ჩრდილოეთ კორეის ამერიკული უპილოტოები
27 მარტს ჩრდილოეთ კორეის ავიაციისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სარდლის განცხადების თანახმად – "ქვეყანა მზადაა თავს დაესხას აშშ–სა და სამხრეთ კორეას (ყველაფერს რაც კი მოძრაობს) უპილოტო საფრენი აპარატებით, რომლებიც "ტაქტიკური ბირთვული ქობინებითაა აღჭურვილი. ამ განცხადების შემნდეგ ჩრდილოეთ კორეამ პირველად გამოაქვეყნა უპილოტო თვითმფრინავების ფოტოსურათები - სურათზე გამოსახულია ამერიკული კომპანია Beech Aircraft Corporation–ის (ამჟამად Raytheon Aircraft Company) მიერ შექმნილი და წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატი MQM-107D Streaker (რომელიც ჰაერი–ჰაერი და მიწა–ჰაერი კლასის რაკეტების საჰარეო სამიზნედ გამოიყენება აშშ–ს არმიაში). აღნიშნული უპილოტოები ჩრდილოეთ კორეამ ახლო აღმოსავლეთის რომელიღაცა ქვეყანაში (სავარაუდოდ სირიაში) შეიძინა.
ჩვენი დოსიე:
საჰაერო სამიზნე MQM-107–მა პირველი ფრენა 1974 წელს განახორციელა, მისი სერიული წარმოება კი 1984 წელს დაიწყო. მისი გაუმჯობესებული MQM-107D ვერსია 1987 წელს შეიქმნა. D ვერსიას წინამორბეთებთან ახალი უფრო მძლავრი ძრავა განასხვავებდა. თავდაპირველად უპილოტოზე დაყენებული იქნა Teledyne J402-CA-702 ძრავა, რომელიც 1989 წელს ფრანგული Microturbo TRI 60-5–ით იქნა შეცვლილი.
MQM-107D–ეს ტექნიკური მახასიათებლები:
- სიგრძე – 5,5მ.
- ფრთების გაქანი – 3მ.
- სიმაღლე – 1,47მ
- მაქსიმალური ასაფრენი მასა – 664კგ.
- მაქსიმალური სიჩქარე – 925კმ/სთ.
- პრაკტიკული ჭერი – 12 192მ.
- ძრავა – Teledyne J402-CA-702 ან Microturbo TRI 60-5
ძრავა Teledyne J402-CA-702–ის მახასიათებლები:
- მშრალი წონა – 46კგ.
- სიგრძე – 748მმ.
- დიამეტრი – 318მმ.
ძრავა Microturbo TRI 60-5–ის მახასიათებლები:
- მაქსიმალური წევა – 450კგ
- ჰაერის შეკუმშვის ხარისხი – 4,1
- სიგრძე – 749მმ.
- დიამეტრი – 330მმ
- წონა – 52,6კგ.
წყარო:
КНДР представила фотографии ударных БЛА
Meet North Korea’s Latest Drone
Teledyne CAE J402
MQM-107 Streaker
Microturbo TRI 60
No comments:
Post a Comment