სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land
................................................................................................................................................................................
❗ კრასნოდარის მხარეში რუსეთის საარმიო ავიაციის კუთვნილმა Ми-28Н-მა კატასტროფა განიცადა. ეკიპაჟის ორივე წევრი დაიღუპა. ავიაკატასტროფის ადგილი ყუბანში ნანახია, მანქანა განადგურებულია.
ვერტმფრენთა 55-ე პოლკის მანქანა სასწავლო ფრენას ასრულებდა, მაგრამ ძლიერი ნისლის გამო პილოტმა სარეზერვო ბილიკზე დაშვება გადაწყვიტა.
ვერტმფრენის ბაზაზე დასაბრუნებლად პოლკის საფრენოსნო მომზადების ხელმძღვანელის მოადგილე, ალექსანდრე სკლიანკინი და Ми-28-ბის ესკადრილიის ესკადრილიის მეთაური, რუსლან კუშნირენკო გაემართნენ.
უკან დაბრუნებისას, აეროდრომიდან 2 კილომეტრში, პილოტებთან კავშირი გაწყდა.
დამტვრეული ვერტმფრენი მოგვიანებით, პლატნიროვსკის სადგურის მახლობლად აღმოაჩინეს. მაშველები კატასტროფის ადგილზე მივიდნენ. ავიაკატასტროფას ორივე პილოტი შეეწირა.
No comments:
Post a Comment