11 აპრილს, F-35 Joint Strike Fighter-მა, განვითარების პროგრამის ბოლო ფრენა განახორციელა. ამით ფაქტიურად დასრულდა გამანადგურებლის შექნის პროგრამის 11 წლიანი ეპოპეა, რომელიც 2006 წელს, პირველი ფრენის შემდეგ დაიწყო.
სწრაფი ფაქტები პროგრამის შესახებ
Lockheed Martin-ის მიერ შექმნილი F-35 ახლა უკვე ოპერატიული გამოცდებისა და შეფასებების ეტაპზე გადავიდა, რომელი პენტგონის დამოუკიდებელი ბიუროს მიერ განხორციელდება. "სისტემის განვითარებისა და დემოსნტრაციის" (Systems Development and Demonstration - SDD) ეტაპის დასრულების შემდეგ, პროგრამა ოფიციაურად დასრულებულად ჩაითვლება, ხოლო F-35 წარმოების სრულ სიმძლავრეზე გავა.
F-35-ის გაერთიანებული პროგრამის (Joint Program Office - JPO) დირექტორის, ვიცე ადმირალის, მატ ვინტერის (Mat Winter) განცხადების თანახმად, SDD-ს საბოლოო საცდელი ფრენა, გასულ კვირას დასრულდა.
ეს საკონტროლო გამოცდა - საზღვაო ძალების საჰაერო ბაზაზე, პატუკსენტ რივერსზე (Naval Air Station Patuxent River), განხორციელდა, რომლის დროსაც თვითმფრინავმა ნომრით CF-2, რომელიც დატვირთული იყო GBU-31 Joint Direct Attack Munitions და AIM-9X Sidewinder ტიპის შეიარაღებით გარე საკიდებზე, სატესტო ფრენა განახორციელა.
მთელი საცდელი პროგრამის განმავლობაში, JPO-მ განახორციელა "9200 გაფრენა, 17 000 საფრენოსნო საათი და 65 000 სახეობის საკონტროლო ტესტი, რათა შეეფასებინა დიზაინი, რესურსი, პროგრამული უზრუნველყოფა, სენსორები, შეიარაღების შესაძლებლობები და F-35-ის სამივე ვარიანტის მწარმოებლურობა" - განაცხადა ვინტერმა თავის გამოსვლაში.
SDD-ს მსვლელობისას განხორციელდა საზღვაო ქვეითების "მოკლე აფრენისა და ვერტიკალური დაჯდომის" F-35B-ს ტიპის გამანადგურებლის 1500 საცდელი ვერტიკალური დაშვება, ამას გრდა საზღვაო გამოცდების ექვსსი ეტაპი F-35B და F-35C ვერსიებისთვის.
ამავე პერიოდში განხორციელდა იარაღის ჩამოგდების 183 და იარაღის ზუსტი მიტანის 46 გამოცდა. ასევე განხორციელდა სისტემის ეფექტურობის 22 გამოცდა, რომელიც პირდაპირ კავშირშია F-35-ის მიერ მეწინავე საფრთხეებთან გამკლავებაში.
Lockheed Martin-ის ვიცე-პრეზიდენტისა და F-35-ის გენერალური მენეჯერის, გრეგ ულმერის (Greg Ulmer), განცხადების თანახმად "ავიაციის ისტორიაში ეს იყო ყველაზე მკაცრი, ყოვლისმომცველი და უსაფრთხო საფრენოსნო პროგრამა".
მაგრამ ეს გზა რთული გამოდგა. 2010 წელს, თანხების გადახარჯვამ, გამოიწვია ნანნ-მაკკერდის (Nunn-McCurdy) პროტესტი, რომლის შედეგადაც თავდაცვის სამინისტრო იძულებული იყო გადაეხედა პროგრაამის გაგრძელების საკითხი.
და მიუხედავად იმისა, რომ, JPO-მ, გააუმჯობესა შეეუმშავებაზე, წარმოებაზე და ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების კონტროლი, მაინც წარმოიშვა მაღალტექნოლოგიური პრობლემები, მათ შორის ძრავების პრობლემა, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა და Farnborough Airshow 2014-ზე გამოსვლის გადადება გახდა საჭირო, ასევე სერიოზული პრობლემა იყო საწვავის მიწოდების სისტემაში, რისი წყალობითაც, 2016 წელს, დროებით შეაჩერეს ფრენები.
ბოლო სერიოზული პრობლემა სარქველების დამაგრების და საფარველის გარშემო წარმოიქმნა, JPO და Lockheed-ი ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდნენ, თუ ვინ უნდა დაფაროს ამ ხარვეზის აღმოფხვრის ხარჯები. პრობლემის გადაწყვეტამდე თავდაცვის სამინისტროს გამანადგურებლების მიღება შეაჩერა.
JPO-ს განცხადების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ SDD-ს საფრენოსნო გამოცდები დასრულდა, შემდეგი მოდერნიზაციის პროგრამის, ეგრეთ წოდებული Continuous Capability Development and Delivery (C2D2), ფრგლებში F-35 მინც აგრძელებს საცდელ ფრენებს.
წყარო:
No comments:
Post a Comment