пятница, 23 марта 2018 г.

მეტი ავიამზიდი აშშ-ს საზღვაო ძალებს

აშშ-ს საზღვაო ძალები ახალი ავიამზიდების მშენებლობის დაჩქარებას გეგმავენ. 19 მარტს, აშშ-ს საზღვაო ძალების კვლევითი ინსტიტუტის ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნდა ინფირმაცია, იმის შესახებ, რომ სამხედრო მეთაურობამ კომპანია Huntington Ingalls Industries – Newport News Shipbuilding (HII-NNS) "შემოთავაზების მოთხოვნა" (request for proposal (RfP)) გაუგზავნა, რომლის თანახმადაც კომპანიამ ერთდროულად ორი ავიამზიდის აწყობის ღირებულება უნდა დაიანგარიშოს.

Newport News Shipbuilding-ის საამქროში Enterprise (CVN 80)-ის მშენებლობის დაწყების ცერემონიალი. ფოტოზე 35 ტონიანი ფოლადის ფილაა გამოსახული, რომლიდანაც 2018 წლის 15 მარტს ავიამზიდის პირველი  დეტალი მოიჭრა (იხილეთ ცერემონიალის ვიდეო)
აშშ-ს საზღვაო ძალების განცხადების თანახმად, ორი ხომალდის შეკვეთით, 1-დან 2 მილიარდ აშშ დოლარის დაზოგას გეგმავენ, ამას გარდა საგრძნობლად დაჩქარდება ავიამზიდების მშენებლობაც. აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ Newport News Shipbuilding-ს, ერთდროულად ორი ავიამზიდის, Enterprise CVN-80-ისა და CVN-81-ის, შეკვეთის შემთხვევაში, მოსალოდნელი ხარჯების დათვლა მოსთხოვა.

თუ პოტენციური დანაზოგი აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს მოლოდინებს დაადასტურებს, მაშინ წლის ბოლომდე ის ბიუჯეტში შესაბამის შესწორებებს შეიტანს და შესძლებს ახალი ხომალდის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას. ამგვარად მშენებლობის ტემპი დაჩქარდება, და ფლოტი შესძლებს ავიამზიდები, ამჟამინდელი 5 წლიანი ინტერვალების ნაწვლად, 3-4 წლიანი ინტერვალებით მიიღოს.

80-იან წლებში, აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ უკვე განახორციელა ავიამზიდების ამგვარი, წყვილად შეკვეთა. შეკვეთის ფარგლებში წყვილებად ისეთი ავიამზიდები აეწყო, როგორებიცაა Nimitz CVN-72 და CVN-73 და ასევე CVN-74 და CVN-75. მაშინ საზღვაო ძალებმა მთლიანი ღირებულების 10% ეკონომია მოახდინეს და მშენებლობაში დროც დაზოგეს.

წყარო:
Navy Seeks Savings, Releases Two-Carrier RFP


Enterprise (CVN 80)-ის პირველი ფოლადის მოჭრის ცერემონიალი, 2018 წლის 15 მარტი

John F. Kennedy CVN-79 მშენებლობა

Комментариев нет:

Отправить комментарий