აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული 2011–2012 ფინანსურ წლებში უცხოეთის სამხედრო ძალების მომზადების დოკუმენტი, ტომი პირველი. დოკუმენტში ასახულია აშშ–ს თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო დეპარტამენტის კონგრესისადმი წარდგენილი ერთობლივი მოხსენება. დოკუმენტი ეყრდნობა აშშ–ში 1961 წელს უცხოეთის ქვეყნებისთვის სამხედრო დახმარების გაწევის კანონს და მასში შეტანილ შემდგომ ჩასწორებებს და ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ უცხოეთში მიმდინარე ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების კანონს, რომელიც 2008 წელს იქნა მირებული (PL 110-161).
მოხსენების მთლიანი ტექსტი სამი ტომისგან შესდგება, აქედან პირველი ტომი არაკლასიფიცირებულია და ამიტომ საჯარო დოკუმენტს წარმოადგენს, ხოლო მე–2 და მე–3 ტომები კლასიფიცირებულია და შესაბამისად საიტზე მათი გამოქვეყნება არ ხდება.
მაშ ასე რა არის საინტერესო ჩვენთვის ხელმისაწვდომ პირველ ტომში – დოკუმენტში გაკეთებულია იმ ქართველი სამხედრო და სხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების რაოდენობრივი ნუსხა და მათზე დახარჯული თანხების რაოდენობა, ასევე დოკუმენტში სიობრივად მოყვანილი თუ სად და რა სპეციალობით რამდენი სამხედრო თუ სხვა სამხედრო მოსამსახურე მომზადდა 2011–2012 წლებში, მათი მომზადების ღირებულება და სწავლების დაწყებისა და დასრულების თარიღები.
2011–2012 წლებში აშშ–ი მომზადებული ქართველი სამხედროების რაოდენობა, ღირებულება და მომზადების განხრა
აბრევიატურები:
- ALP - Aviation Leadership Program
- CTFP - COMBATING TERRORISM FELLOWSHIP PROGRAM
- DHS - Department of Homeland Security
- USCG - United States Coast Guard
- FMF - FOREIGN MILITARY FINANCING
- FMS - FOREIGN MILITARY SALES
- IMET - INTERNATIONAL MILITARY EDUCATION AND TRAINING
დოკუმენტის თანახმად 2011 წელს აშშ–ში სულ 311 სამხედრო მოსამსახურე მომზადდა, რაზედაც 11 მილიონი დოლარი დაიხარჯა. 2012 წლისათვის ეს რაოდენობები შემდეგნაირად გამოიყურებოდა – 63 ს.მ. და 6 მილიონ 200 ათასი დოლარი.
მაგალითად იგივე მონაცემები სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის შემდეგნაირად გამოიყურება:
სომხეთი 2011 წელი – 78 ს.მ. 1,008 მილიონი დოლარი. 2012 წელი – 33 ს.მ. 754 ათასი დოლარი.
აზერბაიჯანი 2011 წელი – 336 ს.მ. 1,9 მილიონი დოლარი. 2012 წელი – 50 ს.მ. 1,616 მილიონი დოლარი.
ასევე დოკუმენტში გაკეთებულია ჩამონათვალი თუ სად რა სპეციალობაზე რამდენი ს.მ. მომზადდა – მონაცემები საქართველოს შესახებ განთავსებულია I თავის VI სექციის III ქვეთავის 16–22 გვერდებზე (2011 წლისათვის) და II თავის III სექციის 14–18 გვერდებზე (2011–2012 წლებისთვის).
დოკუმენტის გადმოსაწერი ბმული:
No comments:
Post a Comment