Wednesday, October 31, 2018

უკრაინის ახალი თვითმავალი ნაღმტყორცნი "Барс-8ММК" გამოცდებზე


როგორც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს პრეს-სამსახური იუწყება - უკრაინის შეიარაღებული ძალების პოლიგონზე, ახალი, 120 მილიმეტრიანი მობილური სანაღმტყორცნე კომპლექსის, "Барс-8ММК"-ს, გამოცდები განხორციელდა.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსანდრე ტურჩინოვის განცხადების თანახმად, რომელიც გამოცდებს ესწრებოდა, უკრაინელმა მწარმოებლებმა ახალი მობილური ნაღმტყორცნი  ჯავშანმანქანა "Барс-8"-ის ბაზაზე შექმნეს და ის გაშლისა და ცეცხლის მართვის ავტომატიზირებული სისტემითაა აღჭურვილი.



"კომპექს დანიშნული წერტილისკენ სწრაფი გადაადგილება შეუძლია, მისი კომპიუტერიზებული სისტემა, ადგილზე სწრაფი პოზიციონირების საშუალებას იძლევას, სალაშქრო მდგომარეობიდან სასროლში გადასასვლელად სულ რაღაც 1 წუთია საჭირო" - განაცხადა ტურჩინოვმა.

საცეცხლე პოზიციის დასატოვებლად მობილურ სისტემას 20 წამი ესაჭიროება, ეს საკმარისია რათა მან საპასუხო ცეცხლს გაასწროს. მისი საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა 60 წამშია შესაძლებელი. საბრძოლო მანქანის ეკიპაჟი სამი კაცისგან შესდგება, საბრძოლო მარაგი 60 ნაღმია.

ტურჩინოვის თანახმად - "მწარმოებლებმა მობილური ნაღმტყორცნის შექმნით რამდენიმე ამოცანა გადაჭრეს, კერძოდ, მიაღწიეს გაშლისა და აკეცვის სმაქსიმალურ სისწრაფეს, უგზოობაზე მობილური გადაადგილების შესაძლებლობას, მიზნის მაღალი სიზუსტით განადგურებას და რაც მთავარია - მის უსაფრთხო გამოყენებას".

მისი რწმენით, კომპლექსის მიერ სახელმწიფო გამოცდების გავლისა და მისი შეიარაღებაზე მიღების შემდეგ, ის უკრაინის სახმელეთო და სადესანტო ჯარებში და სპეციალური დანიშნულების ძალებში, ღირსეულ ადგილს დაიკავებს.

მობილური კომპლექსი "Барс-8ММК" აღჭურვილია 120 მილიმეტრიანი ნაღმტყორცნით, რომელიც ინტეგრირებულია ინფორმაციის გაცვლის ციფრულ სისტემაში, რომლის დახმარებითაც, მობილური კომპლექსი რეალურ დროში იღებს მტრის შესახებ ზუსტ მონაცემებს. ამგვარი ინფორმაცია ერთდროულად შეიძლება მოეწოდებოდეს როგორც დრონებით და კონტრბატარეული რადარებით, ასევე დაკვირვების სახვა საშუალებებით.

"Барс-8ММК"-ს ინტეგრირება შესაძლებელია ჯარების მართვის ნებისმიერ საინფორმაციო-მართვის ქსელში, მათ შორის ისეთებში, როგორებიცაა С4, GIS, COM და სხვები. სწორედ ამ სისტემებს იყენებენ NATO-ს წამყვანი ქვეყნები და მათ თავისი ეფექტურობა არაერთხე;ლ დაადასტურეს. 

წყარო:

No comments:

Post a Comment