Thursday, March 29, 2018

რუსეთთან ომის შემთხვევაში აშშ-ს კვირების მანძილზე საჰაერო მხარდაჭერის გარეშე მოუწევს ომი

2018 წლის 14 თებერვალი, საველე არტილერიის 1-ლი პოლკის, მე-4 ბატალიონის, B ბატარეის კუთვნილი თსდ M109 Paladin, ტეხასის შტატში მდებარე ფორტ ბლისის (Fort Bliss) ორო გრანდეს საპოლიგონე კომპლექსზე აწარმოებს ცეცხლს

ორშაბათს, აშშ-ს არმიის მაღალი რანგის პირებმა, რუსეთის საფრთხესთან გასამკლავებლად, რომელიც, ომის შემთხვევაში, აშშ-ს არმიას ევროპაში, "პირველი კვირების განმავლობაში" საჰაერო მხარდაჭერის გარეშე დატოვებს, საარტილერიო და სარაკეტო სისტემების გაუმჯობესების გეგმა შეადგინეს.

არმიამ გაზრდილი რადიუსის მქონე ზეზუსტი ცეცხლი, მოდერნიზაციის მთავარ პრიორიტეტად დაასახელა, რომელიც შეიაარაღებაზე მდგარი ძირითადი საიარაღო პლატფომრების შეცვლისა და რეორგანიზაციის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.

როგორც შეერთებული შტატების არმიის წყნარი ოკეანის სარდლობის მეთაურმა, გენერალმა რობერტ ბრაუნმა (Robert Brown), ალაბამას შტატში, ჰანტსვილში, შეერთებული შტატების არმიის ასოციაციის მიერ გამართულ გლობალური ძალების სიმპოზიუმზე განცხადა "ჩვენ შემუშავების სტადიაში მყოფი  ახლო, საშუალო და სტრატეგიული სიღრმის მქონე ყველა სისტემების მაქსიმალური დიაპოზნი უნდა განვავითაროთ და მტერს უნდა დავეწიოთ".

"ამ მომენტისთვის ჩვენ ამას არ ვაკეთებთ და ეს უზარმაზარი გარღვევაა ...... ჩვენ გვინდა ქვემეხები, რომლებიც დღევანდელი რეაქტიული ჭურვების მანძილზე ისვრიან, ჩვენ გვინდა რეაქტიული ჭურვები, რომლებიც დღევანდელი რაკეტების მანძილზე ისვრიან და ჩვენ გვინდა 499 კილომეტრს იქეთ მსროლელი რაკეტები".

ამ მომენტისთვის რუსეთის ჰსთ საკმაოდ ეფექტურია, რათა მოახერხოს საჰაერო მხარდაჭერის, სადაზვერვო და სახმელეთო საბრძოლო ჯგუფებისთვის სხვა საციცოხლოდ მნიშვნელოვანი საჰაერო მისიების შეკავება - განაცხადა Rand Corp-სის პოლიტიკური კვლევების განყოფილების მთავარმა მკვლევარმა, ჯონ გორდონ IV-მ.

Rand Corp-მა, ოკლაჰომაში მდებარე ფორტ სილლეს (Fort Sill) მოხელეებისთვის, კვლევა განახორციელა, რომლითაც დაასკვნა, რომ რუსეთთან კონფლიკტის პირველი 7-10 დღის განმავლობაში "რუსეთს, სახმელეთო ბრძოლის ყველა ასპექტსა და როდენობაში, ძალიან საგრძნობი უპირატესობა ექნება".

"რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალა, მანძილი და ლეტალურობა საგრძნობლად გაართულებს საჰაერო მხარდაჭერას და სახმელეთო ძალები ამას იგრძნობენ" - დამატა გორდონმა.

მისივე თქმით - "ეს რა თქმა უნდა აშშ-ს არმიის საველე არტილერიის და შორსმსროლელი ჭურვების როლს გაზრდის, რათა მოახდინოს, ყოველ შემთხვევაში საწყისი ეტაპისთვის მაინც, საჰაერო მხარდაჭერის შემცირების კომპენსირება - რუსეთის ჰსთ-ს ხარისხსი გამო ნაკლები დაზვერვა, ნაკლები ახლო საჰაერო მხარდაჭერა, ნაკლები დახურული საჰაერო სივრცეები და ნაკლები ანტი-საჰაერო თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციები და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არმიის სახმელეთო ოპერაციებზე იქონიებს გავლენას".

გორდონის თქმით, რუსეთს, აშშ-სთან შედარებით, უკეთესი საარტილერიო სისტემების გაცილებით მეტი რაოდენობა გააჩნია.

"რუსები ამას სერიოზულად აღიქვამენ, არტილერია - მეფეების დროიდან მოყოლებული, რუსეთის არმიის ძლიერ მხარეს წარმოადგენს" - განაცხადა გორდონმა.

