Showing posts with label არსენალი. Show all posts
Showing posts with label არსენალი. Show all posts

Tuesday, September 22, 2015

ახალი სატანკო შეჯიბრება? – სტატია ჟურნალ "არსენალში"

ამას წინათ შემთხვევით სამხედრო–ანალიტიკური ჟურნალის, "არსენალი"–ს რამდენიმე ნომერს წავაწყდი, გადავათვალიერე და ჩემი ყურადღება 2015 წლის ივლისის მე–7 ნომერში, 42–ე გვერდზე სტატია "ახალი სატანკო შეჯიბრება?"–მ მიიქცია, რომელიც შემდეგი ციტატით იწყება:

"ფაშიზმზე გამარჯვების 70–ე წელი 9 მაისს მოსკოვში, წითელ მოედანზე პომპეზური აღლუმით აღინიშნა, სადაც პირველად წარმოადგინეს უახლესი რუსული სამხედრო ტექნიკის რამდენიმე ნიმუში. აღლუმის წინ ტექნიკის საიმედოობაზე ეჭვი არსებობდა, მაგრამ საბრძოლო მანქანების კოლონებმა მავზოლეუმზე მოწყობილ სამთავრობო ტრიბუნას შეუფერხებლად ჩაუარეს. 
ყურადღების ცენტრში ახალი ტანკი Т-14 Армата იყო, რომლის პირველი დახურული ჩვენება 2010 წლის 15 ივლისს ნიჟნი–ტაგილში გამოფენ "ობორონა ი ზაშიტა 2010"–ის მსვლელობისას შედგა. მაშინ ტანკი Т-95 "შავი არწივის" სახელით იყო წარმოდგენილი, მედიაში კი გამოჟონა ინფორმაციამ, რომ მას დაბალი სილუეტი ჰქონდა და კოშკურას ჯავშანკაფსულიდან ეკიპაჟი დისტანციურად მართავდა. სავარაუდო შეიარაღებად ასახელებდნენ 135მმ–იან და 152მმ–იან ქვემეხს, საზენიტო მართვად რაკეტებს, ასევე 7,62მმ–იან და 14,5მმ–იან ტყვიამფრქვევებს. 
ისიც აღსანიშნავია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 2010 წლის აპრილიდან ტანკის საპროექტო სამუშაოებს დაფინანსება შეუწყვიტა და პროგრამა დაიხურა, მაგრამ დაფინანსების წყარო სვერდლოვსკის ოლქმა გამონახა, სადაც ქალაქი ნიჯნი–ტაგილი და ტანკმშენებელი ქარხანა, "ურალ–ვაგონზავოდი" მდებარეობს. 
პროექტის დახურვა, ალბათ, ნიშნავდა იმას, რომ სამხედროებმა "შავ არწივში" პრინციპულად ახალი და არმიისთვის მისაღები ვერაფრი დაინახეს. 
კორპორაცია "ურალვაგონზავოდმა" დრო, როგორც ჩანს, უქმად არ დაკარგა, პროექტის გაუმჯობესებას მოახმარა და იდუმალების ბურუსში გახვეული ტანკი საჯარო ჩვენებისთვის მოსკოვში 9 მაისს აღლუმზე გამოიყვანა".

ნუ საიდან დავიწყო ისიც არ ვიცი, პირველი და უმთავრესი ტანკების სახელწოდებებზე და ინდექსებზე მინდა გავამახვილო ყურადღება - Т-14 Армата რომელიც Т-95 "შავი არწივის" სახელით იყო მანამდე ცნობილი.

  • "Чёрный орёл" - "შავი არწივი" ეს არის ომსკის სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის ქარხნის (Омский завод транспортного машиностроения) საინიციატივო ნამუშევარი, ინდექსი "Объект–640", რომელსაც სარეკლამო წაწევის მიზნით ბრუტალური სახელი "Чёрный орёл" უწიდეს. პროექტი მიზნად ისახავდა Т-80-ის ბაზის გამოყენებით ახალი მანქანის შექმნას. მისი ერთადერთი პროტოტიპი სადგომზე ჟანგდება.

