Tuesday, February 13, 2018

დამატებით 6,6 მილიარდი დოლარი აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო ქოლგისთვის

კომპლეს GMD-ში შემავალი რაკეტა-გზაგადამჭრელი GBI

შეერთებული შტატები აგრძელებს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვაში მილიარდების ჩადებას. პორტალ defensenews.com-ის თანახმად, კომპლექს Ground-based Midcourse Defense (GMD) რაკეტების რაოდენობა, უახლოეს მომავალში 50% უნდა გაიზარდოს.

აღნიშნული კომპლექსის შესახებ ბლოგზე უკვე დაიწერა:
ამერიკულმა ანტირაკეტა GBI-მ პირველად გაანადგურა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის იმიტატორი

გასული წლის ნოემბერში, აშშ-ს კონგრესმა, საკონტინენტთაშორისი და საშუალო რადიუსის მქონე ბალისტიკური რაკეტების გზაგადმჭრელი რაკეტების დამატებითი რაოდენობის თანხის გამოყოფის თანხმობა გასცა. თებერვლის დასაწყისში ცნობილი გახდა რომ, კორპორაცია Boeing-თან ხელი მოეწერა ახალი გზაგადამჭრელი რაკეტების შესყიდვისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობის ხელშეკრულებას.

სულ, 6,6 მილიარდი დოლარის ღირებულების, ხელშეკრულების ფარგლებში, აშშ-ს რაკეტსაწინააღმეგო თავდაცვის სააგენტო  (US Missile Defense Agency) 20 ერთეულ Ground-Based Interceptors (GBI) ტიპის რაკეტა-გზაგადამჭრელს მიიღებს. ეს რაკეტები უკვე არსებულ 44 გზაგადამჭრელს შეავსებს. აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, ახალი რაკეტები,  "ირანისგან და ჩრდილოეთ კორეისგან" თავდაცვისთვისაა საჭირო.


წყარო:
Boeing wins $6.6B deal to support missile defense system, build more interceptors

No comments:

Post a Comment