Friday, May 4, 2012

«Скорпион-2М» გამოფენა KADEX-2012-ზე

გუშინ, ასტანაში გახსნილ სამხედრო ექსპოზიციაზე კორპორაცია ЗАШИТА-ს მიერ წარმოდგენილი იქნა მსუბუქი საიერიშო ჯავშანავტომობილი «Скорпион-2М»-ის ორნაირი ვერსია.




მრავალმიზნობრივი ჯავშანავტომობილი «Скорпион-2М» შექმნილია კორპორაცია ЗАШИТА-ს მიერ და განკუთვნილია რუსულ არმიაში მოძველებული УАЗ-ების ჩასანაცვლებლად. 
როგორც ცნობილია რუსულ არმიაში ამჟამად მიმდინარეობს ამ ავტომობილის რამდენიმე ვარიანტის გამოცდები. წარმატების შემთხვევაში მოხდება რუსული არმიისთვის მისი სერიული შესყიდვა.
მანქანა აღჭურვილია ტურბო შებერვიანი, პოლონური დიზელის ძრავა Andoria 0501 ADCR-თ.

ძრავის ტექნიკური მონაცემები:
  • ქვეყანა - პოლონეთი
  • მწარმოებელი -  Andoria-Mot Sp. z o.o.
  • მოცულობა - 2,636 კუბური სანტიმეტრი.
  • მაქსიმალური სიმძლავრე - 100 კილოვატი 
  • საწვავის მიწოდება ცილინდრებში -  Common Rail-ის სქემით
  • ხარჯვა - 210 გრამი კილოვატ საათზე
  • ჩაშვების წინა გამათბობელი -  Eberspecher
  • რესურსი - 150 000 კმ

ამჟამად კორპორაცია ЗАШИТА ახორციელებს მხოლოდ ძრავის აწყობას, რუსეთის არმიისგან შეკვეთის შემთხვევაში, სერიული წარმოების 2 წლის განმავლობაში მოხდება ძრავის 100% წარმოების ათვისება.

მანქანის ტექნიკური მონაცემები:
სიჰრძე - 5190 მმ
სიგანე – 2150 მმ
სიმაღლე – 2060 მმ
სრული წონა – 5500 კგ
აღჭურვილი წონა – 4000 კგ
ტვირთამწეობა - 1500 კგ
დესანტის ადგილი - 5
ძრავის ტიპი - დიზელი, ტურბოშებერვით
მაქსიმალური სიჩქარე - 130 კმ/სთ
სვლის მარაგი - 1000კმ
საწვავის ავზის ტევადობა - 300ლ
სავალი ბაზა - 4х4
წამყვანი თვლები - ყველა
დაკიდება წინა/უკანა - დამოუკიდებელი
სიჩქარეთა კოლოფი - მექანიკური ან ავტომატური, 5 სიჩქარიანი.







მანქანა უზრუნველყოფს ცეცხლასროლი იარაღისგან რუსეთის ფედერაციის ГОСТ Р 50963–96 სტანდარტის 6а დაცვის დონეს და შექმნილია კონსტრუქციით რომელიც იცავს ეკიპაჟს მანქანის ქვეშ აფეთქებული 6 კგ ტროტილის ექვივალენტი ასაფეტქებელი მოწყობილობებისგან.
ჯავშნით აღჭურვილია მანქანის - სახურავი, ეკიპაჟის ნაკვეთური პერიმეტრზე, ფსკერი, საწვავის ავზები, ძრავის ნაკვეთური.
მანქანის სახურავში არსებულ სარქველში შესაძლებელია სხვადასხვა სახეობის და კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის განთავსება.


                                       

წყარო:

No comments:

Post a Comment