  • "Т-95" - ეს არის ურალის სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის საკონსტრუქციო ბიუროს (Уральское Конструкторское Бюро Транспортного Машиностроения) პერსპექტიული ტანკის სახელწოდება, რომელიც ცნობილია ინდექსით Объект–195, ამ პროექტის საცდელ საკონსტრუქციო (ОКР) სამუშაოს "Совершенствование-88" ეწოდებოდა,  ხალხში ის ასევე ცნობილია როგორც Т-95, მაგრამ ინდექსი "Т" ჯერ საბჭოთა და შემდეგ რუსულ ტანკებს არ ენიჭებოდათ/ენიჭებათ მანამ სანამ მათი შეიარაღებაზე მიღება არ მოხდება, ანუ ლოგიკურად ინდექსი "Т-95" ეს არაოფიციალური სახელწოდებაა. პროგრამა 90–იანების დასაწყისიდან 2010 წლამდე მიმდინარეობდა, რის შედეგადაც უპერსპექტივობის გამო დაიხურა.

  • "Т-14 Армата" - ეს არის იმავე ურალის სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის საკონსტრუქციო ბიუროს (Уральское Конструкторское Бюро Транспортного Машиностроения) ქმნილება, რომელის ინდექსიცაა "Объект 148". თვითონ პროექტი "Армата" ეს არის უნივერსალური მუხლუხოვანი პლატფორმა, რომლის ბაზაზეც უკვე შექმნილია სამი სხვადასხვა დანიშნულების მანქანა, ესენია ზემოთ უკვე ნახსენები ძირითადი საბრძოლო ტანკი Т-14 (ГБТУ–ს ინდექსი "Объект–148"), ქვეითთა მძიმე საბრძოლო მანქანა  Т-15 (ინდექსი Объект-149) და შეჯავშნული სარემონტო–საევაკუაციო მანქანა Т-16 (Объект-152). ეს ოჯახობა სავარაუდოდ კიდევ მრავალი სხვადასხვა დანიშნულების მანქანით უნდა შეივსოს (საარტილერიო, საინჟინრო, ხიდგამდები და ასე შემდეგ).
უბრალო შემეცნებისთვის ქვემოთ მოყვანილია სამივე ტანკის გამოსახულება

 Объект–640 "Чёрный орёл"

 Объект–195 ОКР "Совершенствование-88", იგივე Т-95

უნივერსალური მუხლუხებიანი პლატფორმა "Армата"–ს ბაზაზე შექმნილი ტანკი Т-14, ГБТУ–ს ინდექსი "Объект–148"


გადავიდეთ თვითონ სტატიის გარჩევაზე:


1. Т-95–ს არა აქვს დაბალი სილუეტი, ალბათ ყველაზე მაღალია არსებულ ტანკებს შორის. 
2. მისი შეიარაღება არის ძირითადი 152მმ–ნი ქვემეხი 2А83 და დამხმარე ავტომატური 30მმ–ნი ქვემეხი 2А42. 
3. 2010 წელს ამ ტანკის პროექტი დახურეს და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მას დაფინანსება შეუწყვიტა, არანაირი დაფინანსება ამ პროექტს სვერდლოვსკის ოლქიდან არ მიუღია, იყო მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები, მანქანა გადაიყვანეს სადგომზე და იქ მტვერის ქვეშ ისვენებს მანამ, სანამ გრიფით საიდუმლო არ მოეხსნება და არ გასაჯაროვდება (ალბათ ასე 20–25 წლის მერე). 
4. 2010 წლის მერე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებითა და შეკვეთით ურალის სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის საკონსტრუქციო ბიურომ წამოიწყო პროგრამა "Армата". პროგრამაში მისი წინამორბედი Объект–195–სგან ბევრი რამე იქნა გადმოღებული, გამოყენებული იქნა მისი ტექნოლოგიური მიღწევები და გადაწყვეტილებები, თუმცა ეს ორი სხვადასხვა მანქანაა და ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს.
P.S. სტატიის ავტორის, თემურ ჩაჩანიძისადმი, დიდი პატივისცემის მიუხედავად დასკვნის სახით მინდა ვთქვა რომ – სტატიის ეს მონაკვეთი მთლიანად უზუსტობა და შეცდომაა. და მითუმეტეს სამხედრო–ანალიტიკურ ჟურნალში ასეთი დომხალი არ უნდა იბეჭდებოდეს.

