Tuesday, December 17, 2019

როგორ ჩაძირეს ამერიკელებმა საკუთარი ავიამზიდი

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

სუპერ-ავიამზიდი USS America (CV-66)

სუპერ ავიამზიდი - ეს ამერიკული ძალის პროეცირების უმაღლესი ფორმაა და მსგავსი შესაძლებლობები სხვა არცერთ ქვეყანას არ გააჩნია. ეს ყველაზე ძვირადღირებული ხომალდებია - რომ არაფერი ვთქვათ მასზე ბაზირებულ შეიარაღებაზე. მომდევნო ათწლეულში Ford-ის კლასის ავიამზიდები, რომლებიც Nimitz-ის კლასის ავიამზიდებს ჩაანაცვლებენ, თითქმის კანადის სამხედრო ბიუჯეტი ეღირება და ეს მასზე ბაზირებული ავიაფრთის გარეშე. მაგრამ ის რაც ყველაზე შეუმჩნეველია, ეს ამ ხომალდების 6000 კაციანი პირადი შემადგენლობაა, რომლებიც ხომალდს სახლს უწოდებენ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საკმაოდ ძნელია წარმოიდგინო რომ ამერიკული სიძლიერის ეს სიმბოლო ბრძოლაში იქნეს დაკარგული, თუმცაღა ბოლო წლებში ჰოლივუდი ამ იდეით საკმაოდ ხშირად მუსირებს. მაგრამ რო დაფიქრდე, დღეს, როდესაც აშშ-ს მოწინააღმდეგეები აღმავლობის გზას დაადგნენ, მსგავსი სცენარი არც თუ ისე არარეალურად გამოიყურება. შესაბამისად, ისნი, ვისაც დავალებული აქვს ამ საზღვაო ლევიაფანების შექმნა, უნდა ითვალისწინებდნენ ამ რეალობას და მინიმუმ უნდა აკეთებდნენ იმას, რომ ხომადლის გადარჩენადობა ძაან მაღალ დონეზე აიყვანონ.

აშშ-ს საზღვაო ძალებმა 2000-იანების დასაწყისში ახალ სუპერ ავიამზიდზე დაიწყეს ფიქრი. მაგრამ ახალი ხომალდების სიცოცხლისუნარიანობის გაზრდის მიზნით, მათ ესაჭიროებოდათ ამ ხომალდებზე სხვადასხვა სახის შეიარაღების ეფექტისა და მათი გავლენის ზუსტი მონაცემები. პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ 50-იან წლებში, ავიამზიდ USS Forestall (CV-59)-ის მწყობრში ჩაყენების შემდეგ, ამერიკული სუპერ-ავიამზიდი არავის ჩაუძირავს. გადარჩენადობის, დაზიანებისა და ჩაძირვის მონაცემების მოდელირება უფრო ძველი და მცირე ზომის ავიამზიდების მაგალითზე ხდებოდა, რაც რათქმა უნდა ვერ გამოდგებოდა უნიკალურ მაგალითად.

ცივი ომის დასრულების შემდეგ, 90-იან - 2000-იან წლებში არაბირთვული ავიამზიდები შეიარაღებიდან იქნა მოხსნილი. ზოგიერთი ორგანიზაციები შეეცდანენ მათ შეძენას და მუზეუმებად გადაკეთებას, მაგრამ ხომალდები საკმაოდ დიდები და შესანახად ძაან ძვირები გამოდგნენ და ფლოტმა ისენი ჯართად გაყიდა. მაგრამ კოსნერვაციაზე მყოფი ავიამზიდებიდან ერთ-ერთს მტკივნეული, თუმცა ღირსეული აღსასრული ელოდა, ეს პატივი სუპერ-ავიამზიდ USS America (CV-66)-ს ერგო. ავიამზიდი Kitty Hawk-ის კლასისაა და მან თავისი აქტიური სამსახური 1996 წელს დაასრულა. მისი მწყობრიდან გაყვანის შემდეგ გადაწყდა, რომ ავიამზიდს სატესტო პლატფორმად გამოიყენებდნენ და სხვადასხვა შეიარაღების წინააღმდეგ მის გადარჩენადობას შეამოწმებდნენ. გამოცდებიდან მიღებული გაკვეთილები Nimitz-ის კლასის ავიამზიდის შექმნაში იქნებოდ აგათვალისწინებული. 

მიუხედავად იმისა, რომ ეს ხომალდისთვის ღირსეული სიკვდილი იყო, მაინც გამოჩნდა ოპოზიცია. განსაკუთრებით მასზე ნამსახურები ვეტერანებისთვის იყო ეს მტკივნეული - ხომალდი მონაწილეობდა ვიეტნამის ომში, სპარესთის ყურის კონფლიქტში, ლივიის თავზე საჰაერო ოპერაციებში და სხვა მრავალ წვრილ სამხედრო მისიებში. 31 წლიანი კარიერის განავლობაში ათობით ათასმა მეზღვაურმა უწოდა ამ ხომალდს "სახლი".

მიუხედავად ამ ყველაფრისა, აშშ-ს საზღვაო ძალები ურყევად იდგნენ თავიანთ გადაწყვეტილებაზე და 2005 წელს საბოლოოდ დაადასტურა გამოცდები ჩატარების გეგმა.

2005 წლის 19 აპრილს, ოპერაცია SINKEX-ის ფარგლებში, ავიამზიდი USS America, ბუქსირის დახმარებით ვირჯინიის ნაპირებიდან ასობით მილზე გადაიყვანეს. ლოკაციაზე მისვლის შემდეგ ხომალდის წნეხში გატარება დაიწყეს. ხომალდს აფეთქებდნენ წხალხაზის ძემოთ და წყალხაზის ქვეში. თითქმის ოთხკვირიანი მცდელობის შემდეგ ხომალდის ჩაძირვა მოხერხდა. 2005 წლის 14 მაისს ხომალდის კიჩო წხალხაზის ქვევით დაეშვა დაავიამზიდი ზღვის ფსკერისკენ გაემართა.

ქვემოთ მოყვანილ ფოტოზე, რომელიც ინტერნეტში არც თუ ისე დიდი ხნის წინ გავრცელდა, ასახულია წყალში ცხვირ ჩაყვინთული USS America (CV-66), რომლის გემბანსაც ოკეანის წყალი ეტყლაშუნება, მაგრმა ყველაზე საოცარი ამ ფოტოში ისაა, რომ ხომალდი ფაქტიურად დაუზიანებლად გამოიყურება.


ავიამზიდის ჩაძირვის ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია - "ვირჯინიის ნაპირებიდან 300 მილზე მეტად მოშორებული", ასეა ნათქვამი ოფიციალურ წყაროებში, ასევე საკმაოდ საინტერესოა ჩაძირვის სიღრმეც - მიახლოებით 17 000 ფუნტი (მიახლოებით 5200 მეტრი). აშკარაა, რომ აშშ-ს ფლოტის არ სურდა რომ ვინმეს ჩაძირული ხომალდი შეესწავლა.

SINKEX-ის ამ სწავლების შედეგები დღემდე საიდუმლოა, ასევე გასაიდუმლოებულია ამ ღონისძიების ვიდეო და ფოტო მასალაც. როგორც ჩანს ამერიკელებმა ამ ცდებიდან მიღებული შედეგები ფართოდ გამოიყენეს USS Gerald R. Ford (CVN-78)-ის შექმნისას.

USS America (CV-66)-ის ჩაძირვიდან ცოტა ხანში გადაღებული ფოტოსურათი

მიუხედავად იმისა რომ USS America (CV-66) ოთხი კვირის განმავლობაში განიცდიდა აფეთქებებსა და იერიშებს, მისი ჩაძირვა მაიანც ვერ მოხერხდა. საბოლოოდ ავიამზიდი მისი დემონტაჟის ჯგუფმა სპეციალურად ჩაძირა - ამ ფაქტიდანაც კი გასაგები ხდება, რომ ავიამზიდი საკმაოდ მყარი და გამძლე იყო და მას დიდი საბრძოლო ზიანის გადატანა შეეძლო. ყველაზე დიდი კითხვა შემდეგში მდგომარეობს - არის თუ არა დღევანდელი ავიამზიდები უკეთესი თუ არა, მსგავსი გამძლეობის მაინც?

ინტერნეტში ასევე გავრცელდა ამ მოვლენის უფრო ფართო კუთხით გადაღებული ფოტოსურათი, მასზე კარგად ჩანს წყალქვეშ წასული გემბანის წინა ნაწილი. ფოტო სავარაუდოდ სადღაც პენტაგონშია ჩამოკიდებული.


ასევე ცნობილია, რომ გამოცდების დროს, ავიამზიდის ანგარებში, სამსახურიდან მოხსნილი ოჰაიოს ეროვნული გვარდიის A-7D-ები იყო განთავსებული. რეაქტიული თვითმფრინავები ავიამზიდზე სამიზნე რაიონში გაყვანამდე ჩაიტვირთა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ამერიკელები ავიამზიდის ანგარში განთავსებულ თვითმფრინავებზე აფეთქების ფაქტორების გავლენის დადგენასაც შეეცადნენ.

No comments:

Post a Comment