Showing posts with label KF-X III. Show all posts
Showing posts with label KF-X III. Show all posts

Friday, March 12, 2021

S. Korea to roll out prototype of KF-X

S. Korea to roll out prototype of first homegrown fighter jet next month. For the current time the KAI have been finalized the assembly of the fighter jet.



South Korea will showcase a prototype of the country's first indigenous fighter jet in April, the arms procurement agency has said.

Jung Kwang-sun, heading the KF-X program at the Defense acquisition Program Administration, said the planned rollout event will be a "landmark moment" for the country and the aerospace industry.



South Korea has been working on the next-generation fighter development project since late 2015 to replace the Air Force's aging fleet of F-4 and F-5 jets.

With a maximum payload of 7,700 kilograms, the new warplane will have 10 pods for air-to-air missiles and other weapons, capable of flying at 2,200 km/h with a flying range of 2,900 km.

Leading the 8.8 trillion-won (US$7.9 billion) project is KAI, the country's sole aircraft manufacturer.






Wednesday, December 30, 2020

KAI in the final of assembly of the KF-X Prototype #1

According to new photos, the first prototype of future fighter aircraft has vertical stabilizers installed, and the second prototype is being assembled with an automated "Fuselage Automated Splice System" (FASS).




The KF-X (Korean Fighter eXperimental) is a next-generation stealth aircraft that combines elements of a 5th-gen fighter jet.

KAI says the KF-X is one of the most important national projects to replace current air force fighters and to introduce the next generation fighter that can satisfy the future operation concept of force battlefield. Also, KAI is under localization of major avionics part for product improvement by domestic technology. Mission and flight control computer, equivalent to its brain, will be installed to KF-X for ground test and test flight after performance test this year.

KAI started system development in 2015 Dec, went through PDR(Preliminary Design Review) in 2018, began the first detail part machining on February 2019 and passed the CDR(Critical Design Review) on September 2019.

Saturday, April 6, 2013

პროგრამა KF-X III – სამხრეთ კორეის ახალი გამანადგურებელი


ბოლო დროს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის დაძაბულობის გაზრდის ფონზე სამხრეთ კორეისთვის პრიორიტეტული გახდა თავისი ავიაპარკის გადახალისება და განახლება, ამ მიზნით გამოცხადაა გამანადგურებლების ახალი პროგრამა სახელწოდებით "KF-X III". პროგრამის თანახმად სამხრეთ კორეის ავიაციას 60 ახალი, მრავალფუნქციური გამანადგურებელი ესაჭიროება, რომლებიც მოძველებულ F-4–ებს ჩაანაცვლებს. პროგრამის ფარგლებში სამხრეთ კორეამ აშშ–ს ორი მოთხოვნა გაუგზავნა – პირველი ეხება 60 ცალ F–15SE–ს ხოლო მეორე ასევე 60 ცალ F–35A–ს. ამას გარდა პროგრამაში მონაწილეობის სურვილი ევრომებრძოლმაც (EF-2000) გამოთქვა.

F-15 Silent Eagle

აშშ–ს თავდაცვისა და უსაფრთხოების სააგენტომ (The Defense Security Cooperation Agency – DSCA) 29 მარტს კონგრესს მოხსენება გაუკეთა სამხრეთ კორეისთვის 60 ერთეული F-15 Silent Eagle–ს სავარაუდო მიყიდვის შესახებ. გამანადგურებლები პირდაპირი კომერციული გზით (Direct Commercial Sales – DCS) უნდა გაიყიდოს. გამანადგურებლების, აღჭურვილობის, სათადარიგო ნაწილების, კადრების მომზადების და მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის მთლიანი ღირებულება 2,408 მილიარდი აშშ დოლარია.

