Showing posts with label AUSA. Show all posts
Showing posts with label AUSA. Show all posts

Thursday, October 15, 2020

GDLS Stryker A1 MCWS and Stryker A1 IM SHORAD (AUSA 2020)

 GDLS Stryker A1 MCWS and Stryker A1 IM SHORAD Promotional Video and description (AUSA 2020).









Sunday, October 20, 2019

ამერიკული 50 მმ-იანი ავტომატური ქვემეხის პრეზენტაცია

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

 AUSA 2019-ზე კომპანია Northrop Grumman-ის მიერ პირველად წარადგენილი 50 მილიმეტრიანი ავტომატური ქვემეხი XM913 Bushmaster (სულ ქვედა), რომლის გვერდით სხვა საშუალო კალიბრის ქვემეხებიც იყო გამოფენილი - ზემოთ 30x113 მმ ჭურვებზე მომუშავე Apache-ს ქვემეხია, ხოლო მის ქვემოთ უკვე 30x173 და 40მმ-ნი ქვემეხი და მისი გასროლები

ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში გამართულ გამოფენა AUSA 2019-ზე, კომპანია Northrop Grumman-მა პირველად წარადგინა 50 მილიმეტრიანი ავტომატური ქვემეხი XM913 Bushmaster.

აღნიშნული ქვემეხის შესახებ ბლოგზე უკვეწ დაიწერა:
XM913 - აშშ-ს არმიის 50 მილიმეტრიანი ავტომატური ქვემეხი

ახალი, ლენტური კვების მქონე, 50 მილიმეტრიანი ქვემეხი აშშ-ს არმიის ახალი თაობის საბრძოლო მანქანებისთვისაა განკუთვნილი. აღნიშნულ ქვემეხს ქსმ Bradley-ს 25 მილიმეტრიან М242 ტიპის ქვემეხთან შედარებით, ორჯერ გაზრდილი მოქმედების მანძილი ახასიათებს (4 კილომეტრი 2,5 კილომეტრის საწინააღმდეგოდ)

როგორც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, დღეს М242-თან უპირატესობას ათობით ქვეყანა ფლობს, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოპვანი, რომ მოხდეს მისი უფრო მძლავრი ქვემეხით ჩანაცვლება.

50 მილიმეტრიანი ქვემეხი თავის თავში გააერთიანებს მრავალ მაღალტექნოლოგიურ სიახლეს - ცეცხლის მართვის უხალესი სისტემა, ავტომატურად დამიზნების სენსორები, ახალი თაობის საბრძოლო მასალები და ინფორმაციის დამუშავების გაზრდილი სიჩქარე.



მსგავს კალიბრის შექმნა ამერიკელებზე ადრე რუსებმა დაიწყეს, ისინი უკვე მესამე წელია 57 მილიმეტრიანი ქვემეხის საბრძოლო მანქანებზე ადაპტირებაზე მუშაობენ. უკან არც ევროპელები ჩამორჩებიან და 40 მილიმეტრიან ქვემეხს უკვე მასიურ წარმოებაში უშვებენ, უბრალოდ ევროპელებს ერთი მინუსი აქვთ - მათი 40 მილიმეტრიანი ქვემეხი ტელესკოპურ ჭურვებს მოიხმარს, რომლებიც ჩვეულებრივ ჭურვებთან შედარებით 3-4-ჯერ ძვირია (შეიძლება მეტიც), რაც საკმაოდ არასასიამოვნო მომენტია სწავლებისა და მომარაგებისთვის.

57მმ ქვემეხით აღჭურვილი რუსული ქსმ БМП-3 «Деривация»

Tuesday, October 9, 2018

AUSA 2018: General Dynamics-ის ახალი Griffin III


General Dynamics Land Systems-მა (GDLS) თავისი ტექნოლოგიების ახალი დემონსტრატორი, Griffin-III, წარადგინა. რომელიც, როგორც მწარმოებელი იუწყება, აშშ-ს არმიის მომავლის სახმელეთო ჯავშანკომპლექსების მოთხოვნებსი დასაკმაყოფილებლად შეიქმნა.


მანქანა ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში გახსნილ გამოფენა AUSA 2018-ზე იქნა წარმოდგენილი. ჯავშანმნაქანა ASCOD-ის ბაზაზეა დაფუძნებული და აღჭურვილია ARDEC-ის (Army Armament Research, Development and Engineering Center) მიერ შემუშავებული, უახლესი, 50 მილიმეტრიანი, ავტომატური ქვემეხით.

მანქანა, აშშ-ს არმიის პროგრამის, სახელწოდებით Mobile Protected Firepower, ფარგლებში შესრულებული სამუშაოების გამოყენებით იქნა შექმნილი. ამ პროექტის ფარგლებში, კომპანია აშშ-ს არმიას Griffin II სთავაზობს. აღნიშნული მანქანა ტანკ Abrams-ის 105 მილიმეტრიანი ქვემეხითაა აღჭურვილი.


AUSA-ზე გამოყვანილ Griffin-III ექვს ქვეითს იტევს და ისეთი სფეროების განვითარების და მიხედვით, როგორიცაა მაგალითად ხელოვნური ინტელექტი, მისი მართვა ორ კაცსაც შეეძლება.

