თურქულმა კომპანია «Otokar»-მა, შარშან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, აზერბაიჯანის სასაზღვრო ჯარებს მიაწოდა 123 ერთეული სხვადასხვა დანიშნულების სამხედრო-სატრანსპორტო საშუალება. ამის შესახებ საუბარია თურქეთის თავდაცვითი წარმოების მდივნის 2011 წლის მოხსენებაში.
კომპანია «Otokar»-მა 20,7 მილიონი დოლარის ოდენობის ხელშეკრულების ფარგლებში მიაწოდა აზერბაიჯანულ მხარეს 35 ცალი ჯავშანმანქანა «Cobra», 37 ცალი ჯავშანტრანსპორტიორი და 51 ცალი ავტომანქანა «Land Rover».
მოხსენებაში ასევე საუბარია იმის შესახებ რომ, სამმა სამხედრო სტრუქტურამ, რომლებიც ფუნქციონირებს თურქეთში, «Otokar»-ის ჩათვლით, 2010 წელს ხელი მოაწერა აზერბაიჯანულ მხარესთან 300 მილიონი დოლარის ღირებულების ხელშეკრულებას. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამხედრო ტექნიკის მიწოდება ამჟამად ხორციელდება.
No comments:
Post a Comment