Friday, April 5, 2013

Выстрел-М


Выстрел-М–ის სავარაუდო გამოსახულება

КАМАЗ–ის საკონსტრუქციო ბიურო ჯავშანმანქანა "Выстрел"–ის მოდერნიზაციას ახორციელებს. "Выстрел-М" ავტომანქანა КАМАЗ-43269–ის ღრმა მოდერნიზაცია იქნება, რომელსაც სერიოზული ბალისტიკური და ნაღმსაწინააღმდეგო დაცვა ექნება. მაგალითად ნაღმდგრადობა, რომლის კონკრეტული მაჩვენებელი ჯერ გაურკვეველია, სპეციალისტების აზრით 6კგ–ზე ნაკლები არ იქნება, ხოლო ბალისტიკური დაცვა სულ მცირე 6а კლასისა უნდა იყოს.
"Выстрел"–ის გამოცდები ნაღმდგრადობის შესამოწმებლად ჯერ არ განხორციელებულა, რადგანაც შემკვეთს ტაქტიკუ–ტექნიკურ დავალებაში ასეთი მოთხოვნა არ წაუყენებია. ამ მომენტში მანქანის ნაღმდგრადობის გამოთვლა მათემათიკურ მოდელზე აფეთქების ზეგავლენის სიმულაციისა და გამოთვლითი მეთოდებით დგინდება. თავისი წონით მანქანა 14 ტონიანი მანქანების კლასში უნდა გაერთიანდეს.


"Выстрела-М"–ის და КАМАЗ-43269 «Выстрел"–ის ძირითადი განსხვავებები:
1. ავტომანქანა:
  • ძრავა Cummins 300 л.с.
  • სიჩქარეთა კოლოფი: მექანიკური 9S1310
  • 43118 და 4350 სერიული წამყვანი ხიდები.
  • სერიული გამანაწილებელი კოლოფი 65111
  • საბურავები КАМА-1260 425/85 R21
  • დაცვის ხარისხი – მე–6 ГОСТ 50963-96–ის მიხედვით.
2. ჯავშანკორპუსი:
  • შეჯავშნის ახალი სქემა
  • აფეთქებადაცული კონსტრუქცია
  • V-ებური ფსკერი.
  • ძრავისა და ტრანსმისიის საძირეების დაცვა.

 მანქანის წინა ვარიანტები

Выстрел

მოდერნიზირებული Выстрел

წყარო:


No comments:

Post a Comment