საკმაოდ საინტერესო სტატია დაიბეჭდა ჟურნალ "არსენალ"–ში ქართული ჯავშანმანქანა "დიდგორი"–ს ჯავშნის გამოცდის შესახებ. აქამდე მართლა ბევრი კითხვა იყო მანქანების გამოცდებთან დაკავშირებით, არ ვრცელდებოდა არანაირი მონაცემები ან ფოტომასალ გამოცდებიდან. ამიტომაც ეს მცირედი ინფორმაციაც კი ძალიან სასიამოვნო გახდა სამხედრო საქმით დაინტერესებული საზოგადოებისთვის. ასევე მისასალმებელია ის ფაქტიც რომ ამ ჩვენებას ჟურნალისტებიც დაასწრეს.
სტატია ვისაც აინტერესებს ყველასთვის უკვე ცნობილია, უბრალოდ სტატიის ერთ მონაკვეთზე მინდა გავამახვილო ყურადრება და მცირედი ჩასწორება გავაკეთო, რაზეც იმედია ნაწყენი არავინ არ დარჩება:
თავდაპირველად გათვლილი იყო, რომ „დიდგორის“ დაჯავშნა უნა შეესაბამებოდეს NATO-ს STANAG-ის (იშიფრება როგორც „შეთანხმება სტანდარტიზაციის შესახებ“) მე-2 დონეს, რომელსიც ითვალისწინებს 30მ-დან „კალაშნიკოვიდან“ ნსაროლ 7.62 მმ კალიბრის Б3 ტიპის ჯავშანგამტან-ცეცხლგამჩენ ტყვიის, ასევე 80მ-ში 155მმ-იანი საარტილერიო ჭურვის ნამსხვერევების შეჩერებას, ასევე 6კგ ტროტილის შემცველი ფუგასური მოქმედების ტანკსაწინააღმდეგო ნაღმისგან დაცვას .
ჩვენ მიერ 20 მეტრიდან СВД -დან ნასროლ 7.62х54R კალიბრის 22 ტყვიის (მათ შორის 18 ცალი ჯავშანგამტანი-ცეცხლგამჩენი Б32 ) მოხვედრის გაძლების შემდეგ „დიდგორის“ დაჯავშნის დონე იზრდება და იგი უკვე შეესატყვისება STANAG–4569-ის მე-3 დონეს.
მე-3 დონე ითვალისწინებს 30მ-იდან 7,62 მმ კალიბრის ტყვიების 60მ-ში აფეთქებულ 155მმ-იანი საარტილერიო ჭურვის ნამსხვრევებისა და 10კგ ტორტილის შემცველი ფუგასური მოქმედების ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის აფეთქებისგან დაცვას.
ბალისტიკური დაცვისა და ნაღმდგრადობის დაცვის ხარისხი ორი სხვადასხვა განსხვავებული კატეგორიაა და ერთმანეთთან კავშირში არანაირად არ მოდის. ბალისტიკური დაცვა ცალკე აღინიშნება და ნაღმდგრადობა ცალკე – ანუ თუ ბალისტიკური დაცვა STANAG–4569 Level-3 ხარისხისაა ეს არ ნიშნავს რომ ნაღმდგრადობაც უცილობლად მაგ ხარისხისა იქნება. ამისი უამრავი მაგალითი არსებობს:
- რუსული ჯავშანმანქანა Тигр А6 - ამ მანქანის ბალისტიკური დაცვა ნატოს STANAG–4569 Level-3 შეესაბამება, ხოლო ნაღმდგრადობა STANAG–4569 Level-2–ია (6კგ ტროტილი საბურავის ქვეშ).
- სამხრეთ აფრიკისა და საუდის არაბეთის MRAP Nyoka Mk-2 (Masmak) – ბალისტიკური დაცვა STANAG 4569 Level 3, ნაღმდგრადობა STANAG 4569 Level 4A და 4В.
- იტალიური ჯავშანმანქანა IVECO LMV - ბალისტიკური დაცვა STANAG 4569 Level 3, ნაღმდგრადობა STANAG 4569 Level 2.
- სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჯავშანმანქანა REVA-III–ის სტანდარტული ვერსია – ბალისტიკური დაცვა STANAG 4569 Level 2, ნაღმდგრადობა STANAG 4569 Level 3B.
- ამერიკული საინჟინრო მანქანა Buffalo 6x6, 23 ტონიანი მანქანას შემდეგი დაცვა გააჩნია – ბალისტიკური დაცვა STANAG 4569 Level 3, ნაღმდგრადობა კატეგორია არ ვიცი, მაგრამ საბურავების ქვეშ 20კგ ტროტილი, კორპუსის ფსკერის ქვეშ 13კგ.
ამგვარი მაგალითები ბევრი არსებობს, უბრალოდ ის რომ ნაღმდგრადობა და ბალისტიკური დაცვა ცალცალკე იზომება ეს სიახლე არაა, მაგალითად ჯავშანტრანსპორტიორი LAV-25 წინიდან 30მმ, ხოლო ბორტებიდან 12,7მმ კალიბრის ტყვიებს უძლებს რაც შესაბამისად STANAG 4569 Level 5 და Level 4–ის შესაბამსია და ამ დროს მანქანის ნაღმდგრადობა Level –1–ზე ოდნავ უკეთესია.
კიდევ ერთი მომენტი – STANAG 4569 Level 3 არ უდრის 10კგ ტროტილს, Level 3 დონის დაცვა უზრუნველყოფს 8კგ ტროტილის ექვივალენტი ასაფეთქებელი მასალისგან დაცვას. რაც "დიდგორი"–ს წონიდან გამომდინარე თავისთავად ძალიან დიდ ეჭვს იწვევს – 7 ტონიანი მანქანა და მაგ დონის დაცვით ძნელად თუ მოიძებნება მსოფლიოში. ყველაზე კარგი მაჩვენებელი წონა–ნაღმდგრადობის მხრივ დღეს–დღეობით ზემოთ მოყვანილ სამხრეთ აფრიკულ REVA–ს გააჩნია – მისი წონა 8 ტონაა, ხოლო ნაღმდგრადობა STANAG 4569 Level 3B ხარისხისაა, რაც ფსკერის ქვეშ 8კგ ტროტილისგან დაცვას ნიშნავს (დაწვრილებით მანქანის შესახებ – REVA-III 4x4). ამგვარად მაქსიმალურად უკეთეს შემთხვევაში რაც ჩვენს "დიდგორ"–ს შეიძლება რომ ჰქონდეს ეს არის 6კგ ფსკერის ქვეშ და ეს დამიჯერეთ ამ წონის მანქანისათვის ალბათ საუკეთესო მაჩვენებელი იქნება.
რა თქმა უნდა ზემოთ მოყვანილი გამოცდები 60x60სმ ჯავშანფილაზე არანაირად არ ამტკიცებს იმას რომ "დიდგორი" 8 ან თუნდაც 6კგ ტროტილს უძლებს. უბრალოდ შეუძლებელია ჯავშნის ბალისტიკური გამოცდებით მანქანის ნაღმდგრადობა დაადგინო. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენს მანქანებს ნაღმდგრადობა არ გააჩნიათ. ამიტომ ჯობია დაველოდოთ სანამ ოფიციალურად არ გახმაურდება ეს ტექნიკური მახასიათებელი, მანამდე კი რაც ფოტოსურათები გაგვაჩნია იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ქართული ჯავშანმანქანას ნაღმდგრადობის კონსტრუქცია არ გააჩნია (საუბარია V–სებურ ფსკერზე).
No comments:
Post a Comment