ჯავშანმანქანები, Abrams-ის ტიპის ამერიკული ტანკები ქსმ Bradley. სწავლებაში ასევე მონბაწილეობს აშშ-ს საჰაერო ძალებოს სამი ცალი სატრანსპორტო თვითმფრინავი C-130.

სწავლებაში შემდეგი ქვედანაყოფები იქნებიან ჩართულები:
     
      საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის შტაბი, მე-4 მექანიზირებული ბრიგადის შტაბი, 41-ე ბატალიონის მექანიზირებული ასეული, სატანკო ბატალიონის სატანკო ოცეული, საარტილერიო ბატარეა Dana. პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ბატალიონის შტაბი და მსუბუქი ქვეითი ასეული. საინჟინრო ბრიგადის საინჟინრო ოცეული, “EOD”-ის ოცეული, საინჟინრო მესანგრეთა ასეული. სპეცდანიშნულების ბატალიონის შტაბი, სპეცდსანიშნულების ასეული. კავშირგაბმულობის ოცეული, ძალათა დაცვის ოცეული, სამედიცინო ოცეული, ლოგისტიკის ასეული, სადაზვერვო ოცეული, ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი, უზრუნველყოფის ოცეული, სატრანსპორტო ჯგუფი, სამხედრო პოლიციის ჯგუფი.
აშშ-ს მექანიზირებული ბატალიონი, საარტილერიო ბატარეა, საინჟინრო ბატალიონი, 2 სადესანტო ასეული, “EOD”-ის ჯგუფი, საავიაციო რგოლი.
დიდი ბრიტანეთის სადესანტო ასეული, გერმანიის ბუნდესვერის მექანიზირებული ოცეული და უზრუნველყოფის ჯგუფი. უკრაინის ერთი ქვეითი ოცეული, სომხეთის სამედიცინო ასეული (საველე ლაზარეთი), სლოვენიის ქვეითი ოცეული და უზრუნველყოფის ჯგუფი, თურქეთის შეიარაღებული ძალებიდან 4 ოფიცერი, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან სწავლების ზემდგომი შტაბის (HICON) შემადგენლობაში.

 გახსნის ცერემონიალზე წარმოდგენილი ჯავშანტექნიკა და საარტილერიო დანადგარები

გახსნის ცერემონიალში მონაწილე პირადი შემადგენლობა



მრავალეროვნული შტაბი

გერმანელები

ბრიტანელები


უკრაინელები


ქართველები

ამერიკელები

სომხები

სლოვენები

აშშ-ს სატრანსპორტო თვითმფრინავებმა ცერემონიალს თავზე ოთხჯერ გადაუფრინეს


დიპლომატიური კორპუსი 

პრეზიტენტისა და აშშ-ს ელჩმა მონაწილეებს სიტყვით მიმართეს


 დიპლომატიურმა კორპუსმა ცერემონიალის დასრულების შემდეგ წარმოდგენილი სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერა

Комментариев нет:

Отправить комментарий