სამხედრო საჰაერო თავდაცვის დღე ალექსეევკას სამხედრო ბაზაზე აღინიშნა
სამხედრო მოსამსახურეებსა და მოწვეულ სტუმრებს ავიაციის დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს.
საჰაერო თავდაცვის დღესთან დაკავშირებით მოედანზე წარმოდგენილი იყო, საჰაერო თავდაცვის საშუალებები, მათ შორის საფრანგეთში შეძენილი ახალი ტექნიკა.
მინისტრმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას შეიარაღებული ძალებისთვის საჰაერო თავდაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის მინისტრის განცხადებით 2018 წლის ბიუჯეტში 23 მილიონი ლარია გამოყოფილი, რაც საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის პარკის მოდერნიზებას მოხმარდება.
თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა მოედანზე წარმოდგენილი საჰაერო თავდაცვის საშუალებები დაათვალიერეს. ღონისძიების ფარგლებში უმწიკვლო სამსახურისთვის სამხედრო მოსამსახურეებს საშტატო იარაღი და მედლები გადაეცათ. ასევე წარმატებული სამსახურისთვის გამოეცხადათ მადლობა.
ბაზის ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიების დაწყებამდე ახალი ტაძრის მშნებლობასაც ჩაეყარა საფუძველი. ტაძრის საძირკველი შეიარაღებული ძალების მთავარმა სამხედრო კაპელანმა მამა დავით ლონდარიძემ აკურთხა.
1995 წლის 31 მაისს საჰაერო თავდაცვის რადიოლოკაციური ქვედანაყოფები პირველად დადგნენ საბრძოლო პოზიციებზე და საქართველოს საჰაერო სივრცის კონტროლის მიზნით საბრძოლო მორიგეობა დაიწყეს.მას შემდეგ სწორედ ეს დღე აღინიშნება თავდაცვის დღედ.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო GM-403 და GM-200-ის ტიპის რადიოლოკაციური სადგურები, მათი სამეთაურო-მართვის მანქანა და საზენიტო კომპლექსი SPYDER
წყარო:
სამხედრო საჰაერო თავდაცვის დღე ალექსეევკას სამხედრო ბაზაზე აღინიშნა
No comments:
Post a Comment