შტატ ვისკონსინში, ქალაქ ოშკოშში გამართულ ავიასალონ EAA-ზე, გამანადგურებელი F-22 Raptor-ის გამოსვლა მთავარ მოვლენად იქცა. Raptor-ების დემო ჯგუფი ვირჯინიაში დისლოცირებული ლენგლის ავიაბაზიდან ჩამოფრინდა. ჯგუფის ერთ-ერთ გამანადგურებელს კოროზიისგან ძალიან დაზიანებული კორპუსი აღმოაჩნდა, კერძოდ კი ფანარის წინ, ცხვირის ზედა ნაწილზეა საუბარი (თუმცა კოროზია კორპუსის სხვა ადგილებზეც შეიმჩნეოდა).
აღნიშნული სექცია იმდენად იყო დაზიანებული, რომ აშკარად ჩანდა ის უცნაური ზედაპირი რაც საღებავებისა და რადიომშთანთქავი საფარველის ქვეშ იმალება.
როგორც ფოტოებზე ჩანს ეს არაა მხოლოდ ზედაპირის კოროზია - როგორც ჩანს გარე საღებავის ქვეშ არსებული რადიომშთანთქავი მასალა (Radar-Absorbent Material - შემოკლებით RAM) სრულიად გაქრა. როგორც ჩანს ცხვირის ზედა ნაწილში ხვრელებს დაუღიათ პირი, მაგრამ რეალობაში ეს ასე არაა. დაკვირვების შედეგად ხვდები რომ ამ მონაკვეთზე ნახევრადგამჭვირვალე საფარველია, რომელიც ქმნის ერთგვარ გარსსაცმს ან ნაჭუჭს, რომელიც შიდა, ქაფისმაგვარი სტრუქტურის ლამინირებას ახდენს. მაგრამ F-22-ის ცხვირი მაინც ცარილად გამოიყურება.
სარაკეტო გაშვების გაფრთხილების AN/AAR-56-ის ოპტიკური სენსორის ფანჯარაც კი თითქსო ჰაერშია გამოკიდებული. ეს რომ მართლა ხვრელები და სიცარიელეები ყოფილიყო, მაშინ ფრენის მომენტში მოხდებოდა მათო მოგლეჯვა, დეტალების ვიბრირება და გამოიწვევდა უარყოფით ეროდინამიკურ და ამროტიზაციულ ეფექტს და კიდევ სხვა მრავალ პრობლემას. მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ ვუმზერთ მასალათმცოდნეობის და მშენებლობის რეალურად სასწაულ მეცნიერებას, რომელიც ჩვენთვის სრულიად უცნოლბი და უცხოა და რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რაც აქამდე მე-4 თაობის გამანადგურებლებზე იყო გამოყენებული.
თვითონ ვრცელი სტატია F-22-ის სპეცსაფარველისა და მასზე მუშაობის შესახებ და ბევრი სხვა საინტერესო დეტალებით შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე - These Images Of An F-22 Raptor's Crumbling Radar Absorbent Skin Are Fascinating
P.S. F-22-ის სპეციალური საფარველის აღდგენას სამ კვირამდე დრო ესაჭიროება - ხდება დაზიანებული ზედაპირის ამოჭრა, გახეხვა და გასუფთავება, შემდეგ ისევ რადიომშთაქავი საფარველით დაფარვა და ზემოდან საღებავის სგადასმა. თვითონ პროცედურა ტოქსიკურ მასალებთან ურთიერთობას მოიცავ, ამიტომაც ტექპერსოსნალი სპეციალური კოსტუმებით მუშაობს - ამ კოსტუმების გამო ამ ადამიანებს "მარსიანელებს" უწოდებენ.
თემა მარტივია, არაფერი ზებუნებრივი მანდ არაა, ადგილი აქვს ამ აპარატის რაღაცასთან დაჯახებას. მაგ ადგილზე შეასკდა, დიდი წილთ ფრინველს. ზომით უნდა ყოფილიყო სადღაც იხვის ან ბატის ხელა.
ReplyDeleteეგ რადიო შთანმთქავიზ მასალა არაფერია თუ არა ჩვეუელბრივი ე.წ. კომპოზიტი, რომელსაც დაფიფქული აქვს გარედან თუ შიგნიდან გარკვეული რადიო ჩამხშობი ან ამრეკლავი ნივთიერებები, პლიუს ფენებს შორის აქვს ჩატანებული გარკვეული ფირები, რომლებიც აირეკლავენ და განუსაზღვრელი მიმართულებით უშვებენ რადიო ტალღებს.
მანდ რასაც ვხედავთ ეგაა რომ ზედაირი არის დაბზარული, ბზარები წავიდ წამოვიდა. მერე მალევე არ მიხედეს როგორც ჩანს, ან ავარიის მომენტის შემდეგ წვიმაშიც მოუწია ფრენა, შედეგად ჭუჭყით გამოევსო ის ბზარები.
დიდი წილით არ მიხედეს. არ არის ნამეტანი საპასუხისმგებლო არე თვითმფრინავისთვის, სავარაუდოდ ის ამთვლელი გამოცვალეს და ეგაა, დანარჩენი ეტყობა ეგ პანელი მაინც ახერხებდა თავისი ფუნქციის შესრულებას, ხო და როგორც მოგეხსენებათ მხოლოდ მაგ პანელის გამოცვლა ალბათ სამხედრო ნაწილს მინიმუმ ნახევარი ლიმონი დაუჯდებოდა. ამიტომაც გაუშვეს და მასე დაფრინავდა.
ფრინველის შეჯახება არაა - ადგილია ისეთი, რომ განიცდის დიდ დატვირთვას ფრენისას და შედეგიც სახეზეა - საფარველის კოროცია და ნაწილ-ნაწილ მოძრობა. პლიუს ჟანგები წამოვიდა. მაგის გარდა გვერდებზეცაა ჯაგნები გამოსული. მილიონი ა რდაჯდება, მაგრამ საკმაოდ ძვირი ჯდება - დაიზანებულ საფარველს აჭრიან და ახალს აყენებენ ხოლმე როგორ ცწესი.
Deleteგვერდითა პანელის მოქლობებშიც ძალიან დაბზარული და დაჟანგებული არეებია. იქაც ხო იხვი არ მოხვდებოდა არა?
ReplyDeleteფანრის წინა მონაკვეთი კი სადაც ყველაზე ძალიანაა დაზიანება, მართალაც კრიტიკული წერტილია აეროდინამიკულ თვალსაზრისით. (მკვეთღი შემხვედრი კუთხე მომხვდური ჰაერის ნაკადის მიმართ).
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს "ხვლიკები" სუპერკრუზით ხასიათდება, უნდა ვივარაუდოთ რომ კონკრეტულად მაგ წერტილში ყველაზე მეტი თერმული გადატვირთვები მოდის. ხშირი გაცხელება- გაცივების პირობებში მიკრო ბზარების წარმოშვება, რომლებშიც მოხვდა სინესტე და ღრმად გაუჯდა კოროზია.
ასევე არაა გამორიცხული ეს ის ტაიფუნში (მგონი კოლორადოს შტატი. იყო ამ ბლოგზე ინფო) მოყოლილი რაპტორებიდან იყოს ერთერთი, რომელიც თავიდან არ ჩათვალეს იმ ხარისიხით დაზინაბულად რომ რემონტზე გაეშვათ, ხოლო ფრენებისას კი იჩინა თავი ფარულმა დაზიანებებმა.
ან სულაც ყველა ჩამოთვლილი ერთად დაატყდა თავს და ასეთნაირად დაზიანდა. :)