Tuesday, April 2, 2013

ტანკების თაობა

ტანკების თაობა – სხვადასხვა ქვეყნებში, მიახლოებით ერთ პერიოდში გამოშვებული ტანკების ერთობლიობა, რომელთა კონსტრუქციასაც შედარებით მსგავსი ტექნიკური და მეცნიერული განვითარების დონე გააჩნია. როგორც წესი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ტანკების სამ თაობას გამოყოფენ:

მიუხედავად იმისა რომ მეორე მსოფლიო ომამდე სხვადასხვა ქვეყნებში უამრავი ტიპისა და კონსტრუქციის ტანკი შეიქმნა, მათ შორის მაინც არ შეიმჩნევა "თაობ"–ის დამახასიათებელი ნიშნები.
ტანკების პირველი თაობა 1950–1960 წლებში მოდის. მთლიანობაში ტანკები, რომლებიც ამ პერიოდში იქმნებოდა ან უკვე ექსპულკატაციაში იმყოფებოდა, ძალიან ჰგავდნენ (ტექნიკური თვალსაზრისით) მეორე მსოფლიო ომის ისეთ საუკეთესო ტანკებს, როგორებიცაა მაგალითად Т-34-85 ან "Panther".
მსოფლიოს იმ დორის თითქმის ყველა ტანკმწარმოებელმა თავიანთი ნაწარმის საფუძვლად საბჭოთა და ამერიკელი ტანკმშენებლების მიღწევები გამოიყენეს. კერძოდ საბჭოთა ტანკმშენებლების და მეტალურგების მიერ კოშკურების ჩამოსხმის მეთოდები და ამერიკული ცეცხლის მართვის სისტემები (ახალი ოპტიკური მანძილმზომი ტანკ M-47–ზე), ტრანსმისია (ჰიდროდინამიკური გაადაცემები) და სავალი ნაწილის ელემენტები (რეზინო–ფოლადის მუხლუხები). ეკიპაჟების რაოდენობა ხუთიდან ოთხ კაცამდე შემცირდა. პირველი თაობას შემდეგი ტანკები მიეკუთვნება: ამერიკული М47, М48А1 და М48А2, ინგლისური "Centurion", საბჭოთა Т-54 და Т-55, იაპონური Type-61 (ეს ტანკი შეიარაღებაში 1961 წელს იქნა მიღებული, თუმცა მის შექმნაზე მუშაობა 50–იან წლებში დაიწყო). რაც შეეხება "Centurion"–ებსა და Т-55–ებს, აქ საუბარია მათ საბაზისო მოდელებზე, რომლებმაც შემდეგში ღრმა მოდერნიზაციები გაიარეს.


M-48A1

M-47

Centurin

Type-61


Т-54

Т-54

ტანკების მეორე თაობა 1960–1970 წლებს მიეკუთვნება. ამ პერიოდის ტანკების დამახასიათებელი ნიშნები იყო:
  • ძირითადი შეიარაღების სტაბილიზაციის ფართო გამოყენება.
  • შეზღუდული ხილვადობის პირობებში ბრძოლის საწარმოებლად აქტრიუი დაკვირვების სისტემებ (ღამის ხედვის ხელსაწყოები).
  • მექანიკური ბალისტიკური გამომთვლელის გამოყენება.
  • მასიური დაზიანების იარაღისგან დამცავის სისტემების გამოყენების დაწყება.
  • გამოყენებული ქვემეხების კალიბრის ზრდა (Т-62–ის 115მმ–ნი ქვემეხი საბჭოთა კავშირში; დასავლეთში ფართო გამოყენება ჰპოვა ინგლისურმა 105მმ–ანმა ქვემეხმა L–7მა).


მეორე თაობის ტანკებს მიეკუთვნებიან: ამერიკული M-60, M-60A1, ინგლისური Chieftain, Vijayanta (Vickers Мк.1), საბჭოთა T-62, ფრანგული AMX-30, გერმანული Leopard-1 (A1, A2 და A3 მოდიფიკაციები), შვეიცარული Pz–61, შვედური Strv-103.

T-62

Vijayanta (Vickers Мк.1)

M-60A1

Chieftain

Strv-103

Pz–61 

AMX-30

 Leopard-1

80–იანი წლებიდან დღემდე შემქილი ტაკები მე–3 თაობას მიეკუთვნება, ეს ტანკები დღეს თანამედროვე ქვეყნების სატანკო პარკის ბირთვს შეადგენენ. მათი განმასხვავებელი ნიშნებია:
  • ცეცხლის მართვის ინტეგრირებული სისტემა, რომლის შემადგენლობაშიც შედის ციფრული ბალისტიკური გამომთვლელი, ლაზერული მანძილმზომი, შიდა და გარე პირობების გადამწოდთა კომპლექტი, დამიზნებისა და დაკვირვების თბოხედვის სისტემა, რომელიც ოცდაოთხი საათის განმავლობაში იძლევა ეფექტური ცეცხლის წარმოების საშუალებას.
  • კიდევ უფრო გაზრდილი კალიბრის ქვეხი (საბჭოთა/რუსულ ტანკებზე 125მმ–ნი გლუვულიანი ქვემეხი, დასავლეთის ტანკებზე 120მმ–ნი გლუვულიანი ქვემეხი).
  • მართვის სისტემებში ჰიდროსტატიკური გადაცემების გამოყენება, რაც ნებისმიერი რადიუსით მოტრიალების საშუალებას იძლევა.
  • ალტერნატიული ძალური დანადგრაის გამოყენების საშუალება (მაგალითად აირტურბინული ძრავა M-1 Abraams–ზე და T-80–ზე).
  • ტანკების ნაწილზე ეკიპაჟი წევრების შემცირება ოთხიდან სამ კაცამდე (რუსული T-80/90, Leclerc, Type-90, Black Panther).
  • ჰიდროპნევმატური დაკიდების გამოყენება (Chelenger-1/2, Type-90/10, Type-88, Black Panher).
მე–3 თაობის ტანკებს მიეკუთვნებიან: ამერიკული M1 Abrams, ინგლისური Chelenger-1/2, რუსული T-80/90, ებრაული Merkava-3/4, იტალიური Ariette-C1, ფრანგული Leclerc, იაპონური Type-90/10, სამხრეთ კორეული Black Panther, გერმანული Leopard-2, ჩინური Type-98/99, უკრაინული Т-84.

Т-90МС

Leopard-2A4

Ariete-C1

Black Panther

Chelenger-2

M1A2 SEPv2

Merkava-4

Type-10

Leclerc

Type-99A2 (ZTZ 99А2)

Т-84 Оплот-М




No comments:

Post a Comment