Showing posts with label KADEX-2016. Show all posts
Showing posts with label KADEX-2016. Show all posts

Thursday, June 2, 2016

რუსულ-ყაზახურ-სამხრეთაფრიკული ჯტრ-ის პრემიერა KADEX-2016-ზე



დღეს საღამოს, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე გამოფენა KADEX-2016-ზე, ქვეყნის პრეზიდენტ, ნურსულტან ნაზარბაევის თანდასწრებით, საზეიმო ვითარებაში "ურალვაგონზავოდის" ("Уралвагонзавод") და კომპანია "Kazakhstan Paramount Engineering"-ის ერთობლივი ნაწარმი - 8х8 სავალი ფორმულის მქონე ჯტრ "ბარის"-ი (Барыс) წარადგინეს. მანქანაზე "ურალვაგონზავოდის" 57მმ-ნი ავტომატური საარტილერიო დანადგარი, АУ-220М არის დამონტაჟებული

დანადგარის ძირითადი მახასიათებლები:
- სროლის მანძილი 12კმ
- სწრაფსროლა 120 გასროლა წუთში
- სროლის სექტორი ჰორიზონტალურად 360 გრადუსი
- სროლის სექტორი ვერტიკალურად -5-დან +75 გრადუსამდე



БМ-21 "Град"-ი ყაზახურად


კომპანია "ყასტექნოლოგიების" სპეციალისტებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა БМ-21 "Град"-ის რადიკალური მოდერნიზაცია განახორციელეს. ტრადიციული "Урал"-ის ბაზის ნაცლად კომპლექსი თვითონ ყაზახეთში, კომპანია "КАМАЗ-Инжиниринг"-ის მიერ აწყობილ КАМАЗ-ზე იქნა დადგმული. ექსპერტების აზრით "Град"-ის აღნიშნული ვერსია დაცვის ხარისხით გაცილებით აღემატება რუსულ "Торнадо Г"-ს.
მანქანაზე შეიჯავშნა კაბინა და სხვა მნიშვნელოვანი კვანძები და დეტალები. თავდაცვისთვის კაბინის სახურავზე ПК-ს ტიპის ტყვიამფრქვევია დამონტაჟებული. კაბინა ასევე აღჭურვილია საკვამლე მორტირებით და კავშირგაბმულობის საშუალებებით.


"დღეს ჩვენ წარმოვადგინეთ მოდერნიზირებული საბრძოლო მანქანა БМ-21 "Град". მოდერნიზაციის დროს გამოყენებული იქნა თანამედროვე ტექნოლოგიები, მანქანა სრულებით ავტომატიზირებულია, გაზრდილია სროლის სიზუსტე, გააჩნია თანამგზავრული და ავტომატიზირებული სისტემები. წინა მოდელთან შედარებით ბრძოლის ველზე გადარჩენადობა საგრძნობლად გაზრდილია" - განაცხადა "ყასტექნოლოგიების" მთავარმა სპეციალისტმა, ანდრეი კარიპოვმა.

"ჩვენ მოველით რომ, გამოცდების მერე საბრძოლო მანქანა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში იქნება მიღებული" - დაამატა ანდრეი კარიპოვმა. არაა გამორიცხული რომ აღნიშნული მანქანით უცხოელი მყიდველებიც დაინტერესდნენ.

მანქანის მთლიანი წონა 15,82 ტონას უდრის, ეკიპაჟი 3 კაცისგან შესდგება. მაქსიმალური სიჩქარე - 90კმ/სთ. სვლის მარაგი - 500კმ. სროლის სავარაუდო მანძილი 40კმ. მანქანაზე დაყენებული დამიზნებისა და სროლის ავტომატიზირებული სისტემა ეკიპაჟს კაბინის დაუტოვებლად აძლევს დამიზნების საშუალებას. ყაზახურ "Град"-ს შეუძლია სადაზვერვო-დამრტყმელ კომპლექსებში ინტეგრირება.

ამ ახალი ტექნიკის ნახვა ასტანაში, საერთაშორისო გამოფენა  KADEX 2016-ზე შეიძლება.

წყარო: