შტატ ვისკონსინში, ქალაქ ოშკოშში გამართულ ავიასალონ EAA-ზე, გამანადგურებელი F-22 Raptor-ის გამოსვლა მთავარ მოვლენად იქცა. Raptor-ების დემო ჯგუფი ვირჯინიაში დისლოცირებული ლენგლის ავიაბაზიდან ჩამოფრინდა. ჯგუფის ერთ-ერთ გამანადგურებელს კოროზიისგან ძალიან დაზიანებული კორპუსი აღმოაჩნდა, კერძოდ კი ფანარის წინ, ცხვირის ზედა ნაწილზეა საუბარი (თუმცა კოროზია კორპუსის სხვა ადგილებზეც შეიმჩნეოდა).
აღნიშნული სექცია იმდენად იყო დაზიანებული, რომ აშკარად ჩანდა ის უცნაური ზედაპირი რაც საღებავებისა და რადიომშთანთქავი საფარველის ქვეშ იმალება.
როგორც ფოტოებზე ჩანს ეს არაა მხოლოდ ზედაპირის კოროზია - როგორც ჩანს გარე საღებავის ქვეშ არსებული რადიომშთანთქავი მასალა (Radar-Absorbent Material - შემოკლებით RAM) სრულიად გაქრა. როგორც ჩანს ცხვირის ზედა ნაწილში ხვრელებს დაუღიათ პირი, მაგრამ რეალობაში ეს ასე არაა. დაკვირვების შედეგად ხვდები რომ ამ მონაკვეთზე ნახევრადგამჭვირვალე საფარველია, რომელიც ქმნის ერთგვარ გარსსაცმს ან ნაჭუჭს, რომელიც შიდა, ქაფისმაგვარი სტრუქტურის ლამინირებას ახდენს. მაგრამ F-22-ის ცხვირი მაინც ცარილად გამოიყურება.
სარაკეტო გაშვების გაფრთხილების AN/AAR-56-ის ოპტიკური სენსორის ფანჯარაც კი თითქსო ჰაერშია გამოკიდებული. ეს რომ მართლა ხვრელები და სიცარიელეები ყოფილიყო, მაშინ ფრენის მომენტში მოხდებოდა მათო მოგლეჯვა, დეტალების ვიბრირება და გამოიწვევდა უარყოფით ეროდინამიკურ და ამროტიზაციულ ეფექტს და კიდევ სხვა მრავალ პრობლემას. მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ ვუმზერთ მასალათმცოდნეობის და მშენებლობის რეალურად სასწაულ მეცნიერებას, რომელიც ჩვენთვის სრულიად უცნოლბი და უცხოა და რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რაც აქამდე მე-4 თაობის გამანადგურებლებზე იყო გამოყენებული.
თვითონ ვრცელი სტატია F-22-ის სპეცსაფარველისა და მასზე მუშაობის შესახებ და ბევრი სხვა საინტერესო დეტალებით შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე - These Images Of An F-22 Raptor's Crumbling Radar Absorbent Skin Are Fascinating
P.S. F-22-ის სპეციალური საფარველის აღდგენას სამ კვირამდე დრო ესაჭიროება - ხდება დაზიანებული ზედაპირის ამოჭრა, გახეხვა და გასუფთავება, შემდეგ ისევ რადიომშთაქავი საფარველით დაფარვა და ზემოდან საღებავის სგადასმა. თვითონ პროცედურა ტოქსიკურ მასალებთან ურთიერთობას მოიცავ, ამიტომაც ტექპერსოსნალი სპეციალური კოსტუმებით მუშაობს - ამ კოსტუმების გამო ამ ადამიანებს "მარსიანელებს" უწოდებენ.




