სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land
................................................................................................................................................................................
F-117 Nighthawk-ი აგრესორების F-16-ების გვერდიგვერდ "ლურჯი ძალების" წინააღმდეგ დაბალ სიმაღლეზე მოქმედებდა
F-117 Nighthawk-ების საგა, მიუხედავად იმისა რომ მუზეუმებმა უკვე დაიწყეს მათი დემილიტარიზირებული ვარიანტების მიღება, ჯერ არ დასრულებულა. 51 ცალი F-117 Nighthawk ჯერ კიდევ დაშლილი და დაკონსერვებული სახით ინახება ტონოპის ავიაბაზაზე საკუთარ ანგარებში, ხოლო რამდენიმე პილოტი კვლავ განაგრძობს ფრენას სხვადასვხა მიზნებისთვის. დღეს უკვე აშკარაა, რომ ეს თვითმფრინავები დაბალი შემჩნევადობის აგრესორის როლში გამოდიან, რათა მათთან დაპირისპირებაში პილოტებმა სპეციალური ტაქტიკა და ილეთები დახვეწონ.
2019 წლის 3 დეკემბერს, კრის ტანიანო, ნელისის ავიაბაზის თოვლიან გორებზე ავიასწავლების სანახავად იმყოფებოდა. სწორედ ამ გასვლაში ის ძალიან საინტერესო მოვლენის მოწმე გახდა - მის თავზე საჰაერო სწავლება გაიმართა. ბრძლაში მონაწილეობდნენ F-16, F-15, F-22, F-117 და სავარაუდოდ B-1B. კრისის მონაყოლი შემდეგნაირად გამოიყურება:
"ამ რამდენიმე დღის წინ მე მოწმე გავხდი იმისა, თუ როგორ აფრინდა F-15-ისა და F-22-ის წინააღმდეგ სამოქმედოდ F-117 და ოთხი F-16. F-117-ის სახმისი იყო KNIGHT, F-16-ები იყო GOMER და MIG და ისინი "აგრესორების" სიხშირეზე უკავშირდებოდნენ ერთმანეთს. თავდაპირველად ორ წყვილად დაყოფილი F-16-ები გამოჩნდნენ და "ლურჯებს" შეუტიეს (F-22-ებს, F-15-ბსა და სავარაუდოდ B-1-ს), F-16-ების კვალდაკვალ F-117გამოჩნდა და დაბალ სიმაღლესე "ლურჯების" მიმართულებით გაემართა. ორთაბრძოლა 5-10 წუთი გაგრძელდა, რის შემდეგაც დარესტარტდნენ და მეორე რაუნდი დაიწყეს - რომელშიც პირველი რაუნდის მსგავსად, F-16-ები მაღლა დაფრინავდნენ, ხოლო F-117 დაბლა.
აგრესორებმა რამდენჯერმე მძმე სამიზნე დაასახელეს, რაც ჩემის აზრით B-1B უნდა ყოილიყო, მაგრამ ამაში დარწმუნებული არა ვარ. მას შემდეგ რაც ორივე ბრძოლა დასრულდა, აგრესორებმა რაციაში RTB კოდი დაასახელეს (Return To Base - ბაზაზე დაბრუნება), რის შემდეგაც F-16-ები უკან, ნეილისის ავიაბაზაზე დაბრუნდნენ. მაგრამ მანამდე ისინი ტონოპის ბაზაზე მიმავალ F-117-ეს შეხვდნენ".
კრისმა ასევე მოახერხა ამ სწავლების რამდენიმე უნიკალური ფოტოსურათის გადაღება.
თავდაპირველად ორ წყვილად დაყოფილი F-16-ები გამოჩნდნენ და "ლურჯებს" შეუტიეს (F-22-ებს, F-15-ბსა და სავარაუდოდ B-1-ს), F-16-ების კვალდაკვალ F-117გამოჩნდა და დაბალ სიმაღლესე "ლურჯების" მიმართულებით გაემართა
ის ფაქტი, რომ F-117 აგრესორების, ეგრეთ წოდებული "წითელი ძალის" როლში გამოდის, ადასტურებს იმას რომ ისინი ტაქტიკის შესამუშავებლად გამოიყენება და გასაკვირიც არ უნდ აიყოს, რომ ამის შესახებ არანაირი განცხადება არ გაკეთებულა. F-117-ისთვის, ამ როლის მინიჭების შესაძლებლობა ყოველთვის იყო, მისი შეიარაღებიდან მოხსნის შემდეგ აქტიური ფრენების გაგრძელების ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზი.
F-117, ეს არის აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში არსებული ყველაზე დასრულებული და კარგად ათვისებული სტელს აპარატი, რომელმაც საკუთარი ეფექტურობა არაერთხელ დაადასტურა, სწორედ ამიტომაც საჰაერო ძალებმა არ გაუშვეს მისი გამოყენების შანსი ხელიდან და აქტიურად ხდება მისი მტრის როლში გამოყვანა, რათა განასახიეროს როგორს მოწინააღმდეგის პერსპექტიული სტელს გამანადგურებლები, ასევე სტელს უპილოტო საფრენი აპარატებიც.
დანარჩენი სამყარო ნელ-ნელა ეწევა აშშ-ს მიერ მონოპოლურ სტელს ტექნოლოგიებს. ისეთი გამანადგურებლები, როგორებიცაა რუსული Су-57 (Т-50 ПАК ФА) და ჩინური Chengdu J-20, უკვე დაადგნენ იმ გზას, რომელიც მათ ამერიკის და მისი მოკავშირეების საჰაერო ბატონობის პოტენციურ დაპირისპირებამდე მიყვანს. ამასთან სტელს უპილოტოებისა და ფრთოსანი რაკეტების შექმნა გაცილებით მარტივია, ვიდრე მათი პილოტირებადი თანამოძმეებისა. ამტიტომაც შეერთებული შტატებისთვის და მისი მოკავშირეებისთვის, მიზანშეწონილია დაიწყონ დაბალი შემჩნევადობის საფრენი აპარატების წინააღმდეგ სამაოქმედოდ მომზადება, განსაკუთრებით მათი აღმოჩენის, გადაჭერისა და განადგურების სფეროში. ამის გათვალისწინებით საკმაოდ აზრიანად გამოიყურება F-117-ის აგრესორების როლში გამოყვანა.
F-117-ის მცირერიცხოვანი ჯგუფისგან შემდგარი აგრესორები ხელმისაწვდომია აშშ-ს რადარების, ინფრაწითელი აღმოჩენისა და გაცილების და ელექტრონული ხარვეზების სისტემების შესამოწმებლად და ასევე მსგავს საფრთხეებთან სამოქმედო ტაქტიკის შესამუშავებლად. ასევე აღსანიშნავია, რომ ნელისის ავიაბაზაზე უკვე ამზადებენ F-35-ების სრულფასოვან ესკადრილიას, რომელიც მალე აგრესორების როლში იქნება გამოყენებული.
No comments:
Post a Comment