Showing posts with label Griffin. Show all posts
Showing posts with label Griffin. Show all posts

Wednesday, November 10, 2021

US Army's future ground combat systems at Project Convergence 21


The US Army"s Griffin ATLAS with integrates new gyro-stabilized Thermal Sighting Unit (TSU) conduct live fire exercise during Project Convergence 21.



Two ERCA XM1299 SPHs and its resupply vehicles conduct live fire




A Stryker/LAV-700 fitted with ALAS-MC turret conduct live fire exercise





Tuesday, September 24, 2019

მსუბუქი ტანკი General Dynamics Griffin II

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

ვირჯინიის შტატში, ქალაქ კვანტიკოში, 17-დან 19 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარე ყოველწლიური გამოფენა Modern Day Marine-2019-ზე, კორპორაცია General Dynamics-მა, პირველად წარადგინა მის მიერ შემუშავების ეტაპზე მყოფი, მსუბუქი ტანკის -" Griffin II"-ის მოდელი. როგორც ცნობილია, აშშ-ს არმიამ ეს პროექტი კონკურს Mobile Protected Firepower (MPF)-ის ერთ-ერთ მონაწილედ აირჩია. ხოლო კონკურსის ფინალურ ეტაპზე მის კონკურენტად ВАЕ Systems-ის პროექტი დასახელდა.

Griffin II საცეცხლე გამოცდებზე (კოშკურა ჯავშან მოდულების გარეშე)

აშშ-ს არმიამ 2018 წლის დეკემბერში, ВАЕ Systems-სა და General Dynamics-ს, მუხლუხოვანი საცეცხლე მხარდაჭერის მაქნანის პროგრამის (Mobile Protected Firepower - MPF) ფარგლებში, მანქანების შექმნაზე გაუფორმა ხელშეკრულება. ВАЕ Systems-მა და General Dynamics-მა შესაბამისად 375,9 და 335 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება მიიღეს. თვითოეულმა კომპანიამ საცდელ-საკონსტრუქციო სამუშაოს (Engineering, Manufacturing, and Development - EMD) ფარგლებში თორმეტ-თორმეტი საცდელი პროტოტიპი უნდა ააწყოს. პროტოტიპების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 თვეში უნდა დაიწყოს და 18-19 თვის მერე უნდა დასრულდეს. 2021 ფინანსური წლის დასასრულისთვის აშშ-ს არმიამ, შედარებითი გამოცდების საფუძველზე, უნდა ამოარჩიოს გამარჯვებული პროექტი, რომლის სერიული წარმოებაც 2022 წელს უნდა დაიწყოს. პირველი წინასერიული პარტია 26 მანქანისგან იქნება შემდგარი, მომდევნო პარტია 28 მანქანიანი იქნება, ხოლო 2025 წლისთვის მანქანების სრულმაშტაბიანი წარმოებაა დაგეგმილი.

აერსებული პროგრამის ფარგლებში იგეგმება 504 ცალი სერიული MPF-ის შეძენა. პირველ რიგში ეს მანქანები ქვეით ბრიგადებში (Infantry Brigade Combat teams - IBCT) შესაქმნელად დაგეგმილი ცალკეული ასეულების აღსაჭურვად იქნება გამოყენებული (ასეულს 14 მანქანიანი საშტატო შემადგენლობა ექნება). რეგულარული არმიისა და ეროვნული გვარდიის არსებული 33 ქვეით ბრიგადაში თითო ასეთი ასეულის დაარსებაა დაგეგმილი. პირველმა მასეთმა ასეულმა საბრძოლო მზადყოფნას 2025 წელს უნდა მიაღწიოს.

