სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land
................................................................................................................................................................................
ვირჯინიის შტატში, ქალაქ კვანტიკოში, 17-დან 19 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარე ყოველწლიური გამოფენა Modern Day Marine-2019-ზე, კორპორაცია General Dynamics-მა, პირველად წარადგინა მის მიერ შემუშავების ეტაპზე მყოფი, მსუბუქი ტანკის -" Griffin II"-ის მოდელი. როგორც ცნობილია, აშშ-ს არმიამ ეს პროექტი კონკურს Mobile Protected Firepower (MPF)-ის ერთ-ერთ მონაწილედ აირჩია. ხოლო კონკურსის ფინალურ ეტაპზე მის კონკურენტად ВАЕ Systems-ის პროექტი დასახელდა.
Griffin II საცეცხლე გამოცდებზე (კოშკურა ჯავშან მოდულების გარეშე)
აშშ-ს არმიამ 2018 წლის დეკემბერში, ВАЕ Systems-სა და General Dynamics-ს, მუხლუხოვანი საცეცხლე მხარდაჭერის მაქნანის პროგრამის (Mobile Protected Firepower - MPF) ფარგლებში, მანქანების შექმნაზე გაუფორმა ხელშეკრულება. ВАЕ Systems-მა და General Dynamics-მა შესაბამისად 375,9 და 335 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება მიიღეს. თვითოეულმა კომპანიამ საცდელ-საკონსტრუქციო სამუშაოს (Engineering, Manufacturing, and Development - EMD) ფარგლებში თორმეტ-თორმეტი საცდელი პროტოტიპი უნდა ააწყოს. პროტოტიპების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 თვეში უნდა დაიწყოს და 18-19 თვის მერე უნდა დასრულდეს. 2021 ფინანსური წლის დასასრულისთვის აშშ-ს არმიამ, შედარებითი გამოცდების საფუძველზე, უნდა ამოარჩიოს გამარჯვებული პროექტი, რომლის სერიული წარმოებაც 2022 წელს უნდა დაიწყოს. პირველი წინასერიული პარტია 26 მანქანისგან იქნება შემდგარი, მომდევნო პარტია 28 მანქანიანი იქნება, ხოლო 2025 წლისთვის მანქანების სრულმაშტაბიანი წარმოებაა დაგეგმილი.
აერსებული პროგრამის ფარგლებში იგეგმება 504 ცალი სერიული MPF-ის შეძენა. პირველ რიგში ეს მანქანები ქვეით ბრიგადებში (Infantry Brigade Combat teams - IBCT) შესაქმნელად დაგეგმილი ცალკეული ასეულების აღსაჭურვად იქნება გამოყენებული (ასეულს 14 მანქანიანი საშტატო შემადგენლობა ექნება). რეგულარული არმიისა და ეროვნული გვარდიის არსებული 33 ქვეით ბრიგადაში თითო ასეთი ასეულის დაარსებაა დაგეგმილი. პირველმა მასეთმა ასეულმა საბრძოლო მზადყოფნას 2025 წელს უნდა მიაღწიოს.