Tuesday, April 2, 2013

"დიდგორის" დაცვის შესახებ



საკმაოდ საინტერესო სტატია დაიბეჭდა ჟურნალ "არსენალ"–ში ქართული ჯავშანმანქანა "დიდგორი"–ს ჯავშნის გამოცდის შესახებ. აქამდე მართლა ბევრი კითხვა იყო მანქანების გამოცდებთან დაკავშირებით, არ ვრცელდებოდა არანაირი მონაცემები ან ფოტომასალ გამოცდებიდან. ამიტომაც ეს მცირედი ინფორმაციაც კი ძალიან სასიამოვნო გახდა სამხედრო საქმით დაინტერესებული საზოგადოებისთვის. ასევე მისასალმებელია ის ფაქტიც რომ ამ ჩვენებას ჟურნალისტებიც დაასწრეს.
სტატია ვისაც აინტერესებს ყველასთვის უკვე ცნობილია, უბრალოდ სტატიის ერთ მონაკვეთზე მინდა გავამახვილო ყურადრება და მცირედი ჩასწორება გავაკეთო, რაზეც იმედია ნაწყენი არავინ არ დარჩება:

თავდაპირველად გათვლილი იყო, რომ „დიდგორის“ დაჯავშნა უნა შეესაბამებოდეს NATO-ს STANAG-ის (იშიფრება როგორც „შეთანხმება სტანდარტიზაციის შესახებ“) მე-2 დონეს, რომელსიც ითვალისწინებს 30მ-დან „კალაშნიკოვიდან“ ნსაროლ 7.62 მმ კალიბრის Б3 ტიპის ჯავშანგამტან-ცეცხლგამჩენ ტყვიის, ასევე 80მ-ში 155მმ-იანი საარტილერიო ჭურვის ნამსხვერევების შეჩერებას, ასევე 6კგ ტროტილის შემცველი ფუგასური მოქმედების  ტანკსაწინააღმდეგო ნაღმისგან დაცვას .

ჩვენ მიერ 20 მეტრიდან  СВД -დან ნასროლ 7.62х54R  კალიბრის 22 ტყვიის (მათ შორის 18 ცალი ჯავშანგამტანი-ცეცხლგამჩენი Б32 ) მოხვედრის გაძლების შემდეგ „დიდგორის“ დაჯავშნის დონე იზრდება და იგი უკვე შეესატყვისება STANAG–4569-ის მე-3 დონეს.

მე-3 დონე ითვალისწინებს 30მ-იდან 7,62 მმ კალიბრის ტყვიების 60მ-ში აფეთქებულ 155მმ-იანი საარტილერიო ჭურვის ნამსხვრევებისა და 10კგ ტორტილის შემცველი ფუგასური მოქმედების ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის აფეთქებისგან დაცვას.

ახლა უკვე დაწვრილებით ავხსნი თუ რაშია საქმე:


