среда, 3 апреля 2013 г.

ესტონეთის შეიარაღებული ძალების ვიზიტი დასრულდა

Come to our site in facebook and "like" - The Dead District&Aviationarea

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის დელეგაცია  სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელატა“-ს ეწვია.
ესტონეთის დელეგაცია სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ში გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეს, პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს და „დელტას“ დირექტორს უჩა ძოძუაშვილს შეხვდა. სამუშაო შეხვედრის შემდგომ ესტონეთის დელეგაციამ ქართული წარმოების ჯავშანტექნიკა დაათვალიერა.
ესტონეთის დელეგაცია ვაზიანში მე-4 ქვეითი ბრიგადაშიც იმყოფებოდა. მათ ბრიგადის  მეთაურის მოადგილემ, მაიორმა რატი წაქაძემ ბრიგადის სიმულაციური ცენტრი და სპორტული დარბაზი დაათვალიერებინა. მე-4 ბრიგადაში სტუმრობით ესტონეთის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დასრულდა.

წყარო:


Комментариев нет:

Отправить комментарий