Thursday, September 10, 2015

ქსმ "Драгун"

ამა წლის 9 სექტემბერს, ნიჟნი ტაგილში გაიხსნა შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალების მე–10 საერთაშორისო გამოფენა Russia Arms Expo 2015–ზე (RAE-2015) წარმოდგენილ БМП-3–ის ორი ახალი მოდიფიკაციიდან (Драгун და Деривация) "დერივაციის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი, ამჯერად წარმოგიდგენთ "დრაგუნს":
"დრაგუნი" БМП-3–ის კონსტრუქციის ღრმა მოდერნიზაციაა, მანქანაში ძრავა–ტრანსმისიის განყოფილება წინაა გადატანილი, ხოლო ჩვეულებრივი საბრძოლო მოდული დისტანციური საბრძოლო მოდულითაა ჩანაცვლებული, რომელიც თავის მხრივ БМП-3–ის შეიარაღებას, 100მმ–იან ქვემეხ 2А70 და 30მმ–იან ავტომატურ ქვემეხ 2А72–ს ინარჩუნებს. მანქანა დესანტირებისთვის აპარელითაა აღჭურვილი, ხოლო თვითონ დესანტისთვის სპეციალური, დაკიდებული სავარძლებია გათვალისწინებული.
 

 ქსმ "Драгун"-ის ტტმ

ქსმ "Деривация"

ამა წლის 9 სექტემბერს, ნიჟნი ტაგილში გაიხსნა შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალების მე–10 საერთაშორისო გამოფენა Russia Arms Expo 2015 (RAE-2015), რომელზეც ღია სააქციონერო საზოგადოება "მანქანათმშენებლობის სპეციალურმა საკონსტრუქტორო ბიურომ " (ОАО "СКБМ") და "კურგანის მანქანათშენებელმა ქარხანამ"  (ОАО "Курганский машиностроительный завод") რამოდენიმე სიახლე წარმოადგინეს, მათ შორის იყო БМП-3–ის ორი ახალი მოდიფიკაცია, სახელწოდებით "დრაგუნი" (Драгун) და "დერივაცია" (Деривация).
გავრცელებული ინფორმკაციის თანახმად "დერივაცია" წარმოადგენს 57მმ–ნი ქვემეხის (სავარაუდოდ А-220М) მქონე საბრძოლო მოდულით აღჭურვილ БМП-3–ს. 



 ქსმ  "Деривация"–ს ტტმ


Tuesday, September 8, 2015

HELISOTA–ს მიერ მოდერნიზირებული ქართული Ми-8МТВ

ამ ვერტფრენის შესახებ უკვე ვწერდი – სამაშველო "რვიანი". ამჯერად ამ ვერტმფრენის  შესახებ რამოდენიმე დეტალს წარმოგიდგენთ.


მანქანა ლიტვაში, ქალაქ კაუნოში მდებარე კომპანია HELISOTA–ს მიერაა გარემონტებულ–მოდერნიზირებული. მოდერნიზაციის შედეგად როგორც აღვნიშნეთ მანქანამ ვიზუალური დათვალიერების შედეგად შემდეგი აღჭურვილობა მიიღო:

  • ამერიკული კომპანია spectrolab–ის მრავალსპექტრალური ილუმინატორი  SX-16 Nightsun® IFCO (მწარმოებლის ვებგვერდი – SPECTROLAB)
  • რუსული წარმოების ჯალამბარი ЛПГ-150 (150 კილო ტვირთის აწევის შესაძლებლობით და 40 მეტრიანი ფოლადის გვარლით).
  • რუსული წარმოების ქანქარიანი ვიბროშამხშობი ГВ 8АТ-1250.
  • კავშირგაბმულობის და ნავიგაციის ახალი სისტემები.
  • გაურკვეველი მწარმოებლის FLIR
HELISOTA–ს მიერ მოდერნიზირებული ქართული Ми-8МТВ-ს საფრენოსნო გამოცდები

პროჟექტორი SX-16 Nightsun® IFCO და მისი ტტმ



ქანქარიანი ვიბროჩამხშობი ГВ 8АТ-1250.
 

ჯალამბარი ЛПГ-150

FLIR

ვერტმფრენის კაბინა სავარაუდოდ ასე ფამოიყურება