ბალისტიკური დაცვისა და ნაღმდგრადობის დაცვის ხარისხი ორი სხვადასხვა განსხვავებული კატეგორიაა და ერთმანეთთან კავშირში არანაირად არ მოდის. ბალისტიკური დაცვა ცალკე აღინიშნება და ნაღმდგრადობა ცალკე – ანუ თუ ბალისტიკური დაცვა STANAG–4569 Level-3 ხარისხისაა ეს არ ნიშნავს რომ ნაღმდგრადობაც უცილობლად მაგ ხარისხისა იქნება. ამისი უამრავი მაგალითი არსებობს:
  • რუსული ჯავშანმანქანა Тигр А6 - ამ მანქანის ბალისტიკური დაცვა ნატოს STANAG–4569 Level-3 შეესაბამება, ხოლო ნაღმდგრადობა STANAG–4569 Level-2–ია (6კგ ტროტილი საბურავის ქვეშ).
  • სამხრეთ აფრიკისა და საუდის არაბეთის MRAP Nyoka Mk-2 (Masmak) – ბალისტიკური დაცვა STANAG 4569 Level 3, ნაღმდგრადობა STANAG 4569 Level 4A და 4В.
  • იტალიური ჯავშანმანქანა IVECO LMV - ბალისტიკური დაცვა STANAG 4569 Level 3, ნაღმდგრადობა STANAG 4569 Level 2.
  • სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჯავშანმანქანა REVA-III–ის სტანდარტული ვერსია – ბალისტიკური დაცვა STANAG 4569 Level 2, ნაღმდგრადობა STANAG 4569 Level 3B.
  • ამერიკული საინჟინრო მანქანა Buffalo 6x6, 23 ტონიანი მანქანას შემდეგი დაცვა გააჩნია – ბალისტიკური დაცვა STANAG 4569 Level 3, ნაღმდგრადობა კატეგორია არ ვიცი, მაგრამ საბურავების ქვეშ 20კგ ტროტილი, კორპუსის ფსკერის ქვეშ 13კგ.
ამგვარი მაგალითები ბევრი არსებობს, უბრალოდ ის რომ ნაღმდგრადობა და ბალისტიკური დაცვა ცალცალკე იზომება ეს სიახლე არაა, მაგალითად ჯავშანტრანსპორტიორი LAV-25 წინიდან 30მმ, ხოლო ბორტებიდან 12,7მმ კალიბრის ტყვიებს უძლებს რაც შესაბამისად STANAG 4569 Level 5 და Level 4–ის შესაბამსია და ამ დროს მანქანის ნაღმდგრადობა Level –1–ზე ოდნავ უკეთესია. 
კიდევ ერთი მომენტი – STANAG 4569 Level 3 არ უდრის 10კგ ტროტილს, Level 3 დონის დაცვა უზრუნველყოფს 8კგ ტროტილის ექვივალენტი ასაფეთქებელი მასალისგან დაცვას. რაც "დიდგორი"–ს წონიდან გამომდინარე თავისთავად ძალიან დიდ ეჭვს იწვევს – 7 ტონიანი მანქანა და მაგ დონის დაცვით ძნელად თუ მოიძებნება მსოფლიოში. ყველაზე კარგი მაჩვენებელი წონა–ნაღმდგრადობის მხრივ დღეს–დღეობით ზემოთ მოყვანილ სამხრეთ აფრიკულ REVA–ს გააჩნია – მისი წონა 8 ტონაა, ხოლო ნაღმდგრადობა STANAG 4569 Level 3B ხარისხისაა, რაც ფსკერის ქვეშ 8კგ ტროტილისგან დაცვას ნიშნავს (დაწვრილებით მანქანის შესახებ – REVA-III 4x4). ამგვარად მაქსიმალურად უკეთეს შემთხვევაში რაც ჩვენს "დიდგორ"–ს შეიძლება რომ ჰქონდეს ეს არის 6კგ ფსკერის ქვეშ და ეს დამიჯერეთ ამ წონის მანქანისათვის ალბათ საუკეთესო მაჩვენებელი იქნება.
რა თქმა უნდა ზემოთ მოყვანილი გამოცდები 60x60სმ ჯავშანფილაზე არანაირად არ ამტკიცებს იმას რომ "დიდგორი" 8 ან თუნდაც 6კგ ტროტილს უძლებს. უბრალოდ შეუძლებელია ჯავშნის ბალისტიკური გამოცდებით მანქანის ნაღმდგრადობა დაადგინო. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენს მანქანებს ნაღმდგრადობა არ გააჩნიათ. ამიტომ ჯობია დაველოდოთ სანამ ოფიციალურად არ გახმაურდება ეს ტექნიკური მახასიათებელი, მანამდე კი რაც ფოტოსურათები გაგვაჩნია იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ქართული ჯავშანმანქანას ნაღმდგრადობის კონსტრუქცია არ გააჩნია (საუბარია V–სებურ ფსკერზე).