გორდონის თანახმად "მთელ რიგ სფეროებში რუსებს უპირატესობა აქვთ მოპოვებული, კერძოდ ქვემეხებში. როგორც წესი, თანამედროვე რუსულ ქვემეხებს, აშშ-ს არმიის ახლანდელ ქვემეხებთან შედარებით,  50-100% მეტი სროლის მანძილი გააჩნია".

აშშ-ს არმიის საველე არტილერიის სკოლის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა სიტვენ მარანიანმა (Stephen Maranian), რომელიც აამჟამად, ახლადჩამოყალიბებულ, სახეობათშორის ფუნქციონალურ ჯგუფს ხელმძღვანელობს და პასუხს აგებს შორს მსროლელი, ზეზუსტი მოდერნიზაციის პრიორიტეტებზე, განაცხად რომ არმია ფიქრობს ჰიპერბგერით სიჩქარეზე, ელექტრომაგნეტურობაზე და "ძალაიან დიდი კალიბრის ქვემეხებზე", რათა ხანგრძლივი პერიოდით უზრუნველყოს შორსმსროლელობის უპირატესობა.

ჯგუფი, უფრო ხანმოკლე პერსპექტივაში, გეგმავს არმიის ATacMS-ის ტიპის სარაკეტო სისტემა უფრო მძლავრი, Precision Strike Missile-ს ტიპის რაკეტებით  შეცვლას - განაცხადა მარანიანმა.

ATacMS-ი, რომლის სროლის მანძილი 160 კილომეტრს შეადგენს და რომლის წარმოებაც 2007 წელს შეწყდა, მას შემდეგ არმია მისი სამსახურის ვადას გამუდმებით ახანგრძლივებს.

"ჩვენ Precision Strike Missile-ს ნახვას, მომავალ, 2019 ფინანსურ წელს ვგეგმავთ" - განაცხადა მარანიანმა. "იმედია ამის შემდეგ რაკეტის მიწოდება 2023 წელს დაიწყება".

ახალმა საბრძოლო რაკეტამ "ATAcMs-ის სერიოზული მოდერნიზაცია" უნდა უზრუნველყოს და მისი სროლის მანძილი 499 კილომეტრამდე უნდა გაზარდოს, რაც საშუალო რადიუსის ბირთვული იარაღის ზღვარს წარმოადგენს.

მარინიანის თანახმად "ATAcMs-თან შედრებით ეს იქნება 1,5-ჯერ სწრაფი, ორჯერ მეტი შესაძლებლობების ... გაცილებით უფრი ლეტალური სისტემა".

მისივე თქმით, ახალ საბაზისო რაკეტას მრავალმიზნობრივი დანიშნულება ექნება, მას შეეძლება გაანადგუროს ხომალდები ზღვაზე, მოძრავი სამიზნეები ხმელეთზე, მძიმედ შეჯავშნულ სამიზნეების ეფექტურად გასანადგურებლად აღჭურვილი იქნება კასეტური ქობინით და დამიზნების სენსორებით. ყველაფერი ეს მომავალში საბაზისო რკეტა Precision Strike-ს განვითარების სპირალის შემადგენელი ნაწილია.

რაც შეეხება არტილერიას, როგორც მარანიანმა განაცხადა, არმია ბრიგადის საბრძოლო დაჯგუფებებში არსებული "საცეცხლე ძალის დრამატულად გაზრდას" გეგმავს.

მისივე სიტყვების თანახმად, არმია ცდილობს 155 მილიმეტრიანი თვითმავალი ჰაუბიცების M109A6 Paladin Integrated Management დონემდე მოდერნიზაციას, აღნიშნულმა სისტემამ გასულ კვირას პირველადი შეფასების ტესტები დაასრულა.

არმია სროლის მანძილის გსაზრდელად, ეგრეთ წოდებულ ERCA-ს (Extended Range Cannon Artillery - გაზრდილი მანძილის მქონდე საქვემეხო არტილერია) ეყრდნობა. მომხსენებლის თქმით, აქტიურ-რეაქტიული, 40 კილომეტრამდე სროლის მანძილის მქონე ჭურვი, 2021 წლისთვის იქნება მზად.

როგორც მარინიანმა გამოსვლის ბოლოს განაცხადა - "განახლებული სახაზინო ნაწილი, 2023 წლისთვის, არტილერიას საშუალებას მისცემს 70 კილომეტრზე აწარმოოს ცეცხლი. ამავე პერიოდისთვის მოხდება თსდ-ების ავტომატური დამტენით აღჭურვა, რაც სტაბილურად უზრუნველყოფს 6-10 გასროლას წუთში".


წყარო:

No comments:

Post a Comment