Monday, February 12, 2018

აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტმა ისტორიულ რეკორდს მიაღწია


აშშ-ს სახედრო ბიუჯეტი 824,6 მილიად დოლარს გაუტოლდა. ეს ის თანხა, რაც დონალდ ტრამპმა კონგრესს 2018 წლის ფინანსური წლის ანგარიშში წარუდგინა და ის მოიცავს პერიოდს 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 30 სექტემბრამდე. სამხედრო ხარჯები აშშ-ი რაოდენობრივად მეორე ადგილზე სოციალური უზრუნველყოფის შემდეგ, რომელიც თავის მხრივ ერთ ტრილიონ დოლარს უტოლდება. აღნიშნული ბიუჯეტი აშშ-ს ისტორიაში ყველაზე დიდია და აღემატება მომდევნო ცხრა ქვეყნის (ჩინეთი, რუსეთი, ბრიტანეთი, საფრანგეთი, საუდის არაბეთი, იაპონია, ინდოეთი, გერმანია) ერთად აღებულ სამხედრო ბიუჯეტს.

სამხედრო ხარჯები ოთხი კომპონენტისგან შესდგება, ესენია:
  1. საბაზისო ბიუჯეტი თავდასცვის სამინისტროსთვის და ის 574,5 მილიარდ ოლარს უდრის.
  2. თავდაცვის სამინისტროსთვის, საზღვარგარეთ ISIS-თან საბრძოლველად, გამოყოფილი ხარჯები, რომელიც 64,6 მილიარდ დოლარს უტოლდება.
  3. აშშ-ს ეროვნული ინტერესების დამცველი სხვა დაწესებულებების საერთო რაოდენობა. ეს ხარჯები 173,5 მილიარდ დოლარს უდრის. ეს დაწესებულებებია ვეტერანთა დეპარტამენტი (78,9 მილიარდ დოლარი), სახელმწიფო დეპარტამენთი (21,1 მილიარდი), შიდა უსაფრთხოება (44,1 მილიარდი), FBI და კიბერუსაფრთხოება იუსტიციის დეპარტამენტში (9,5 მილიარდი) და ენერგეტიკის დეპარტამენტში არსებული ბირთვული უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაცია (13,9 მილიარდი).
  4. ბოლო პუნქტი ეს არის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის და ეროვნული უსაფრთხოებისთვის გამოყოფილი, უცხოეთში ISIS წინააღმდეგ გაუთვალისწიწნებელი ოპერაციების განსახორციელებელი ხარჯები (12 მილიარდი).

2018 წლის 9 თებერვალს კონგრესმა დამტკიცა კანონპროექტი, რომელიც 2018 წელს აშშ-ს თავდაცვისთვის და უცხოეთში განსახორციელებლი ოპერაციებისთვის 700 მილიარდ აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
სხვა უწყებებისთვის კონგრესი ბიუჯეტს 2018 წლის მარტისთვის ცალცალკე განიხილავს.

თავდაცვის სამინისტროს საბაზისო ბიუჯეტი

თავდაცვის სამინისტრომ 574,5 მილიარდი დოლარი მოითხოვა. მისი მიზანია:

  1. ოთხივე უწყების დაკომპლექტების დონის გაზრდა
  2. სამხედრო პრესონალისთვის 2,1% ხოლო სამოქალაქო პერსონალისთვის 1,9% ხელფასების გაზრდა.
  3. სამხედრო-საზღვაო ფლოტის შესაძლებლობების გაზრდა და საავიაციო კომპონენტის მოსახურების გაუმჯობესება.
  4. არმიის რაოდენობის და საფრენოსნო მომზადების გაზრდა.
  5. ავიაშეიარაღების და პილოტების რაოდენობის გაზრდა.
  6. კიბერუსაფრთხოების ძალების განვითარება. ეს კოსმოსური კონტროლის გამაგრებასა და საბრძოლო მასალების მოწინავე სისტემებში ინვესტირებას მოიცავს. 
  7. შტაბ-ბინის ხარჯების 25% შემცირება. აუდიტის, შესყიდვებისა და ხარჯების მეთოდების გაუმჯობესება. ჭარბი ინფრასტუქტურის მოშორება.
  8. წელიწადში, სამხედრო ბაზების დახურვის გზით, 2 მილიარდი დოლარის დაზოგვა.
  9. პენსიონერთა და TRICARE-ს რეფორმის გაგრძელება. თუ თქვენ იყნებთ სუბსიდირებულ სახლს, უფასო ჯანდაცვას და სხვა სოცდახმარებებს, რომლებიც ეკუთვნის სამხედრო მოსამსახურეს, მაშინ საშუალო კომპენსაცია 59 000 დოლარს გაუტოლდება სამხედროებისთვის და 108 000 ოფიცრებისთვის.

სამხედრო-საჰაერო ძალებმა F-35 Joint Strike Fighter ტიპის 70 ცალი გამანადგურებლის შესაძენად 10,3 მილიარდი დოლარი მოითხოვეს. მთლიანობაში 2457 ცალი გამანადგურებლის პროგრამის საფასური 400 მილიარდ დოლარს გაუტოლდება. ამ ხარჯების უმეტესი ნაწილი შექმნასა და გამოცდებზე დაიხარჯა.

თავდაცვის სამინისტრო ასევ გეგმავს შემდეგი ხარჯების გაწევას:
  1. 15 ცალი საჰაერო ტანკერი KC-46 (3,1 მილიარდი).
  2. ბომბდამშენი B-21 (2 მილიარდი).
  3. Virginia-ს კლასის 2 წყალქვეშა ხომალდი (5,5 მილიარდი).
  4. DDG-51 Destroyers ტიპის 2 ხომალდი (4 მილიარდი).
  5. CVN-78 კლასის 1 ავიამზიდი (4,6 მილიარდი).
  6. 2647 ცალი JLTV (Joint Light Tactical Vehicle) (1,1 მილიარდი).
  7. მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში (13,2 მილიარდი).


გაუთვალისწინებელ შემთხვევებში ოპერაციები საზღვარგარეთ 

რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, თავდაცვის ბიუჯეტი არ შეიცავს ომის ღირებულებას. ეს ეხება გაუთვალისწინებელ შემთხვევებში საზღვარგარეთ ოპერაციებს. თავდაცვის დეპარტამენტისთვის ამ მუხლით ბიუჯეტში 64,6, ხოლო სახელმწიფო დეპარტამენტისთვის 12 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული.

სამხედრო ბიუჯეტის ისტორია 2003 წლიდან დღემდე


წყარო:

No comments:

Post a Comment