Showing posts with label GM-403. Show all posts
Showing posts with label GM-403. Show all posts

Thursday, May 31, 2018

სამხედრო საჰაერო თავდაცვის დღეზე GM-200-ის ტიპის რადარი წარადგინეს

სამხედრო საჰაერო თავდაცვის დღე ალექსეევკას სამხედრო ბაზაზე აღინიშნა

სამხედრო მოსამსახურეებსა და მოწვეულ სტუმრებს ავიაციის დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს.
საჰაერო თავდაცვის დღესთან დაკავშირებით მოედანზე წარმოდგენილი იყო, საჰაერო თავდაცვის საშუალებები, მათ შორის საფრანგეთში შეძენილი ახალი ტექნიკა.

მინისტრმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას შეიარაღებული ძალებისთვის საჰაერო თავდაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის მინისტრის განცხადებით 2018 წლის ბიუჯეტში 23 მილიონი ლარია გამოყოფილი, რაც საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის პარკის მოდერნიზებას მოხმარდება.

თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა მოედანზე წარმოდგენილი საჰაერო თავდაცვის საშუალებები დაათვალიერეს. ღონისძიების ფარგლებში უმწიკვლო სამსახურისთვის სამხედრო მოსამსახურეებს საშტატო იარაღი და მედლები გადაეცათ. ასევე წარმატებული სამსახურისთვის გამოეცხადათ მადლობა.

ბაზის ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიების დაწყებამდე ახალი ტაძრის მშნებლობასაც ჩაეყარა საფუძველი. ტაძრის საძირკველი შეიარაღებული ძალების მთავარმა სამხედრო კაპელანმა მამა დავით ლონდარიძემ აკურთხა. 

1995 წლის 31 მაისს საჰაერო თავდაცვის რადიოლოკაციური ქვედანაყოფები პირველად დადგნენ საბრძოლო პოზიციებზე და საქართველოს საჰაერო სივრცის კონტროლის მიზნით საბრძოლო მორიგეობა დაიწყეს.მას შემდეგ სწორედ ეს დღე აღინიშნება თავდაცვის დღედ.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო GM-403 და GM-200-ის ტიპის რადიოლოკაციური სადგურები, მათი სამეთაურო-მართვის მანქანა და საზენიტო კომპლექსი SPYDER 

წყარო:
სამხედრო საჰაერო თავდაცვის დღე ალექსეევკას სამხედრო ბაზაზე აღინიშნა

Saturday, May 26, 2018

რადიოლოკაციური სადგური GM-403-ის პირველი საჯარო წარდგენა

დღეს, 26 მაისს, საქართველოს პირველი რესუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თავისუფლების მოედანზე გამართულ ღინისძიებაზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ფართო საზოგადოებას პირველად წარუდგინა მობილური რადიოლოკაციური სადგური GM-403.
შეგახსენებთ რომ, 56 131 369 ევროს ღირებულების ხელშეკრულება, Thales Raytheon Systems–სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2015 წლის ივლისში მოეწერა, რომლის თანახმადაც, კომპანიამ ქართულ მხარეს ორი რადიოლოკაციური სადგური, ერთი GM200 და ერთი GM400, უნდა მიაწოდოს. გავრცელებული ფოტოეის მიხედვით, კომპანიამ თაისი ვალდებულება უკვე შეასრულა.

აღნიშნული ხელშეკრულებს შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - ფრანგული რაკეტები ქართული ცის დასაცავად

რადიოლოკაციური სადგურის მცირე ტტმ

თავისუფების მოედანზე ფართო მასებისთვს წარმოდგენლი რლს GM-403

P.S. ერთი საინტერესო დეტალი - ჩვენს რადიოლოკაციურ კომპლექსზე არ აყენია ჩემი-სხვისი მომთხოვნი Thales TSA-3520, რომელიც, როგორც წესი ძირითადი ანტენის თავზე, დამატებითი, მცირე ზომის ანტენის სახით უნდა ეყენოს. როგორ ჩანს ჩვენებმა ავიაციის არ არსებობის მიზეზით თანხა დაზოგეს და არაა გამორიცხული, რომ თვითონ მწარმოებელმაც უარი თქვა ამ აპარატურის გადმოცემაზე.

მარცხნივ ჩვენი კომპლექსი, მარცხნივ სტანდარტულ კონფიგურაციაში

Thursday, December 17, 2015

ფრანგული რაკეტები ქართული ცის დასაცავად

2015 წლის 10 ივლისს, პარიზში საქართველოსა თავდაცვის სამინისტროსა და ევროპული წამყვანი რაკეტმშენებლის, MBDA–ს და ფრანგული Thales–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ქართული მხარე საფრანგეთიდან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს შეიშყიდის.
რაკეტმწარმოებელი, ევროპული კონსორციუმი MBDA, რომელიც BAE SYSTEMS (37.5% წილი კომპანიაში), EADS (37.5%) და FINMECCANICA (25%) შერწყმით წარმოიქმნა და Thales Raytheon Systems, რომელიც ფრანგული Thales–ისა და ამერიკული Raytheon–ის შვილობილ კომპანიას წარმოადგენს, ქართულ შეიარაღებულ მხარეს ერთ ბატარეა ხმელეთი–ჰაერი ტიპის რაკეტებს, VL MICA–ს, ორ რადარს, GM200 და GM400 და მართვისა და სამეთაურო ცენტრს მიაწოდებს, რომელიც NATO–ს საჰაერო თავდაცვის სისტემებთან იქნება თავსებადი.
ხელშეკრულება მხარეებს შორის, ამა წლის 10 ივლისს, პარიზში გაფორმდა. ქართული მხრიდან მას ხელი თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა, ხოლო ფრანგული მხარიდან კომპანია MBDA-ს გენერალურმა დირექტორმა, ანტუან ბუვემ მოაწერეს. ხელშეკრულების ღირებულება 109 512 305 ევროს შეადგენს. კომპანია ქართულ არმიას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით სარაკეტო კომპლექსებს მიაწოდებს. მანამდე, რამდენიმე კვირით ადრე, 56 131 369 ევროს ღირებულების ხელშეკრულება Thales Raytheon Systems–თან იქნა გაფორმებული, რომლის თანახმადაც ქართული მხარე რადარებსა და მართვის ცენტრს მიიღებს.

წყარო: