Showing posts with label ყაზახეთი. Show all posts
Showing posts with label ყაზახეთი. Show all posts

Thursday, June 2, 2016

БМ-21 "Град"-ი ყაზახურად


კომპანია "ყასტექნოლოგიების" სპეციალისტებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა БМ-21 "Град"-ის რადიკალური მოდერნიზაცია განახორციელეს. ტრადიციული "Урал"-ის ბაზის ნაცლად კომპლექსი თვითონ ყაზახეთში, კომპანია "КАМАЗ-Инжиниринг"-ის მიერ აწყობილ КАМАЗ-ზე იქნა დადგმული. ექსპერტების აზრით "Град"-ის აღნიშნული ვერსია დაცვის ხარისხით გაცილებით აღემატება რუსულ "Торнадо Г"-ს.
მანქანაზე შეიჯავშნა კაბინა და სხვა მნიშვნელოვანი კვანძები და დეტალები. თავდაცვისთვის კაბინის სახურავზე ПК-ს ტიპის ტყვიამფრქვევია დამონტაჟებული. კაბინა ასევე აღჭურვილია საკვამლე მორტირებით და კავშირგაბმულობის საშუალებებით.


"დღეს ჩვენ წარმოვადგინეთ მოდერნიზირებული საბრძოლო მანქანა БМ-21 "Град". მოდერნიზაციის დროს გამოყენებული იქნა თანამედროვე ტექნოლოგიები, მანქანა სრულებით ავტომატიზირებულია, გაზრდილია სროლის სიზუსტე, გააჩნია თანამგზავრული და ავტომატიზირებული სისტემები. წინა მოდელთან შედარებით ბრძოლის ველზე გადარჩენადობა საგრძნობლად გაზრდილია" - განაცხადა "ყასტექნოლოგიების" მთავარმა სპეციალისტმა, ანდრეი კარიპოვმა.

"ჩვენ მოველით რომ, გამოცდების მერე საბრძოლო მანქანა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში იქნება მიღებული" - დაამატა ანდრეი კარიპოვმა. არაა გამორიცხული რომ აღნიშნული მანქანით უცხოელი მყიდველებიც დაინტერესდნენ.

მანქანის მთლიანი წონა 15,82 ტონას უდრის, ეკიპაჟი 3 კაცისგან შესდგება. მაქსიმალური სიჩქარე - 90კმ/სთ. სვლის მარაგი - 500კმ. სროლის სავარაუდო მანძილი 40კმ. მანქანაზე დაყენებული დამიზნებისა და სროლის ავტომატიზირებული სისტემა ეკიპაჟს კაბინის დაუტოვებლად აძლევს დამიზნების საშუალებას. ყაზახურ "Град"-ს შეუძლია სადაზვერვო-დამრტყმელ კომპლექსებში ინტეგრირება.

ამ ახალი ტექნიკის ნახვა ასტანაში, საერთაშორისო გამოფენა  KADEX 2016-ზე შეიძლება.

წყარო:

Friday, May 4, 2012

გამოფენა KADEX - 2012-ზე ყაზახეთმა Т-72-ის საკუთარი მოდერნიზაცია წარადგინა

გამოფენა KADEX - 2012-ზე, რომელიც დღეს გაიხსნა ქალაქ ასტანაში, ყაზახეთმა წარადგინა  Т-72-ის საკუთარი მოდერნიზაცია. მოდერნიზაცია სავარაუდოდ ებრაული მხარის მხარდაჭერით განხორციელდა. ამ აზრს ისიც ადასტურებს რომ ყაზახურ ტანკს და ქართულ   Т-72SIM-ს ბევრი საერთო აქვს.










როგორც სურათებიდან ჩანს ტანკი აღჭურვილია ახალი ტიპის დინამიკური დაცვის კომპლექსით (სავარაუდოდ საბჭოთა Контакт-1-ს ვარიაციაა, თუმცა არაა გამორიცხული ებრაული კომლექსი იყოს), საბორტე ცხაურებით, ასფალტზე სასიარულო რეზინის ბალიშებით და რაც მთავარია ახალი ცეცხლის მართვის სისტემით, რომელიც ჩვენი   Т-72SIM-1-ს ანალოგიური უნდა იყოს. ტანკი ასევე აღჭურვილია ებრაული თანამგზავრული ნავიგაციის სისტემით, მძღოლ–მექანიკოსის ღამის ხედვის თერმული კამერით, დამხმარე ძალური აგრეგატით და ბრძოლის ველის ინფორმაციის მართვის სისტემით.