Thursday, November 29, 2018

საქართველოში აშშ-ს ყოფილი ატაშე რუსეთში ატაშედ დაინიშნა


როგორც ცნობილი გახდა, ერთი თვის წინ, მოსკოვში აშშ-ს ახალი სამხედრო ატაშე ჩავიდა, ეს ბრიგადის გენერალი გარრიკ ჰარმონია (Brig. Gen. Garrick M. Harmon).

გენერალი ქალაქ ჰატჩინსონში, კანზასის შტატში დაიბადა. 1991 წელს, არტილერიის მეორე ლეიტენანტის წოდებით, აშშ-ს სამხედრო აკადემია (ვესტ-პოინტი) დაამთავრა.

2015 წელს დაამთავრა აშშ-ს არმიის ომის კოლეჯის კურსი (Army War College). 2017 წლის აგვისტომდე, პოლკოვნიკის წოდებით, საქართველოში სამხედრო ატაშედ მსახურობდა.

2017 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ, საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშეს გამოსამშვიდობებელი ცერემონია გამართა. თავდაცვის მინისტრმა პოლკოვნიკ გარიკ ჰარმონს ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. ლევან იზორიამ ყურადღება ერთობლივ სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“-სა და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში, საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობაზე გაამახვილა.

თავდაცვის მინისტრმა პოლკოვნიკი გარიკ ჰარმონი უწყებრივი მედლით „გენერალი მაზნიაშვილი“ დააჯილდოვა. უწყების ხელმძღვანელმა მას მადლობის სიგელი და საჩუქრად სნაიპერული შაშხანაც გადასცა.


ჩვენს ქვეყანაში ატაშის თანამდებობის დატოვების შემდეგ, გენერალს აშშ-ს არმიის გენშტაბის მეთაურის მოასგილის შტაბში სტრატეგიასა, დაგეგმარებასა და პოლიტიკის სფეროში დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 2018 წლის მარტში ბრიგადის გენერლის წოდება მიიღო.

2018 წლის მაისში, აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს პრესრელიზში, მისი რუსეთში ატაშედ დანიშვნა დაანონსდა (წყარო - General Officer Assignments).

გარრიკ ჰარმონი დაოჯახებულია და ყავს სამი შვილი.

No comments:

Post a Comment