Mobile Protected Firepower (MPF) აშშ-ს არმიამ 2015 წელს წამოიწყო, მის ფარგლებში დაგეგმილი იყო მაქსიმუმ 32 ტონიანი მანქანის შექმნა (ბოლო მონაცემების თანახმად ლიმიტი 38 ტონამდე გაიზარდა - თუმცა არაა გამორიცხული რომ მოკლე ტონებზე იყოს საუბარი), რომელიც აღჭურვილი იქნებოდა 105 ან 120 მილიმეტრიანი ქვემეხითა და აქტიური დაცვის სისტემით. ჩანაფიქრის თანახმად, MPF-ს უფრო მაღალი ოპერატიული და ტაქტიკური ამძრაობა ექნება, ვიდრე მის უფროს ძმას Abrams-ს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ВАЕ Systems-ი პროგრამაში მსუბუქი ტანკის - М8 Armored Gun Systems (AGS) Buford-ის განახლებული ვერსიით მონაწილეობს. აღნიშნული მანქანა საჰაერო-სადესანტო შენაერთებში М551 Sheridan-ის შესაცვლელად 80-იანების ბოლოს - 90-იანების დასაწყისში კომპანია FMC-იმ შექმნა (შემდეგში გადავიდა United Defense-ს მფლობელობაში და ამჟამად ВАЕ Systems-ს ეკუთვნის). 1995 წელს М8 აშშ-ს არმიის შეიარაღებაზე იქნა მიღებული, მაგრამ 1997 წელს, სერიული წარმოების დაწყებამდე, М8-ის პროგრამის ანულირება მოხდა, პირველ რიგში დაფინანსების შემცირების მიზეზით. ამ პერიოდში სულ 6 საცდელი ნიმუშის გამოშვება მოესწრო. მსუბუქი ტანკი М8, შესაცვლელი დაცვის ვარიანტიდან გამომდინარე, 19-დან 25 ტონამდე იწონის და ის ავტომატური დამტენით აღჭურვილი 105 მილიმეტრიანი M35 ტიპის ქვემეხითაა აღჭურვილი.

ВАЕ Systems-ის მიერ პროგრამაში მონაწილეობისთვის ტანკ М8 Armored Gun Systems (AGS) Buford-ის განახლებული ვარიანტი


ამის პარალელურად, პროგრამა MPF-ის ფარგლები, General Dynamics-ი შემკვეთს სრულიად თავიდან აწყობილ Griffin II-ს სთავაზობს - ზემოთ აღნიშნულ გამოფენამდე აღნიშნული მანქანის გარეგანი იერი უცნობი იყო. ცნობილია, რომ Griffin II ამ რამდენიმე წლის წინ წარდგენილი Griffin I-ის ბაზაზეა შექმნილი, რომელიც თავის მხრივ 120 მილიმეტრიანი  ХМ360-ი ტიპის ქვემეხით აღჭურვილი M1А2SEPv2 Abrams-ის კოშურის შემსუბუქებული და მოდიფიცირებული კოშკურით აღჭურვილ ASCOD 2-ის ბაზას წარმოადგენდა, იგივე ბაზა გამოყენებული ახალ ბრიტანულ ჯავშანმანქანა Ajax-ზე (ASCOD 2-ის შემქმნელი და მწარმოებელი General Dynamics-ის ევროპული შვილობილი კომპანიებია - ესპანური General Dynamics European Land Systems Santa Bárbara Sistemas და ავსტრიული General Dynamics European Land Systems - Steyr). Griffin I-ის კოშურის მთლიანი წონა 22 ტონიდან (ტანკ М1А2SEPv.2-ის კოშკურის წონა) ვითომდა 8 ტონამდე იქნა შემცირებული, ხოლო მთლიანად Griffin I-ის წონა 30 ტონაზე ნაკლებია (მთელი რიგი პუბლიკაციების თანახმად 27-28 ტონა).

