ბოლო დროს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის დაძაბულობის გაზრდის ფონზე სამხრეთ კორეისთვის პრიორიტეტული გახდა თავისი ავიაპარკის გადახალისება და განახლება, ამ მიზნით გამოცხადაა გამანადგურებლების ახალი პროგრამა სახელწოდებით "KF-X III". პროგრამის თანახმად სამხრეთ კორეის ავიაციას 60 ახალი, მრავალფუნქციური გამანადგურებელი ესაჭიროება, რომლებიც მოძველებულ F-4–ებს ჩაანაცვლებს. პროგრამის ფარგლებში სამხრეთ კორეამ აშშ–ს ორი მოთხოვნა გაუგზავნა – პირველი ეხება 60 ცალ F–15SE–ს ხოლო მეორე ასევე 60 ცალ F–35A–ს. ამას გარდა პროგრამაში მონაწილეობის სურვილი ევრომებრძოლმაც (EF-2000) გამოთქვა.
F-15 Silent Eagle
აშშ–ს თავდაცვისა და უსაფრთხოების სააგენტომ (The Defense Security Cooperation Agency – DSCA) 29 მარტს კონგრესს მოხსენება გაუკეთა სამხრეთ კორეისთვის 60 ერთეული F-15 Silent Eagle–ს სავარაუდო მიყიდვის შესახებ. გამანადგურებლები პირდაპირი კომერციული გზით (Direct Commercial Sales – DCS) უნდა გაიყიდოს. გამანადგურებლების, აღჭურვილობის, სათადარიგო ნაწილების, კადრების მომზადების და მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის მთლიანი ღირებულება 2,408 მილიარდი აშშ დოლარია.
სამხორეთ კორეის მიერ გაკეთებული მოთხოვნის თანახმად საკონტრაქტო პაკეტში გამანადგურებლებთან ერთად შედის შემდეგი აღჭურვილობა:
- 60 ცალი აქტიურ–ფაზირებულ ცხაურიანი რადარი (AESA).
- 60 ცალი ციფრული ელექტრონული ბრძოლის სისტემა (Digital Electronic Warfare Systems – DEWS)
- 60 ცალი დამიზნების კონტეინერი AN/AAQ-33 Sniper
- ძებნისა და დამიზნების ინფრაწითელი სისტემა AN/AAS-42 (Infrared Search and Track – IRST)
- 132 ცალი UHF/VHF სიხშირის მქონე დაცული კავშირის რადიოსადგური HAVE QUICK II.
- 69 ცალი Link-16–ის ტერმინალი და სათადარიგო ნაწილები.
- მეწინავე საბორტე კომპიუტერი (Advanced Display Core Processor II)
- ამოცანების დაგეგმარების ერთიანი სისტემა და მისი უზრუნველყოფის სხვადასხვა აღჭურვილობა.
- GPS–ის საბორტე მიმღები GEM-V.
- პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება/ინტეგრირება.
- სათადარიგო ნაწილები
- პირადი შემადგენლობის გაწვრთნა და სასწავლო აღჭურვილობა.
- ტექნიკური დოკუმენტაცია და ლიტერატურა.
- ლოჯისტიკური და პროგრამული უზრუნველყოფა.
დოკუმენტის ბმული:
F-35A CTOL
აშშ–ს თავდაცვისა და უსაფრთხოების სააგენტომ (The Defense Security Cooperation Agency – DSCA) 29 მარტს კონგრესს მოხსენება გაუკეთა სამხრეთ კორეისთვის 60 ერთეული F-35А–ს (Conventional Take Off and Landing – CTOL) სავარაუდო მიყიდვის შესახებ. გამანადგურებლების, აღჭურვილობის, სათადარიგო ნაწილების, კადრების მომზადების და მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის მთლიანი ღირებულება 10,8 მილიარდი აშშ დოლარია.
- ელექტრონული ბრძოლის სისტემა.
- ხელმძრვანელობა, კონტროლი, კომუნიკაცია, კომპიუტერი და დაზვერვა/კომუნიკაცია, ნავიგაცია და იდენტიფიცირება (ეგრეთ წოდებული C4I/CNI – Command, Control, Communication, Computer and Intelligence/Communication,Navigational and Identification).
- გლობალური უზრუნველყოფის ავტონომიური სისტემა (Autonomic Logistics Global Support System – ALGS).
- საინფორმაციო უზრუნველყოფის ავტონომიური სისტემა (Autonomic Logistics Information System – ALIS).
- სრული ამოცანების ტრენაჟორი.
დოკუმენტის ბმული:
რაც შეეხება EF-2000 Typhne–ს – ევროკონსორციუმმა "Tranche–3" მოდიფიკაციის 60 ცალი EF-2000 Typhne–ს საფასურად 7,3 მილიარდი დოლარი მოითხოვა. ამერიკული გამანადგურებლებისგან განსხვავებით ევროპელები კორეას სთავაზობენ გამანადგურებლების ასაწყობი ხაზის მიყიდვას.12 გამანადგურებელს მწარმოებელი აწყობილს მიაწვდის, ხოლო დანარჩენი 48 კორეაში აეწყობა, რაც ნაწილობრივ ტექნოლოგიების გადაცემასაც ითვალისწინებს. აღსანიშნავია რომ გამანადგურებლების ასაწყობი ხაზის გადაცემა ამერიკული კანონმდებლობით აკრძალულია, ამიტომაც ევროპული გამანადგურებლის პროგრამა საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება.
No comments:
Post a Comment