Tuesday, May 1, 2012

Abrams - ამერიკული ტანკის სუსტი და ძლიერი ადგილები

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

მსოფლიო მაშტაბით ალბათ არ არსებობს ისეთი დახვეწილი ტანკი როგორიც Abrams-ია. თუმცა ეს დახვეწილობა არც ამერიკელების მაღალი გემოვნების, არც წინდახედულების და არც ტექნოლოგიური სწრების მიზეზი არაა. ყველაფერი საბრძოლო გამოცდილების და დიდი ფულის ბრალია.

რამდენიმე ათწლიანი ექსპულატაციისა და სულ მცირე ორი მაშტაბური კონფლიკტის შედეგად მიღებული გამოცდილებისა და აღმოჩენილი სუსტი ადგილების ანალიზის შედეგად ამერიკული სამხედრო საწარმოო კომპლექსი მაქსიმალურად შეეცადა მანქანის მოდერნიზაციის გზით ყველა ხარვეზის აღმოფხვრას.
რომელ ხარვეზებზეა საუბარი:
  • პირველ რიგში ცეცხლის მართვის სისტემა - თავდაპირველად Abrams-ი სამეთაურო პანორამის გარეშე იყო, რაც საგრძნობლად ზრდიდა მოწინააღმდეგის აღმოჩენაზე და დამიზნებაზე  დახარჯულ დროს. იმ დროს სამეთაურო პანორამა მხოლოდ გერმანულ Leopard-2-ზე ეყენა (ღამის ხედვის ხელსაწყოს გარეშე, მხოლოდ დღის არხით), ხოლო საბჭოთა T-80У-ს ან კი გააჩნდა პანორამა, მაგრამ მხოლოდ შეზღუდული სექტორით (არ ბრუნავდა 360 გრადუსზე), თუმცა მასაც ჰქონდა თავისი პლიუსი გერმანულ  Leopard-2-თან,  T-80У-ს სამეთაურო პანორამაში ელექტროოპტიკურ გარდამქმნელიანი ღამის კამერა ეყენა, რაც მას გერმანულ ტანკთან შედარებით გარკვეულ უპირატესობას აძლევდა ღამის პირობებში. ეს მინუსი ამერიკელებმა განსაკუთრებით ევროპაში გამართულ NATO-ს ქვეყნების სატანკო სწავლებებზე იგრძნეს, როდესაც გერმანულმა ტანკმა აშაკარა უპირატესობა აჩვენა ტურნირებზე. სწავლებებისა და ასევე სპარსეთის ყურეში საბრძოლო გამოცდილების ანალიზის შედეგად გადაწყდა  Abrams-ის აღჭურვა სითბოვიზორიანი სამეთაურო პანორამით, ეს ღონისძიება 1992 წელს  Abrams M1A2 მოდელზე განხორციელდა (აღსანიშნავია რომ ეს იყო პირველი ტანკი რომელიც სითბოვიზორიანი სამეთაურო პანორამით აღიჭურვა, მეორე Leopard-2A5 იყო, რომელმაც ასეთი სისტემა 1995 წელს მიიღო).


Abrams M1A1 (სამეთაურო პანორამის გარეშე)
  • მეორე ღონისძიება რომელმაც ამერიკული ტანკის ლიდერობა კიდევ უფრო აშკარა გახადა იყო ბრძოლის ველის ინფორმაციის რეალურ დროში გაცვლის სისტემის დაყენება. მიუხედავად იმისა რომ ეს სისტემა საკმაოდ პრობლემატური აღმოჩნდა და მალევე მოხდა მისი შეიარაღებიდან მოხსნა, ფაქტი მაინც ფაქტად რჩება -  Abrams M1A2 იყო ასეთი სისტემით აღჭურვილი პირველი ტანკი, ევროპელებმა მხოლოდ 90-იანების ბოლოს მოახერხეს ანალოგიური სისტემის სერიულად ინტეგრირება, ხოლო რუსები მხოლოდ ახლა ახორციელებენ მის ინტეგრირებას არმიაში (ამ სისტემის დანერგვა რუსულ არმიაში 2008 წლის ომის შემდეგ კიდევ უფრო დაჩქარდა და უკვე რამოდენიმე ბრიგადაა აღჭურვილი). ამ კომპლექსის მოდერნიზაცია რამდენჯერმე მოხდა, პირველად როცა M1A2-ს მოდერნიზაცია დაიწყო M1A2SEP ვერსიამდე 1999 წელს, მაგრამ ეს სისტემაც საკმაოდ პრობლემატური გამოდგა და  M1A2SEP-მა აშშ-ს საზღვრებს გარეთ ოპერაციებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ ერაყში შეჭრის წინ მოიპოვა, ანუ სერიაში ჩაშვებიდან მთელი 4 წლის შემდეგ, 2003 წელს.  M1A2SEP-ის პრობლემების გამო მალევე მოხდა მისი განახლებული ვერსიის,  M1A2SEPv2-ს სერიაში ჩაშვება. ამ დონემდე მოდერნიზაციის კონტრაქტი 2008 წელს დაიდო, რომლის თანახმადაც მოდერნიზაციას გადიოდა ეროვნული გვარდიის და საზღვაო ქვეითების  M1A1-ბი  M1A1SA დონემდე და არმიის  M1A2-ბი  M1A2SEPv2 დონემდე. მოდერნიზაციის შედეგად ყველაფეთან ერთად ტანკები FBCB2-ით (Force XXΙ Battle Command Brigade or Below) აღიჭურვება.

Abrams M1A2 SEPv2
  • ასევე შეიცვალა ტანკის ქვემეხი, თავდაპირველი 105მმ-ნი, კუთხვილულიანი ქვემეხი ამერიკელებმა გერმანულ 120მმ-ნ გლუვლულიანი ქვემეხით შეცვალეს. აღსანიშნავია რომ ამ 120მმ-ი ქვემეხისთვის ამერიკელები მხოლოდ ურანის გულარიან ქვეკალიბრულ ჭურვებს იყენებენ (M-829/A1/A2/A3). ეს ჭურვები გარკვეულ პრობლემას ქმნის გამოყენებისას, ტექნიკური სახელმძღვანელოს მიხედვით  M-829A3-ს გამოყენება ყველა ქვემეხიდან არ შეიძლება, სახელმძღვანელოში გარკვევით წერია : "WARNINGS! In combat emergency conditions, when the lives of the crew are in immediate jeopardy, there is a low but real risk of gun tube failure if the M829A3 is fired between 120F and 135F. If the round is fired under these extreme temperature conditions, crews must examine the tube for unusual wear or other abnormalities after firing 6 to 8 rounds,and must have direct-support maintenance personnel inspect the tube up ti 18 rounds are fired. At propellant temperature above 135F, the risk of a catastrophic failure of both the round and the gun rises significantly. Before firing M829A3, check the tube serial number listing. NOTE. If firing tank does not yet have M829A3 subdes, this round can be fired using M829A1 solution(sabot subdes 5 for M1A1 AND "M829A1" for M1A2/M1A2 SEP)" რაც ნიშნავს რომ კონკრეტული ჭურვის გამოყენების წინ უნდა შემოწმდეს ქვემეხის ნუმერაცია და გაირკვეს შეიძლება თუ არა მისი ამ ქვემეხიდან სროლა. ასევე უნდა შემოწმდეს ლულა ყოველი სროლის მერე, რათა აღმოჩენილი იქნას თუ რამე დაზიანება მიიღო ჭურვისგან და ყოველი  18 ცალი M-829A3-ის სროლის შემდეგ ლულა ტექნიკურმა პერსონალმა უნდა შეამოწმოს. ეს გამოწვეულია სატყორცნი მუხტის მაღალი ბრიზანტულობით - რაც განაპირობებს სროლის დროს ლულაში საკმაოდ აგრესიული პირობების შექმნას და ქმნის ჭურვის მასიური გამოყენების პრობლემას. ამ მხრივ მუშაობა უკვე რამდენიმე წელიწადია მიმდინარეობს - რის შედეგადაც უახლოეს მომავალში ამერიკის შეიარაღებული ძალები ელიან ახალ ჭურვ M-829E4-ს, რომელიც დაბალი ბრიზანტულობის დენთით იქნება აღჭურვილი (აღსანიშნავია რომ ერთადერთი ჭურვი, მსოფლიო მაშტაბით, რომელიც აღჭურვილია დაბალი აგრესიულობის მქონე დენთით ეს გერმანული DM-63).
  • ტანკზე როგორც ცნობილია განთავსებულია აირტურიბნული ძრავა, რომელიც მცირე გაბარიტების გამო იქნა დაყენებული. ასევე წინასწარი კვლევებიდან გამომდინარე აირტურბინულ ძრავას უფრო დიდი რესურსი უნდა ჰქონოდა ვიდრე დიზელის ძრავებს, მაგრამ ეს ვარაუდი შემდეგში არ გამართლდა. წინასწარ გათვლილი 1800-2000 საათი რესურსის ნაცლად AGT1500-ს ნახევარი აღმოაჩნდა, ძრავების უმეტესობა 1000 მოტო საათსაც ვერ ცოცხლობს ბოლო მოხსენებებიდან ცნობილი ხდება რომ მათი რესურსი საგარანტიო რესურსი 700 საათია. შედარებისთვის სხვა ძრავების საგარანტიო რესურსი:  6ТД-2 - 500 მ/სთ,   В-92С2 - 350 მ/სთ,  ГТД-1250 - 500 მ/სთ. რესურსი კაპიტალურ რემონტამდე:  6ТД - 800 მ/სთ,   В92С2 - 700 მ/სთ,  ГТД1250 - 1000 მ/სთ. ამ მხრივ ყველაზე კარგი მდგომარეობა გერმანულ ძრავებს აქვთ, რომელთა რესურსი კაპიტალურ რემონტამდე 1500 მ/სთ უდრის (თუმცა დაგეგმილი 2000 სთ იყო) ხოლო უახლეს გერმანულ ძრავა MB873-ს მოტო რესურსი კაპრემონტამდე 3000 მოტო საათია. 2008 წლის მოდერნიზაციის კონტრაქტის შემდეგ  M1A1SA და  M1A2SEPv2 ვერსიებზე ყენდება სისტემა   TIGER (Total InteGrated Engine Revitalization), რომლის დახმარებითაც მიიღწევა ძრავა AGT-1500-ს 1400 საათიანი რესურსი კაპრემონტამდე. სისტემა ასევე ამცირებს საწვავის წვას. ასევე პრობლემატური აღმოჩნდა Abrams-ის მუხლუხები, რომლის წევრი  T-156 გარანტირებული 5000კმ-ნი რესურსის ნაცლად საშუალოდ 1287კმ გადიოდა. ამ მუხლუხების ნაცლად  M1A2-ზე დაყენდა უფრო ახალი, მაგრამ 1,5 ტონით მძიმე მუხლუხები, რომლის წევრებსაც 3218კმ რესურსი გააჩნიათ.
  • კიდევ ერთი სუსტი მხარე ამერიკული ტანკისა მის ჯავშანში არსებული სუსტი ადგილებია. იმის გათვალისწინებით რომ ტანკი 70-ან წლებში შეიქმნა და გათვლილი იყო კომუნისტური ბლოკის წინააღმდეგ სამოქმედოდ ეს სუსტი მხარეები გასაკვირი სულაც არაა და მისგან დაცულობის საოცრებას არ უნდა ველოდეთ. Abrams-ი  კლასიკურად  ყველაზე კარგად წინიდანაა დაცული, ასევე მეტნაკლებად კარგადაა დაცული ბორტების წინა ნაწილი (ეკიპაჟის რაიონში), ხოლო უკანა ნაწილი (ძრავა-ტრანსმისიის რაიონში) საკმაოდ სუსტია. ამას ისიც ადასტურებს რომ 1991 წელს, სპარსეთის ყურის კონფლიკტის დროს იყო რამდენიმე შემთხვევა როდესაც ბორტის უკანა ნაწილში ჭურვის მოხვედრის შემთხვევაში ტანკი გამჭოლად იქნა გახვრეტილი. 



