Thursday, November 5, 2015

NASA-მ მარსზე გასაგზავნად ასტრონავტების შერჩევა დაიწყო

NASA-მ  ახალი თაობის ასტრონავტების შერჩევითი პროგრამის დაწყების შესახებ გამოაცხადა, რომლის აქტიური ფაზა ამა წლის 14 დეკემბრიდან 2016 წლის თებერვლის შუამდე განხორციელდება. პროექტში მონაწილეობას მხოლოდ ბაკალავრის წოდების მქონე აშშ-ს მოქალაქეები შესძლებენ (ინჟინრები, ფიზიკოსები, მათემატიკოსები, ბიოლოგები), რომელთაც თვითმფრინავის მართვის არა ნაკლებ 1000 საათიანი გამოცდილება ექნებათ. ამის შესახებ სააგენტოს საიტი იუწყება.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ხომალდ Orion-ით გასაგზავნი ასტრონავტების შერჩევა, რომლითაც აშშ წითელ პლანეტაზე გეგმავს ხალხის გადაყვანას. ახალი ასტრონავტები მარსზე ჯერ არ გაფრინდებიან, ისინი 2020 წლის შემდეგ Orion-ით საცდელ ფრენებში მიიღებენ მონაწილეობას.
NASA-ს ასევე ესაჭიროება თანამშრომლები, რომლებიც უახლოეს მომავალში შესძლებენ მართონ SpaceX-ის და Boeing-ის პილოტირებადი აპარატები და ასევე გაემგზავრებიან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. სავარაუდოდ ასტრონავტების შერჩევა დაეხმარება აშშ-ს განაახლეოს პილოტირებად გაშვებები აშშ-ს ტერიტორიიდან და მოუხსნის მას რუსეთზე დამოკიდებულებას.
კომპანიები SpaceX და Boeing ამორჩეული იქნა NASA-ს მიერ პილოტირებადი, ორი კოსმოსური ხომალდის, Dragon SpaceX და CST-100 შესაქმნელად. სამუშაოების საერთო ღირებულება SpaceX-თვის 2,6 მილიარდ დოლარად ხოლო Boeing-სთვის 4,2 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. 
ხომალდ Orion-ის შექმნასე კომპანია Lockheed Martin მუშაობს, რომელიც კოსმოსურ ორბიტაზე Boeing-ის ზემძიმე რაკეტამ, SLS (Space Launch System) უნდა გაიყვანოს. Orion-ის პირველი სატესტო ფრენა 2014 წლის დეკემბერში განხორციელდა, ხოლო SLS-ის გამოცდა 2018 წლისთვისაა დაგეგმილი.
მარზე პირველი ადამიანის გაგზავნას NASA 2030-იანი წლებისთვის გეგმავს. მისია მიახლოებით 1100 დღე-ღამეს გაგრძელდება.

წყარო:
Be an Astronaut: NASA Seeks Explorers for Future Space Missions

No comments:

Post a Comment