27 აპრილს, თბილისში, კინოთეატრ ამირანში, ფესტივალ «Ukraine in Focus»-ის ფარგლებში, უკრაინული კინოფილმის, "კიბორგების" (Кіборги) ჩვენება გაიმართა. პრეზენტაციის დაწყებამდე მაყურებლის წინაშე სიტყვით, საქართველოში უკრაინის ელჩის მრჩეველი, გეორგი ნაზაროვი (Назаров Георгій Павлович) გამოვიდა. ორ ქვეყანას შორის მეგობრობაზე და პარტნიორობაზე საუბრის დასასრულს, ნაზაროვმა, უკრაინული ბატალიონის, "აიდარის" (Айдар), ქართველი მებრძოლი, დავით სიხარულიძე, სიკვდილის შემდგომ (დაიღუპა 2017 წლის 11 მაისს, ლუგანსკის ოლქში, სოფელ ნოვოლუგანსკთან (Новолуганськ)), პოროშენკოს ბრძანებით ორდენი "მხედრული მამაცობისთვის" («За мужність» ІІІ ступеню) დააჯილდოვა. ორდენი დაღუპილი მებრძოლის ოჯახს, კერძოდ კი მის შვილებსა და მეუღლეს გადეცა.
ჩემი მხრიდან დავძენ რომ, როდესაც ელჩის მოადგილე დაჯილდოვების ცერემონიალზე გადავიდა, ცრემლები ვერ შეიკავა. სიტყვა ყელში გაეჩხირა და ხმა გეგუდა, მასთან ერთად ტიროდა უკრაინელი თარჯიმანი ქალბატონი და ალბათ დარბაზში მსხდომი მაყურებლების (80% უკრაინელები იყვნენ) დიდი ნაწილი. მთელი დარბაზი ფეხზე იდგა ქართველი გმირის საპატივცემულოდ. განსაკუთრებით საამყაო იყო დავითის მეუღლის სიტყვები "დიდება გმირებს ვინც სამშობლოს შესწირა თავი და არა აქვს მნიშვნელობა თუ სად იბრძოდნენ, მთავარია რომ სამართლიანობის მხარეს იდგნენ!!!!"
P.S. რაც შეეხება ფილმს - ყველას გირჩევთ მის ყურებას. უყურეთ არა როგორც სააომარ, არამედ როგორც ღრმა აზრობრივ ფილმს, მოუსმინეთ დიალოგებს.
P.P.S. სამწუხაროდ მე ფოტოები ვერ გადავიღე, ამისი არც დრო და არც საშუალება არ იყო.
No comments:
Post a Comment