რამოდენიმე შემთხვევა სპარსეთის ყურეში გამჭოლად გახვრეტილი Abrams-ისა (სქემები მოხსენება  BATTLE DAMAGE ASSESSMENT -დან). 

ამ სუსტის მხარის აღმოსაფხვრელად ქალაქის პირობებში საბრძოლველად შემოღებული იქნა TUSK-ს აღჭურვილობა, რომელის ყველაფერთან ერთად საბორტე დინამიკურ დაცვასაც მოიცავს და ტანკის ბორტებს კორპუსის რაიონში იცავს ტანდემური კუმულაციური ჭურვებისგან, ხოლო კოშკურის რაიონში მხოლოდ უბრალო კუმულაციური ჭურვებისგან, ეს ბოლო გამოწვეულია იმით რომ კოშკურის ბორტები ისედაცხ კარგად იყო დაცული, რომელთა წინა ვერსიებში კომბინირებული, ნახევრად აქტიური შემავსებელი იყო განთავსებული, ხოლო 2008 წლის მოდერნიზაციის შემდეგ მათში ურანის ნახევრადაქტიური შემავსებელი თავსდება. თუმცა  TUSK-სკომპლექტი ყველა ტანკზე არ ყენდება, ამ კომპლექტის მოხსნა და დაყენება   საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერი მოდიფიკაციის Abrams-ზეა შესაძლებელი.

TUSK-სკომპლექტი



TUSK -ის კომპლექტში შემავალი დინამიკური დაცვის ელემენტები, კორპუსის ბორტზე ორმაგი კომპლექტია განთავსებული, კოშკურაზე მხოლოდ გარე ელემენტები, შიდა მასიური კონტეინერების გარეშე
ამ ყველა ზემოთ ჩამოთვლილიდან Abrams M1A2 SEPv2 და M1A2SA წარმოდეგენენ ალბათ ყველაზე მეტად დახვეწილ საბრძოლო მანქანას მსოფლიო დონით, რომელიც თავისი სამსახურის 31 წლიანი პერიოდის განმავლობაში საკმაოდ დაიხვეწა და მოიშორა ბევრი ის სუსტი ადგილი რომელიც მას ექსპულატაციისა თუ საბრძოლო გამოყენების დროს აღმოაჩნდა.







წყარო:
"АБРАМС" Враг N1 - Михаил Барятинский
FM 3-20.12 Tank Gunnery

No comments:

Post a Comment