გამოფენაზე პირველად წარდგენილი Griffin II-ის მაკეტი


ამასთან ინტერნეტში არსებული ცნობების თანახმად თვითონ Griffin II-ის საბრძოლო მასა MPF-ის ზღვრულ 38 ტონას უტოლდება. უნდა აღინიშნოს, რომ Griffin II-ის გავრცელებულ ფოტოებზე, კოშკურის ზომები ტანკის კოშურისთვის დამახასიათებელ ნორმალურ ზომებს დაუბრუნდა - მეტწილად ეს მასიური მოდულური ჯავშანდაცვის ბლოკების დამსახურებაა.

 Griffin II-ის კოშკურაზე მასიური მოდულური ჯავშან ბლოკები


Tuesday, October 9, 2018

AUSA 2018: General Dynamics-ის ახალი Griffin III


General Dynamics Land Systems-მა (GDLS) თავისი ტექნოლოგიების ახალი დემონსტრატორი, Griffin-III, წარადგინა. რომელიც, როგორც მწარმოებელი იუწყება, აშშ-ს არმიის მომავლის სახმელეთო ჯავშანკომპლექსების მოთხოვნებსი დასაკმაყოფილებლად შეიქმნა.


მანქანა ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში გახსნილ გამოფენა AUSA 2018-ზე იქნა წარმოდგენილი. ჯავშანმნაქანა ASCOD-ის ბაზაზეა დაფუძნებული და აღჭურვილია ARDEC-ის (Army Armament Research, Development and Engineering Center) მიერ შემუშავებული, უახლესი, 50 მილიმეტრიანი, ავტომატური ქვემეხით.

მანქანა, აშშ-ს არმიის პროგრამის, სახელწოდებით Mobile Protected Firepower, ფარგლებში შესრულებული სამუშაოების გამოყენებით იქნა შექმნილი. ამ პროექტის ფარგლებში, კომპანია აშშ-ს არმიას Griffin II სთავაზობს. აღნიშნული მანქანა ტანკ Abrams-ის 105 მილიმეტრიანი ქვემეხითაა აღჭურვილი.


AUSA-ზე გამოყვანილ Griffin-III ექვს ქვეითს იტევს და ისეთი სფეროების განვითარების და მიხედვით, როგორიცაა მაგალითად ხელოვნური ინტელექტი, მისი მართვა ორ კაცსაც შეეძლება.

როგორც მწარმოებელი იუწყება, მანქანის კოშკურის დიზაინი, მათ შორის სიმაღლე და სიგანე, დამოკიდებულია 50 მილიმეტრიანი ქვემეხის გაბაირტებზე. კოშკურის სიგანე დიდი ზომის ჭურვების მიზეზით, მანქანის სიგანის ტოლია, ამასთან მანქანის მთლიანი სიმაღლეც გაზრდილია, რაც ქვემეხს + 85 გრადუსით აწევის და - 20 გრადუსით დაწევის შესაძლებლობას ალძევს..

ქვემეხისა და კოშკურის საცეცხლე გამოცდების დაწყება შემდეგ ზაფხულსაა დაგეგმილი, თუმცაღა ეს გამოცდები საბრძლო მანქანის კორპუსის გარეშე მოხდება. კოშკურის შექმნას წელიწადნახევარი დასჭირდა, ის მოდულური კონსტრუქციისა და მასში საჭიროების შემთხვევაში, უკვე აპრობირებული 30 მილიმეტრიანი ქვემეხის დამონტაჟებაც შეიძლება. 


AUSA-ზე გამოყვანილი მანქანა აღჭურვილი იყო ადს Iron Fist-თ, კომპანია Armorworks-ის ორიგინალური ჰექსაგონური შენიღბვის კოპლექს Tacticam-ით და გაუმჯობესებული ოპტიკური სისტემა MX-GCS-ით. მანქანის გადარჩენადობას ასევე უზრუნველყოფს წრიული ხედვის კამერები და ლაზერული დასხივებეის სენსორები. მისი  სრული მასა, შემუშავებაში მყოფი დამატებითი ჯავშნის გარეშე, 40 ტონაზე ოდნავ მეტია.


წყარო: