სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land
................................................................................................................................................................................
80-იანი წლების მეორე ნახევარი, ტანკ Leclerc-ის პროტოტიპი
ფრანგულ ტანკ Leclerc-ს, ყველაზე ძვირი ტანკის მარკა საკმაოდ დიდიხანი ეჭირა. რეალური მისი ღირებულება მაინც უცნობი დარჩა, მაგრამ არსებობს საკმაოდ საინტერესო ციფრები, რომლებიც გვეუბნება თუ ტანკის მთლიანი ღირებულების რამდენ პროცენტს შეადგენს ესა თუ ის დეტალი. ცხრილი ფრანგული ჟურნალი Armee et Defence-ს 1989 წლის მაის-ივნისის ჟუნრალში იქნა გამოქვეყნებული და მის თანახმად შემდეგი ინფორმაცია ხდება ცნობილი:
დეტალის პროცენტი მთლიანი ღირებულებიდან:
- პანორამული სამიზნე - 14,3%
- ძრავა - 11,2%
- ტრანსმისია - 6,2%
- მემიზნის სამიზნე - 5,6%
- ძირითადი სამიზნე - 4,1%
- ავტომატური დამტენი - 4,1%
- ელექტროძრავა - 3,6%
- შასსი - 3,3%
- კოშკურის ჯავშანი - 3,1%
- საკიდარი - 3,0%
- ელექტრონული მართვის სისტემა - 2,7%
- ცეცხლის მართვის სისტემის გამომთვლელი სისტემა - 1,9%
- კოშკურა შეიარაღების გარეშე - 1,2%
ზემოთ მოყვანილიდან შემდეგის დასკვნაა შესაძლებელი:
"ტანკის ღირებულების 65% ელექტრონიკაზე მოდის. ამასთან უნდა აღინიშნოს რომ მეთაურის პანორამული სამიზნე უფრო ძვირია, ვიდრე ტანკის ძრავა (14,3% და 11,2% შესაბამისად), მემიზნეს სამიზნე უფრო ძვირია ვიდრე ძირითადი შეიარაღება (5,6% და 4,1% შესაბამისად), ცეცხლის მართვის სისტემის გამომთვლელი მოწყობილობა უფრო ძვირია ვიდრე მთლიანი კოშურა შეიარაღების გარეშე (1,9% და 1,2% შესაბამისად)".
მთლიანი ამონაწერი ჟურნალიდან
P.S. რა თქმა უნდა ელექტრონიკა გაცილებით გაიაფდა და შესაბამისად ეს პროცენტული მაჩვენებლები დღეისთვის შეიძლება სრულიად განსხვავებულად გამოიყურებოდეს.
No comments:
Post a Comment