понедельник, 1 апреля 2013 г.

F-22–ები კორეაში

Come to our site in facebook and "like" - The Dead District&Aviationarea



იმის შესახებ თუ რა აქტიურობა მოაწყვეს ამერიკულმა სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა სამხრეთ კორეის ცაში უკვე ვწერდი – ამერიკული B-2 Spirit კორეის თავზე. ამჯერად სამხრეთ კორეის ცაში უკვე ამერიკული F-22–ები გამოჩნდნენ. თუმცა სტრატეგიულ ბომბდამშენებისგან განსხვავებით, რომლებმაც დაჯდომის გარეშე მხოლოდ გადაიფრინეს სამხრეთ კორეაზე, F-22–ები სამხრეთ კორეაში დაჯდნენ, სადაც ქვეყნის ფართომაშტაბურ სახმელეთო და საავიაციო სწავლებაში მიიღებენ მონაწილეობას.
უცნობია კორეაში ჩაფრენილი ამერიკული სტელს გამანადგურებელების ზუსტი რაოდენობა, თუმცაღა საუბარია სავარაუდოდ ერთ ესკადრილიაზე (მიახლოებით 18 გამანადგურებელი), რომელიც იაპონიაში მდებარე მუდმივი დისლოკაციის ბაზიდან იქნა გადასროლილი კორეის ნახევარკუნძულზე.
შეგახსენებთ რომ სამხრეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ბოლო თვის განმავლობაში ურთიერთობა საკმაოდ დაიძაბა, რასაც ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ომის მუქარა მოჰყვა, ყველაფერ ამის შედეგად აშშ–მ თავისი სამხედრო ძლიერების დემონსტრირება დაიწყო. იმედია ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის.


წყარო:

Комментариев нет:

Отправить комментарий