Friday, March 30, 2018

Lockheed Martin-მა სამხრეთ კორეისთვის განკუთვნილი პირველი F-35А გამოაგორა

2018 წლის 28 მარტს, ტეხასის შტატში მდებარე ავიაბაზა ფორტ უორტში, სამხრეთ კორეის საჰაერო ძალებისთვის განკუთვნილი პირველი მრავალფუნქციური გამანადგურებლის, F-35A-ს, გამოგორების ცერემონიალი გაიმართა.

სავარაუდოდ, ცერემონიის შემდეგ, სამხრეთ კორეელი პილოტები, აშშ-ს ერთ-ერთ სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, მათთვის ახალი ტექნიკის ათვისებას დაიწყებენ

როგორც ცნობილია, სამხრეთ კორეა Lockheed Martin-ისგან სავარაუდოდ 60 ცალ F-35А ტიპის სტელს გამანადგურებელს შეიძენს, აქედან 40 თვითმფრინავს სამხრეთკორეის საჰაერო ძალები 2021 წლამდე მიიღებს. 10,8 მილიარდი დოლარის ხელშეკრულებას აშშ-ს მთავრობმ მწვანე შუქი 2013 წელს აუნთო.


No comments:

Post a Comment