Saturday, August 3, 2019

პენტაგონის სამხედრო შესყიდვების რადიკალური ზრდა


საკმაოდ საინტერესო დოკუმენტი, სახელწოდებით DEPARTMENT OF DEFENSE SELECTED ACQUISITION REPORTS (SARS) DECEMBER-2018., რომელშიც ასახულია 2018 წლიდან დღემდე შესყიდვების ზრდის დინამიკა.

მაგალითად:

  • DDG-51 Arleigh Burke-ს ტიპის ნაღმოსნების რაოდენობა 95-დან 97-მდე გაიზარდა (2018 წლამდე დაგეგმილი ხომდების რაოდენობა 87 იყო).
  • JDAM ბომბების შესყიდვები 336,433 ერთეულიდან 370,219 ერთეულამდე გაიზარდა.
  • AIM-9X Block 2 და  Block 2+ ტიპის რაკეტების შესყიდვა გაორმაგდა - რაოდენობა ფლოტმა 3,352 ცალიდან 6,309 ცალამდე, ხოლო ავიაციამ 2,648 ცალიდან 5,326 ცალამდე, გაზარდა.
  • Patriot-ის გზაგადამჭრელი, PAC-3 MSE ტიპის რაკეტების, შეკვეთის მოცულობა 1,723 ცალიდან 3,100 ცალამდე გაიზარდა.
  • M109 PIM-ების რაოდენობა გაიზარდა 574-დან 689-მდე.
  • KC-130J-ბის რაოდენობა გაიზარდა 104-დან 111-მდე.
  • LPD-17 San Antonio-ს ტიპის სადესანტო ხომალდების რაოდენობა 13-დან 26-მდე.
  • სახომალდო ბაზირების SM-6 ტიპის ანტირაკეტების რაოდენობა 1,800 ცალიდან 2,331 ცალამდე გაიზარდა. FY2024-დან SM-6 Block IA-წარმოება წელიწადში 120-დან 189 ხალამდე  გაიზრდება.

No comments:

Post a Comment