Showing posts with label ასტრონავტი. Show all posts
Showing posts with label ასტრონავტი. Show all posts

Tuesday, January 17, 2017

გარდაიცვალა Gene Cernan-ი, კაცი რომელიც ყველაზე ბოლოს იყო მთვარეზე

გუშინ, 16 იანვარს, 82 წლის ასაკში, გარდაიცვალა ასტრონავტი Gene Cernan. ეს იყო ბოლო ადამიანი რომელმაც მთვარეზე დადგა ფეხი. ასტრონავტი მთვარეზე Apollo 17 მისიის ფარგლებში იმყოფებოდა. მისი სიკვდილის შედეგად მთვარეზე ფეხდადგმულ ასტრონავტთა საწყისი 12 კაციანი რაოდენობიდან ექვსიღა დარჩა. მთლიანობაში მთვარეზე 14 ადამიანი არის ნამყოფი, ქედან 12-მა უშუალოდ ფეხით გაიარა დედამიწის თანამგზავრის ზედაპირზე.

Thursday, November 5, 2015

NASA-მ მარსზე გასაგზავნად ასტრონავტების შერჩევა დაიწყო

NASA-მ  ახალი თაობის ასტრონავტების შერჩევითი პროგრამის დაწყების შესახებ გამოაცხადა, რომლის აქტიური ფაზა ამა წლის 14 დეკემბრიდან 2016 წლის თებერვლის შუამდე განხორციელდება. პროექტში მონაწილეობას მხოლოდ ბაკალავრის წოდების მქონე აშშ-ს მოქალაქეები შესძლებენ (ინჟინრები, ფიზიკოსები, მათემატიკოსები, ბიოლოგები), რომელთაც თვითმფრინავის მართვის არა ნაკლებ 1000 საათიანი გამოცდილება ექნებათ. ამის შესახებ სააგენტოს საიტი იუწყება.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ხომალდ Orion-ით გასაგზავნი ასტრონავტების შერჩევა, რომლითაც აშშ წითელ პლანეტაზე გეგმავს ხალხის გადაყვანას. ახალი ასტრონავტები მარსზე ჯერ არ გაფრინდებიან, ისინი 2020 წლის შემდეგ Orion-ით საცდელ ფრენებში მიიღებენ მონაწილეობას.
NASA-ს ასევე ესაჭიროება თანამშრომლები, რომლებიც უახლოეს მომავალში შესძლებენ მართონ SpaceX-ის და Boeing-ის პილოტირებადი აპარატები და ასევე გაემგზავრებიან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. სავარაუდოდ ასტრონავტების შერჩევა დაეხმარება აშშ-ს განაახლეოს პილოტირებად გაშვებები აშშ-ს ტერიტორიიდან და მოუხსნის მას რუსეთზე დამოკიდებულებას.
კომპანიები SpaceX და Boeing ამორჩეული იქნა NASA-ს მიერ პილოტირებადი, ორი კოსმოსური ხომალდის, Dragon SpaceX და CST-100 შესაქმნელად. სამუშაოების საერთო ღირებულება SpaceX-თვის 2,6 მილიარდ დოლარად ხოლო Boeing-სთვის 4,2 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. 
ხომალდ Orion-ის შექმნასე კომპანია Lockheed Martin მუშაობს, რომელიც კოსმოსურ ორბიტაზე Boeing-ის ზემძიმე რაკეტამ, SLS (Space Launch System) უნდა გაიყვანოს. Orion-ის პირველი სატესტო ფრენა 2014 წლის დეკემბერში განხორციელდა, ხოლო SLS-ის გამოცდა 2018 წლისთვისაა დაგეგმილი.
მარზე პირველი ადამიანის გაგზავნას NASA 2030-იანი წლებისთვის გეგმავს. მისია მიახლოებით 1100 დღე-ღამეს გაგრძელდება.

წყარო:
Be an Astronaut: NASA Seeks Explorers for Future Space Missions