გამოფენა KADEX - 2012-ზე, რომელიც დღეს გაიხსნა ქალაქ ასტანაში, ყაზახეთმა წარადგინა Т-72-ის საკუთარი მოდერნიზაცია. მოდერნიზაცია სავარაუდოდ ებრაული მხარის მხარდაჭერით განხორციელდა. ამ აზრს ისიც ადასტურებს რომ ყაზახურ ტანკს და ქართულ Т-72SIM-ს ბევრი საერთო აქვს.
როგორც სურათებიდან ჩანს ტანკი აღჭურვილია ახალი ტიპის დინამიკური დაცვის კომპლექსით (სავარაუდოდ საბჭოთა Контакт-1-ს ვარიაციაა, თუმცა არაა გამორიცხული ებრაული კომლექსი იყოს), საბორტე ცხაურებით, ასფალტზე სასიარულო რეზინის ბალიშებით და რაც მთავარია ახალი ცეცხლის მართვის სისტემით, რომელიც ჩვენი Т-72SIM-1-ს ანალოგიური უნდა იყოს. ტანკი ასევე აღჭურვილია ებრაული თანამგზავრული ნავიგაციის სისტემით, მძღოლ–მექანიკოსის ღამის ხედვის თერმული კამერით, დამხმარე ძალური აგრეგატით და ბრძოლის ველის ინფორმაციის მართვის სისტემით.
No comments:
Post a Comment