როგორც მწარმოებელი იუწყება, მანქანის კოშკურის დიზაინი, მათ შორის სიმაღლე და სიგანე, დამოკიდებულია 50 მილიმეტრიანი ქვემეხის გაბაირტებზე. კოშკურის სიგანე დიდი ზომის ჭურვების მიზეზით, მანქანის სიგანის ტოლია, ამასთან მანქანის მთლიანი სიმაღლეც გაზრდილია, რაც ქვემეხს + 85 გრადუსით აწევის და - 20 გრადუსით დაწევის შესაძლებლობას ალძევს..

ქვემეხისა და კოშკურის საცეცხლე გამოცდების დაწყება შემდეგ ზაფხულსაა დაგეგმილი, თუმცაღა ეს გამოცდები საბრძლო მანქანის კორპუსის გარეშე მოხდება. კოშკურის შექმნას წელიწადნახევარი დასჭირდა, ის მოდულური კონსტრუქციისა და მასში საჭიროების შემთხვევაში, უკვე აპრობირებული 30 მილიმეტრიანი ქვემეხის დამონტაჟებაც შეიძლება. 


AUSA-ზე გამოყვანილი მანქანა აღჭურვილი იყო ადს Iron Fist-თ, კომპანია Armorworks-ის ორიგინალური ჰექსაგონური შენიღბვის კოპლექს Tacticam-ით და გაუმჯობესებული ოპტიკური სისტემა MX-GCS-ით. მანქანის გადარჩენადობას ასევე უზრუნველყოფს წრიული ხედვის კამერები და ლაზერული დასხივებეის სენსორები. მისი  სრული მასა, შემუშავებაში მყოფი დამატებითი ჯავშნის გარეშე, 40 ტონაზე ოდნავ მეტია.


წყარო:

Thursday, October 15, 2015

ამერიკელებმა ჯავშანმანქანისთვის ყველაზე დიდი ალუმინის მონოლითური ფსკერი გამოჭედეს



2015 წლის 12–დან 15 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარე, აშშ–ს არმიის ყოველწლიურ გამოფენა AUSA–2015–ზე (Association of the United States Army), ამერიკულმა კომპანია Alcoa–მ, BAE Systems–ის ეკსპოზიციის შემადგენლობაში ჯავშანმანქანის ყველაზე დიდი მთლიანად ნაჭედი ფსკერი წარმოადგინა.
ჯავშანმანქანისთვის კომპანია Alcoa–მ გამოჭედა მსოფლიოში ყველაზე დიდი ალუმინის ფსკერი. როგორც ამერიკული მეტალურგიული კომპანიის პრეს–რელიზი იუწყება, შედუღების ნაკერების არ არსებობის გამო ეს ნაკეთობა დღეს არსებული ქსმ/ჯტრ–ების კორპუსებთან შედარებით ორჯერ მყარი და გაცილებით მსუბუქია. ის ასევე ამცირებს მანქანის წარმოებაზე დახარჯულ დროსა და ხარჯებს.
ManTech–ის პროგრამის ფარგლებში კომპანიამ ფსკერი აშშ–ს არმიასთან თანამშრომლობით შექმნა და ეხლა ის აფეთქებამდგრადობის გამოცდებს გადის. მათი დასრულების შემდეგ ამ ფსკერით დაგეგმილია როგორც ახალი მანქანების აწყობა ასევე არსებული მანქანების გადაკეთება.
როგორც აღინიშნა, Alcoa–მ ფსკერის შესაქმნელად გამოიყენა 45,3 ტონა წონის ჰიდრავლიკური პრესი.

BAE Systems AUSA 2015

წყარო:

Tuesday, October 13, 2015

AUSA-2015–ზე General Dynamics Land Systems-მა М1А2 SEP v.3 წარმოადგინა

2015 წლის 12–დან 15 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარე, აშშ–ს არმიის ყოველწლიურ გამოფენა AUSA–2015–ზე (Association of the United States Army), ამერიკულმა კომპანიამ, General Dynamics Land Systems-მა წარმოადგინა ამერიკული ტანკის, M1 Abrams–ის ყველაზე თანამედროვე ვერსია – M1A2 SEP v.3 (ამ მომენტამდე Abrams–ის ყველაზე თანამედროვე ვარიანტად M1A2 SEP v.2 ითვლებოდა).