Mobile Protected Firepower (MPF) აშშ-ს არმიამ 2015 წელს წამოიწყო, მის ფარგლებში დაგეგმილი იყო მაქსიმუმ 32 ტონიანი მანქანის შექმნა (ბოლო მონაცემების თანახმად ლიმიტი 38 ტონამდე გაიზარდა - თუმცა არაა გამორიცხული რომ მოკლე ტონებზე იყოს საუბარი), რომელიც აღჭურვილი იქნებოდა 105 ან 120 მილიმეტრიანი ქვემეხითა და აქტიური დაცვის სისტემით. ჩანაფიქრის თანახმად, MPF-ს უფრო მაღალი ოპერატიული და ტაქტიკური ამძრაობა ექნება, ვიდრე მის უფროს ძმას Abrams-ს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ВАЕ Systems-ი პროგრამაში მსუბუქი ტანკის - М8 Armored Gun Systems (AGS) Buford-ის განახლებული ვერსიით მონაწილეობს. აღნიშნული მანქანა საჰაერო-სადესანტო შენაერთებში М551 Sheridan-ის შესაცვლელად 80-იანების ბოლოს - 90-იანების დასაწყისში კომპანია FMC-იმ შექმნა (შემდეგში გადავიდა United Defense-ს მფლობელობაში და ამჟამად ВАЕ Systems-ს ეკუთვნის). 1995 წელს М8 აშშ-ს არმიის შეიარაღებაზე იქნა მიღებული, მაგრამ 1997 წელს, სერიული წარმოების დაწყებამდე, М8-ის პროგრამის ანულირება მოხდა, პირველ რიგში დაფინანსების შემცირების მიზეზით. ამ პერიოდში სულ 6 საცდელი ნიმუშის გამოშვება მოესწრო. მსუბუქი ტანკი М8, შესაცვლელი დაცვის ვარიანტიდან გამომდინარე, 19-დან 25 ტონამდე იწონის და ის ავტომატური დამტენით აღჭურვილი 105 მილიმეტრიანი M35 ტიპის ქვემეხითაა აღჭურვილი.
ამის პარალელურად, პროგრამა MPF-ის ფარგლები, General Dynamics-ი შემკვეთს სრულიად თავიდან აწყობილ Griffin II-ს სთავაზობს - ზემოთ აღნიშნულ გამოფენამდე აღნიშნული მანქანის გარეგანი იერი უცნობი იყო. ცნობილია, რომ Griffin II ამ რამდენიმე წლის წინ წარდგენილი Griffin I-ის ბაზაზეა შექმნილი, რომელიც თავის მხრივ 120 მილიმეტრიანი ХМ360-ი ტიპის ქვემეხით აღჭურვილი M1А2SEPv2 Abrams-ის კოშურის შემსუბუქებული და მოდიფიცირებული კოშკურით აღჭურვილ ASCOD 2-ის ბაზას წარმოადგენდა, იგივე ბაზა გამოყენებული ახალ ბრიტანულ ჯავშანმანქანა Ajax-ზე (ASCOD 2-ის შემქმნელი და მწარმოებელი General Dynamics-ის ევროპული შვილობილი კომპანიებია - ესპანური General Dynamics European Land Systems Santa Bárbara Sistemas და ავსტრიული General Dynamics European Land Systems - Steyr). Griffin I-ის კოშურის მთლიანი წონა 22 ტონიდან (ტანკ М1А2SEPv.2-ის კოშკურის წონა) ვითომდა 8 ტონამდე იქნა შემცირებული, ხოლო მთლიანად Griffin I-ის წონა 30 ტონაზე ნაკლებია (მთელი რიგი პუბლიკაციების თანახმად 27-28 ტონა).
ამასთან ინტერნეტში არსებული ცნობების თანახმად თვითონ Griffin II-ის საბრძოლო მასა MPF-ის ზღვრულ 38 ტონას უტოლდება. უნდა აღინიშნოს, რომ Griffin II-ის გავრცელებულ ფოტოებზე, კოშკურის ზომები ტანკის კოშურისთვის დამახასიათებელ ნორმალურ ზომებს დაუბრუნდა - მეტწილად ეს მასიური მოდულური ჯავშანდაცვის ბლოკების დამსახურებაა.
ВАЕ Systems-ის მიერ პროგრამაში მონაწილეობისთვის ტანკ М8 Armored Gun Systems (AGS) Buford-ის განახლებული ვარიანტი
გამოფენაზე პირველად წარდგენილი Griffin II-ის მაკეტი
ამასთან ინტერნეტში არსებული ცნობების თანახმად თვითონ Griffin II-ის საბრძოლო მასა MPF-ის ზღვრულ 38 ტონას უტოლდება. უნდა აღინიშნოს, რომ Griffin II-ის გავრცელებულ ფოტოებზე, კოშკურის ზომები ტანკის კოშურისთვის დამახასიათებელ ნორმალურ ზომებს დაუბრუნდა - მეტწილად ეს მასიური მოდულური ჯავშანდაცვის ბლოკების დამსახურებაა.
No comments:
Post a Comment