რუსული გამანადგურებლები შავ ზღვაში ცდილობდნენ ბრიტანული, HMS Duncan-ის ტიპის, საესკადრო ნაღმოსნის დაშინებას. როგორც რესურსი Daily Mail იუწყება, ინცინდენტს ამა წლის მაისში ჰქონდა ადგილი, მაგრამ მის შესახებ ცნობილი მას მერე გახდა, რაც ტელეარხმა Channel 5-მა, ამის შესახებ სიუჟეტი გადაიღო.
როგორც ვიდეოდან ხდება ცნობილი, ბრიტანული ფლოტის საესკადრო ნაღმოსანი NATO-ს ძალების შემადგენლობაში, ყირიმის სანაპიროდან 50 კილომეტრში გადაადგილდებოდა, როდესაც რუსეთის საჰაერო სივრციდან მისი მიმართულებით სამხედრო თვითმფრინავები იქნა აწეული.
უცნობია რამდენ ხანს ტრიალებდნენ ბრიტანული ხომალდის თავზე რუსული გამანადგურებლები და გამანადგურებელ-ბომბდამშენები. მაგრამ მცირე მანძილის გამო საესკადრო ნაღმოსანის ეკიპაჟი იძულებული იყო რუსი პილოტებისთვის გაფრთხილება გადაეცათ: "საესკადრო ნაღმოსანი ძალიან მძლავრ რადარს იყენებს, რომელმაც შეიძლება თვითმფრინავის ელექტრონიკა დააზიანოს და ის ზღვაში ჩამოვარდება".
სიუჟეტში ასევე ჩანს რომ, რუსმა პილოტმა, ავიაბაზაზე დაბრუნებამდე, ხომალდს შეტყობინება, "წარმატებები ბიჭებო" (სიტყვა სიტყვით "Good luck, guys"), გაუგზავნა. ამასთან ეკიპაჟის წევრის განცხადების თანახმად, ხომალდზე 48 ცალი საბრძოლველად გამზადებული საზენიტო რაკეტაა და საჭიროების შემთხვევაში გამარჯვება ბრიტანელებს დარჩებოდათ.
როგორც მეთაურმა მაიკლ ატლიმ (Mike Utley) აღნიშნა, HMS Duncan ბოლო 25 წლის განმავლობაში ალბათ ერთადერთი ხომალდია, რომელზეც ასეთი მასირებული თავდასხმა განხორციელდა. ხოლო ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, გევინ უილიამსონის (Gavin Williamson), განცხადების თანახმად, ეს ინცინდენტი "თავხედურ მტრულ გამოხტომად" დახასიათთდა, მან ასევე უმაღლესად შეაფასა ბრიტანული ხომალდის ეკიპაჟის წევრების მუშაობა.
No comments:
Post a Comment