ტანკ Abrams M1A2 SEP v.3–ის პროტოტიპი გამოფენა AUSA-2015-ზე


M1A2 SEP v.3 და SEP v.2 შორის ძირითადი სხვაობები შემდეგში მდგომარეობს:


ტანკის საბრძოლო მარაგში ახალი, გაზრდილი ჯავშანგამტანობის, 120მმ–მი ქვეკალიბრული ჯავშანგამტანი ჭურვი, М829Е4 (М829А4) არის შეყვანილი.
ტანკის საბრძოლო მარაგში ასევე შეყვანილია ახალი, 120მმ–ნი მრავალმიზნობრივი გასროლა Advanced Multi-Purpose (AMP) ХМ1147, რომელიც "ფუგასურ მრავალმიზნობრივ მგეზავ" ტიპს განეკუთვნება (High Explosive Multi-Purpose with Tracer - HEMP-T). ჭურვის პროგრამირებად ამფეთქს მუშაობის შემდეგი რეჟიმები გააჩნია – მყისიერი მოქმედების (PD – Point Detonation/ Super Quick), კონტაქტური შეყოვნებით (PDD  – Point Detonation Delayed) და საჰაერო უკონტაქტო მოქმედების (Air Burst). ამგვარად მხოლოდ ამ ორი გასროლის საფუძველზე (მრავალმიზნობრივი ХМ1147 АMP და ქვეკალიბრულ ჯავშანგამტანი M829E4 АКЕ) მიღწეული იქნება ტანკის საბრძოლო მარაგის უნიფიკაცია. მაგალითად მხოლოდ ХМ1147 АMP ოთხი სახეობის გასროლას ჩაანაცვლებს (HEAT M830, M-HEAT M803A1, M1028 canister და M908 HE-OR).

დაწვრილებით ჭურვების შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე – ამერიკული სატანკო ჭურვების რამოდენიმე სიახლე

მოხდება ტანკის ცმს–ის მოდერნიზაცია, რომელშიც დაყენდება Ammunition Data Link (ADL), რაც მრავალმიზნობრივი, პროგრამირებადი ამფეთქის მქონე AMP ХМ1147 ჭურვებით სროლის საშუალებას იძლევა.
მეთაურის პანორამულ სამიზნეში და მემიზნის სამიზნეში დაყენდება ახალი თბოხედვის ხელსაწყო, საიდანაც გამოსახულება მაღალი სიცხადის ეკრანებზე გამოვა.
მანქანის კოშკურის სახურავზე დაყენდება დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდული Commander's Remote Operated Weapon Station Low Profile (CROWS-LP), რომელიც 12,7მმ–ნი ტყვიამფრქვევით, М2–ით იქნება აღჭურვილი. მოდული აღჭურვილია დღე–ღამის პირობებში დაკვირვებისა და დამიზნების სისტემით, რაც მისი, როგორც ეკიპაჟის მეორე პანორამული სამიზნის როლში გამოყენების საშუალებას იძლევა.
ამ დონემდე მანქანების მოდერნიზაცია სავარაუდოდ 2016 ფინანურ წელს დაიწყება, რისთვისაც ბიუჯეტში 367,9 მილიონი დოლარია გამოყოფილი.


წყარო:

Sunday, October 19, 2014

AUSA-2014–ზე კომპანია Boeing–მა გაუმჯობესებული Avenger წარადგინა

AUSA-2014–ზე კომპანია Boeing–მა გაუმჯობესებული Avenger წარადგინა. გაუმჯობესება საბრძოლო გამოცდილების საფუძველზე განხორციელდა. ახალი კომპლექსი ჰაერი–ჰაერი ტიპის AIM-9X Sidewinder–ითა, ტანკსაწინააღმდეგო Hellfire–ბითა და უმართავი (მართვადი) რაკეტებითაა აღჭურვილი.
Boeing–მა შეიმუშავა ღია არქიტეკტურის მქონე სისტემა, რომელიც დაფუძნებულია შეიარაღების უნივერსალური ინტერფეისის კონცეფციაზე და საშუალებას იძლევა კომპლექსში ინტეგრირებული იქნას სხვადასხვა სახის შეიარაღება (მართვადი და უმართავი რაკეტები, ქვემეხები და პერსპექტიული შეიარაღება), რაც ერთ პლატფორმაზე მრავალფუნქციურობას უზრუნველყოფს. ეს კონცეფცია კომპლექსს მოქნილობას სძენს და საშუალებას იძლევა მოხდეს მისი შეიარაღებას ადაპტირება საფრთხეების მიხედვით.
Boeing–ის Avenger პასუხობს ყველა იმ საფრთხეს, რაც დრეს აშშ–ს არმიის წინაშე დგას – დაწყებული უპილოტო საფრენი აპარატებით და დამთავრებული სახმელეთო საფრთხეებით, ისეთების, როგორიცაა სარაკეტო/არტილერიის/ნაღმტყორცნის (RAM – Rocket/ Artillery/Mortar) ცეცხლი.
Boeing-ის კომპლექსი იარაღის უნივერსალური ინტერფეისი კონცეფციას (universal weapons interface (UWI) ეფუძნება. UWI საშუალებას იძლევა მოხდეს შეიარაღების საჭირო მიქსი და ურთიერთ შეთავსება–შევსება საჭიროებისდა მიხედვით.
აშშ–ს Avenger–ების მოდერნიზაციის ეს ღონისძიება ეკონოიური და ეფექტურია. მოდერნიზაციის შედეგად შესაძლებელი იქნება კომპლექსის Stinger–ებით, ტყვიამფრქვევ XM-293–ით, ავტომატური ქვემეხით, Hellfire–ბით, AIM-9X Sidewinder–ბითა და პერსპექტივაში მაღალენერგეტიკული კლაზერით აღჭურვა.


წყარო: