Tuesday, July 30, 2019

კოსმოსის მილიტარიზაცია - 2030 წლისთვის თანამგზავრებს ლაზერით აღჭურვავენ

გასული წლის სექტემბერში საფრანგეთის მთავრობამ რუსეთი "კოსმოსურ შპიონაჟში" დაადანაშაულა - რუსული რადიოდაზვერვის თანამგზავრი «Олимп»-ი ფრანგულ სამხედრო კავშირის თანამგზავრ "Athena-Fidus"-ს ძალიან მიუახლოვდა და აედევნა. 

როგორც მაშინ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ფლორენს პარლიმ (Florence Parly) განაცხადა "თანამგზავრი იმდენად ახლოს იყო, რომ ჩვენი ვარაუდით ის ჩვენი და ჩვენი მოკავშირეების სიგნალების მოსმენას ცდილობდა - ეს არა მხოლოდ არამეგობრული საციელია, ეს უბრალოდ შპიონაჟია".




გასულ კვირას, ლიონე-მონტ-ვერდენის ჰსთ ბაზაზე, პარლიმ ახალი "კოსმოსური თავდაცვის სტრატეგიის" დეტალების შესახებ ისაუბრა. "გაძ₾იერებული კოსმოსური თავდაცვის არსებობა აბსოლიტურად აუცილებელია - დასძინა მან - საფრთხის ქვეშაა ჩვენი გამოხატვის თავისუფლება და კოსმოსთან წვდომა და მოქმედება". როგორც ფრანგებმა განაცხადეს - 2019 წლის ზაფხულში კოსმოსი საბოლოოდ გახდა "მოქმედების ველი".

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა წარმოადგინა თანამგზავრებზე დამონტაჯებული კამერები, ტყვიამფრქვევები და ლაზერები, რომლებსაც შეუძლიათ უთვალთვალონ საფრთხეებს და შემდეგ მოახდინონ მათი მოგერიება. "ამისი მიღწევა შესაძლებელია ტყვიამფრქვევებით, რომლებიც თანამგზავრის მზის მპანელებს გაანადგურებენ, ან ლაზერებით, რომლებიც დააბრმავებენ ან გაანადგურებენ თანამგზავრს" - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. მინსტრს ასევე ხაზი გაუსვა ორ საინტერესო იდეას - პირველი მას სურს დაბალორბიტალური ნანოთანამგზავრების ხროვების გაშვება - "რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტების გარშემო იქნებიან განთავსებული" და მეორე უნდა არსებობდეს "მოწინააღმდეგის მიერ განადგურებული თანამგზავრების დროებით შემცვლელები".

გეგმებში ასევე შესულია ისეთი ფრანგული თავდაცვისა და აეროკოსმოსური გიგანტების, როგორებიცაა ArianeGroup, Airbus და Thales, დაფინანსება. პარლიმ, განცხადების გაკეთების მომენტში, 2025 წლამდე სამხედრო-კოსმოსური ხარჯებისთვის უკვე გამოყოფილ 4,3 მილიარდ ევროსთან (4,8 მილიარდი აშშ დოლარი) დამატებით კიდევ 700 მილიონი ევრო (780 მილიონი აშშ დოლარი) გამოყო.

ამ ბოლო მოვლენების ფონზე, საფრანგეთში (და არა მარტო) აღიარებენ, რომ კოსმოსში ქცევის წესები კარდინალურად უნდა შეიცვალოს. და მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული მთავრობა ხაზგასმით ამბობდა რომ ეს ნაბიჯები მხოლოდ დ ამხოლოდ თავდაცვით ხასიეთ ატარებს, მაინც აღსანიშნავია, რომ დღეს უცხოურ თანამგზავრზე ფიზიკური თავდასხმა საერთაშორისო ნორმებით აკრძალულია.

ადამიანის მთვარეზე დაჯდომიდან ორმოცდაათი წლის მერე საფრანგეთში მომხდარი ძვრები იმაზე მიგვანიშნებს რომ, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მსოფლიო რადიკალურად განსხვავებულ კოსმოსურ რბოლაში ერთვება.

No comments:

Post a Comment