სამხორეთ კორეის მიერ გაკეთებული მოთხოვნის თანახმად საკონტრაქტო პაკეტში გამანადგურებლებთან ერთად შედის შემდეგი აღჭურვილობა:

  • 60 ცალი აქტიურ–ფაზირებულ ცხაურიანი რადარი (AESA).
  • 60 ცალი ციფრული ელექტრონული ბრძოლის სისტემა (Digital Electronic Warfare Systems – DEWS)
  • 60 ცალი დამიზნების კონტეინერი AN/AAQ-33 Sniper
  • ძებნისა და დამიზნების ინფრაწითელი სისტემა AN/AAS-42 (Infrared Search and Track – IRST)
  • 132 ცალი UHF/VHF სიხშირის მქონე დაცული კავშირის რადიოსადგური HAVE QUICK II.
  • 69 ცალი Link-16–ის ტერმინალი და სათადარიგო ნაწილები.
  • მეწინავე საბორტე კომპიუტერი (Advanced Display Core Processor II)
  • ამოცანების დაგეგმარების ერთიანი სისტემა და მისი უზრუნველყოფის სხვადასხვა აღჭურვილობა.
  • GPS–ის საბორტე მიმღები GEM-V.
  • პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება/ინტეგრირება.
  • სათადარიგო ნაწილები
  • პირადი შემადგენლობის გაწვრთნა და სასწავლო აღჭურვილობა.
  • ტექნიკური დოკუმენტაცია და ლიტერატურა.
  • ლოჯისტიკური და პროგრამული უზრუნველყოფა.

დოკუმენტის ბმული:

F-35A CTOL 

აშშ–ს თავდაცვისა და უსაფრთხოების სააგენტომ (The Defense Security Cooperation Agency – DSCA) 29 მარტს კონგრესს მოხსენება გაუკეთა სამხრეთ კორეისთვის 60 ერთეული F-35А–ს (Conventional Take Off and Landing – CTOL)  სავარაუდო მიყიდვის შესახებ. გამანადგურებლების, აღჭურვილობის, სათადარიგო ნაწილების, კადრების მომზადების და მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის მთლიანი ღირებულება 10,8 მილიარდი აშშ დოლარია.

კორეული მხარის მოთხოვნის თანახმად გამანადგურებელი Pratt & Whitney F-135 ძრავით უნდა იყოს აღჭირვილი, ასევე კონტრაქტში გათვალისწინებული სათადარიგო 9 ცალი Pratt & Whitney F-135 ძრავა. გამანადგურებლის სხვა აღჭურვილობაში ასევე შედის:

  • ელექტრონული ბრძოლის სისტემა.
  • ხელმძრვანელობა, კონტროლი, კომუნიკაცია, კომპიუტერი და დაზვერვა/კომუნიკაცია, ნავიგაცია და იდენტიფიცირება (ეგრეთ წოდებული C4I/CNI – Command, Control, Communication, Computer and Intelligence/Communication,Navigational and Identification).
  • გლობალური უზრუნველყოფის ავტონომიური სისტემა (Autonomic Logistics Global Support System – ALGS).
  • საინფორმაციო უზრუნველყოფის ავტონომიური სისტემა (Autonomic Logistics Information System – ALIS).
  • სრული ამოცანების ტრენაჟორი.


დოკუმენტის ბმული:


რაც შეეხება EF-2000 Typhne–ს – ევროკონსორციუმმა "Tranche–3" მოდიფიკაციის  60 ცალი  EF-2000 Typhne–ს საფასურად 7,3 მილიარდი დოლარი მოითხოვა. ამერიკული გამანადგურებლებისგან განსხვავებით ევროპელები კორეას სთავაზობენ გამანადგურებლების ასაწყობი ხაზის მიყიდვას.12 გამანადგურებელს მწარმოებელი აწყობილს მიაწვდის, ხოლო დანარჩენი 48 კორეაში აეწყობა, რაც ნაწილობრივ ტექნოლოგიების გადაცემასაც ითვალისწინებს. აღსანიშნავია რომ გამანადგურებლების ასაწყობი ხაზის გადაცემა ამერიკული კანონმდებლობით აკრძალულია, ამიტომაც ევროპული გამანადგურებლის პროგრამა საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება.