Sunday, December 6, 2015

აშშ–ს საჰაერო ძალები საჰაერო შეიარაღების დეფიციტს განიცდის


გაზეთ USA Today–ში აშშ–ს ავიაციის მიერ საბრძოლო მასალების საწყობების დაცლის შესახებ საკმაოდ საინტერესო სტატია დაიბეჭდა.

სტატიიდან ფაქტების მოკლე ამონარიდი რომ გავაკეთოთ მივიღებთ შემდეგ ინფორმაციას:
– მიმდინარე კომპანიაში აშშ–ს საჰაერო ძალებმა 20 000–ზე მეტი საავიაციო დამაზიანებელი საშუალება გამოიყენეს (მხოლოდ საჰაერო ძალებმა, რადგანაც საერთო ციფრი ოქტომბრის ბოლოს 28 500 აღწევდა).

– გასული ივლის–აგვისტოს განმავლობაში თვითმფრინავები გაფრენებიდან მხოლოდ ნახევარ შემთხვევაში ახდენდნენ იარაღის გამოყენებას. ოქტომბერში ამ მაჩვენებელმა 60% ხოლო ნოემბერში 65% მიაღწია.

– არმიის გენერლის, ლლოიდ ოსტინის (Lloyd Austin) განცხადების თანახმად ავიადარტყმების შედეგად ISIS–ის დანაკარგებმა 23 000 კაცს მიაღწია. 

ეს კომპანია აშშ–მ 2014 წლის აგვისტოში წამოიწყო, როდესაც ერაყში ისლამური სახელმწიფოს პოზიციების დაბომბა განახორციელა, ხოლო სირიაში ავიადარტყმები ერთი თვით გვიან განახორციელა.

პენტაგონის წარმომადგენლების თანახმად საბრძოლო მარაგების საწყობები მალე ცარიელდება და ამიტომ საჭიროა ახალი შეკვეთების განთავსება.

წყარო:

6 დეკემბერი – უკრაინის შეიარაღებული ძალების დღე


ჩვენი მოძმე ერის, უკრაინის არმია დღეს დაბადების დღეს აღნიშნავს, 6 დეკემბერი უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეა – მივულოცოთ და ვუსურვოთ გამარჯვება მონღოლურ ორდაზე.

ამ დღესთან დაკავშირებით სტუდია AZMT Production–მა საკმაოდ ეფექტური ვიდეო ჩაწერა

მე–5 არხის მიერ გადაღებული ვიდეო

Saturday, December 5, 2015

ჯავშანმანქანა "Дозор-Б"–ს პირველი პარტია

ჯავშანმანქანა "Дозор-Б"-ეს პირველი პარტია უკვე კიევშია

Thursday, December 3, 2015

RAF vs ISIS

ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალებმა ისლამური სახელმწიფოს, ISIS–ის, წინააღმდეგ საჰაერო ოპერაცია, სახელწოდებით "Defeating Daesh" წამოიწყო. ამ მიზნით ბრიტანეთიდან, ავიაბაზა Lossiemouth–იდან კუნძულ კვიპროსსზე, ავიაბაზა Akrotiri–ზე 6 ცალი მრავალფუნქციური გამანადგურებელი, EF-2000 Typhoon, გადაფრინდა. მანამდე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ კვირპოსზე მდებარე ბრიტანული ავიაბაზიდან საბრძოლო გაფრენები უკვე განახორციელეს Tornado–ებმა.


Wednesday, December 2, 2015

F-16–ბის მშიერი ხროვა

აშშ–ს საჰაერო ძალების გამანადგურებელი F-16C Fighting Falcon–ები ოპერაცია "უდაბნოს ქარიშხლის" დროს ახორციელებენ საწვავის საჰაერო გამართვას საჰაერო ტანკერ KC-135 Stratotanker–ებიდან


P.S. 29 გამანადგურებელი 4 ცალ საჰაერო ტანკერზე!!!

Monday, November 30, 2015

თვითმავალი ბლოკ–პოსტი ერაყული არმიისგან

ერაყის არმიამ ქ. რამადს მომარაგების გზები გადაუჭრა და იერიშისთვის ემზადება. გაშლის წინა ერაყულ არმიაში საინტერესო ჯავშანი იქნა შემჩნეული:

P.S. დანარჩენ მანქანებზე ალბათ ტომრები და ქვიშა არ ეყოთ.

თურქეთმა სირიის საზღვრისკენ ათასზე მეტი ჯავშანმანქანა გადაისროლა

თურქეთმა, 1-ლი არმიის პასუხისმგებლობის ზონიდან, თრაკიაში, დოგადან (აღმოსავლეთ თრაკია) სირიის საზღვრისკენ ჯავშანტექნიკა გააგზავნა, რომელიც მე-5 ჯავშანსატანკო ბრიგადას შეერწყმება. მთლიანობაში საზღვართან გადასროლილი ათას ერთეულამდე ჯავშანტექნიკა - ტანკები, თსდ-ები და ზცრს-ები.
თურქეთის 1-ლი არმია (საბერძნეთის თეატრი) შესდგება 4 ჯავშანსატანკო ბრიგადისგან, 7 მექანიზირებული ბრიგადისგან და 2 ქვეითი დივიზიისგან, სირის საზღვართან ამ მომენტისთვის გადასროლილია 100 ცალამდე 155-მმ-ნი თსდ Firtina (სულ არსებული 272 ცალიდან).
1-ლი არმიის შემადგენლობაში შედის 1000 ცალამდე ტანკი, მათ შორის 339 ცალი Leopard-2A4, 36 ცალი მობილური სრაკეტო დანადგარი Yildirim, 12 ცალი დანადგარი M270. ზემოთ მოყვანილი Firtin-ების გარდა კარმიის შემადგენლობაშია 600 ცალამდე მოძველებული საარტილერიო სისტემები - M44T1, M107 და M110 A2 . საბერძნეთის დაზვერვის თანახმად 1-ლი არმიის ჯავშატექნიკის 25% უკვე სირიის საზღვართანაა გადასროლილი. 

ასევე ვრცელდება ინფორმაცია რომ ევროსის რეგიონიდან, 1–ლი არმიის პასუხისმგებლობის ზონიდან, სირიის საზღვრისკენ გადასროლილი იქნება 120მმ–ნი ქვემეხებით აღჭურვილი Leopard-2A4, რომლებსაც რუსულ Т-90А-სთან ბრძოლისას წარმატების უფრო მეტი შანსი აქვს ვიდრე M60T SABRA–ს.
თურქული ტანკების ტრანსპორტირება ყველა საშუალებით ხორციელდება – სარკინიგზო გზებით, სატანკო გამწეებით. მთლიანობაში ათას ერთეულამდე ტანკის, საარტილერიო დანადგრაის, ქსმ/ჯტრების და თვითმავალი სარაკეტო დანადგარების გადასროლა ხდება დასავლეთ თურქეთიდან სირიის მიმართულებით.
defence-blog.com–ის თანახმად სირიის საზღვართან თურქეთის არმიამ დიდი რაოდენობით საბრძოლო ტექნიკასა და პირად შემადგენლობას მოუყარა თავი.ასევე ცნობილი გახდა რომ რუსეთი და სომხეთი თურქეთის საზღვართან ათასობით ჯარისკაცსა და საბრძოლო ტექნიკას უყრის თავს. ამის შესახებ მასმედია რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინიზტროს წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. არსებული ინფორმაციის თანახმად, 29 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ბრძანება გასცა 58–ე არმიის მიერ თურქეთ–სომხეთის საზღვართან ძალების გაშლის შესახებ.




Tuesday, November 24, 2015

ამბოხებულებმა TOW–ით რუსული Ми-8 გაანადგურეს

დღეს თურქეთის საჰაერო ძალების კუთვნილმა F–16–მა, როგორც თურქები აცხადებენ თურქეთის საჰაერი სივრცეში შეფრენილი რუსეთის საჰაერო ძალების Су-24М ჩამოაგდო.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს – რუსი პილოტების ევაკუაციის მიზნით, მათი დაშვების ადგილზე განხორციელდა სამაშველო–სამძებრო ოპერაცია, რომელშიც მიზიდული იქნა ორი ვერტმფრენი Ми-8 (მაგრამ ვიდეოს მიხედვით ერთი Ми-8 და ერთი Ми-24). ოპერაციის დროს ერთმა ვერტმფრენა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიიღო დაზიანება და ნეიტრალურ ტერიტორიაზე განახორციელა იძულებითი დაშვება. ერთი კონტრაქტზე მყოფი საზღვაო ქვეითი დაიღუპა.
გატარებული ღონისძიებების შედეგად სამძებრო–სამაშველო ჯგუფის და ვერტფმფრენის ეკიპაჟის ევაკუირება მოხერხდა და ამჟამად ავიაბაზ "ჰმეიმზე" იმყოფებიან. ბანდფორმირებბების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ვერტმფრენის ნაღმტყორცნით განადგურება განხორციელდა (რეალობაში ვერტმფრენი ტსმრ TOW–ით გაანადგურეს, იხილეთ მოყვანილი ვიდეო).


ჩამოგდებული რუსული ბომბდამშენის ეკიპაჟის მოსაძებნად და გადასარჩენად ოპერაცია ისევ გრძელდება.

რუსეთის გენერალური შტაბის ბრიფინგი მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით


პირველი საბრძოლო გაფრენები "Charles de Gaulle"–დან


გუშინ, 23 ნოემბერს, პარიზის დროით დილის 12:30 ავიამზიდ "Charles de Gaulle"–დან ერაყის თავზე გამანადგურებლებმა მიმდინარე მივლინების ფარგლებში პირველი საბრძოლო გაფრენები განახორციელეს (ავიამზიდის გამგზავრების შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი – ავიამზიდები ომში მიდიან). ორმა Rafale-M–მა დარტყმები მიიტანა ISIS–ის სამიზნეებზე, ერაყში – რამადზე (მებრძოლთა დაჯგუფებებზე) და მოსულში (საარტილერიო პოზიციაზე).
იმავე საღამოს, გამანადგურებელთა ოთხეულმა კიდევ ერთი გასვლა განახორციელა, ამჯერად სახალიფოს დედაქალაქში, რაქაში მდებარე სამეთაურო პუნქტზე, სატრანსპორტო საშუალებების სადგომზე და ავტოსარემონტოზე.
პარალელურ რეჟიმში მუშაობას აგრძელებენ ფრანგული Mirage-2000-ბი იორდანიიდან და Rafale–ბი საემირატოდან.


წყარო: