Sunday, January 17, 2016

სამხრეთ კორეამ ტანკ K2-ის სერიული წარმოების გაშლა დაიწყო

სამხრეთკორეული გაერთიანება Hyundai Rotem-ის (რომელიც Hyundai Motor Group-ში შედის) განცხადების თანახმად, 2015 წლის 25 ნოემბერს, ჩხანვოეში მდებარე საწარმოში დაამზადა და კორეის თავდაცვის სამინისტროს გადასცა მე-100 სერიული ძირითადი საბრძოლო ტანკი К2 Black Panther. ამასთანავე ეს ტანკი საბოლოო К2-ია, რომელიც აღჭურვილი იქნება უცხოური ძრავა-ტრანსმისიის განყოფილებით, რომლის შემადგენლობაშიც შედის გერმანული დიზელის ძრავა MTU MT883 და ავტომატური ტრანსმისია Renk.

ჩხანვოის საწარმოოში დამზადებული პირველი სერიის ბოლო, მე-100 ტანკის გადაცემის ცერემონიალი


ამგვარად კომპანია Hyundai Rotem-მა უმოკლეს ვადებში დაასრულა 2014 წლის 29 დეკემბერს სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სააგენტოსთან (Defense Acquisition and Procurement Agency - DAPA) გაფორმებული 901,5 მილიარდ ვონის (820 მილიარდი დოლარი) ღირებულების კონტრაქტის რეალიზაცია, რომლის თანახმადაც მწარმოებელმა არმიას 100 სერიული ტანკი K2 მიაწოდა. კონტრაქტის რეალიზაცია მის ფორმალურ ხელმოწერამდე ადრე დაიწყო - ჩხანვონეში აწყობილი პირველი სერიული K2-ების მიწოდება 2014 წლის ნოემბერში განხორციელდა. ამგვარად , Hyundai Rotem-მა სულ რაღაცა ერთ წელიწადში დაასრულა ტანკ K2-ის პირველი სერიული 100 ტანკის გამოშვება - რითაც დემონსტრირება გაუკეთა სამხრეთ კორეის თანამედროვე წარმოების შესაძლებლობებს. დამზადებული მანქანები არმიას 2017 წლის დასაწყისამდე უნდა გადაეცეს.
ტანკ К2-ის პირველი 100 მანქანიანი პარტიის დასრულებასთან დაკავშირებულ პრეს-რელიზში კომპანია Hyundai Rotem-ი ასევე იუწყება რომ უკვე დაიწყო ტანკების მეორე პარტიაზე მუშაობა. სამხრეთკორეული წყაროების თანახმად მეორე პარტიაც 100 მანქანისგან შესდგება.
პარტიებს შორის ძირითადი სხვაობა ძრავა-ტრანსმისიის განყოფილებაში იქნება, კერძოდ მეორე პარტიის მანქანები კორეული წარმოების 1500 ცხენისძალიან დიზელის ძრავა Doosan Infracore DV27K და ავტომატურ ტრანსმისია S & T Dynamics EST15K (ექვსი სიჩქარე წინ და სამი უკან) მიიღებენ. როგორც ცნობილი ხდება კომპანია Doonsan Infracore-მ (შედის Doonsan-ის ჯგუფის შემადგენლობაში) პირველი სატანკო ძრავა DV27K 2015 წლის ნოემბრის ბოლოს დაამზადა.
შეგახსენებთ, რომ ტანკი  K2 სამხრეთკორეული თავდაცვითი სააგენტოსა და Hyundai Rotem-ის მიერ 1995 წლიდან იქმნებოდა, მაგრამ პროგრამა საგრძნობლად გაიწელა, რაც მის შიდა წარმოების ძრავა-ტრანსმისიის, რომლებსაც თავდაპირველი გერმანული ძრავა ტრანსმისია უნდა ჩაენაცვლებინა,  სამუშაო დონემდე მიყვანის პრობლემებთან იყო დაკავშირებული (რომლებიც შესაბამისად Doosan Infracore და S & T Dynamics მიერ იქმნებოდა).
2012-2014 წლებში დამზადებული იქნა წინასერიული 15 მანქანა, რომლებიც საგამოცდოდ არმიას გადაეცა, ხოლო სერიული წარმოების დაწყება ტანკის დახვეწასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გამუდმებით გადაჰქონდათ. რის შედეგადაც პირველი 100 სერიული K2 გერმანული ძრავა-ტრანსმისიით იქნა შეკვეთილი. მაგრამ მიუხედავად ამისა K2-ის სერიული წარმოების ტემპები მაინც შთამბეჭდავია - 100 მანქანა სულ რაღაცა ერთ წელიწადში, რითაც კორეა მეწინავე ტანკმწარმოებელი ქვეყნების რიგებში გავიდა.




წყარო:

OPERATION DESERT STORM - ოცდამეხუთე წლისთავი

ზუსტად 25 წლის წინ, 1991 წლის 16 იანვარს დაიწყო უახლესი ისოტრიის ერთ-ერთი ყველაზე ფართომაშტაბიანი ოპერაცია "უდაბნოს ქარიშხალი". ამ თარიღთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ ოპერაციის ფოტომასალას:

2:38 - 101-ე საჰაერო სადესანტო დივიზიის ოთხ-ოთხი AH-64A-სგან შემდგარი ორი ჯგუფი ერაყელთა ადრეული აღმოჩენის რლს-ს ანადგურებს.
2:51 - F-117A-ს წყვილი (მაიორი გ. ფისტი და კაპიტანი დ. ფრანცისი) ტაქტიკურ გამანადგურებელთა 415-ე ესკადრილიიდან ანადგურებენ ჰსთ-ს სამეთაურო პუნქტს.
3:05 - პირველმა საზღვაო ბაზირების ფრთოსანმა რაკეტებმა, Tomahawk-ებმა, ბაგდადის რაიონში მდებარე სამიზნეებს მისწვდნენ.

Apache-ბისა და Nighthawk-ების მიერ ქვეყნის ჰსთ-ში გაკეთებულ დერეფანში დამრტყმელ თვითმფრინავთა არამდა შეიჭრა. თანამედროვე ისტორიული ეპოქის პირველი ომი იწყებოდა.



Saturday, January 16, 2016

სწრაფი ფაქტები F-35-ის პროგრამასთან დაკავშირებით

  • 14 ოქტომბერს ჰილლის ავიაბაზამ (Hill AFB) პირველი ოპერატიულად მზა F-35A-ს მიღება იზეიმა
  • F-35C-მ დაასრულა საზღვაო გამოცდების მეორე ეტაპი (DT-2) რომელიც ავიამზიდ USS Dwight D. Eisenhower (CVN 69) გემბანზე განხორციელდა, გამოცდების განმავლობაში ჩატარსა 66 აფრენ-დაფრენა, პროგრამა ოთხი დღით ადრე, 10 ოქტომბერს დასრულდა.
  • 6 ოქტომბერს ნორვეგიულმა F-35A-მ პირველი ფრენა განახორციელა
  • ედვარდის ავიაბაზაზე (Edwards AFB) 28 სექტემბერს ავსტრალიის სამეფო საჰაერო ძალების საჰაერო მრავალფუნქციურმა ტანკერმა, KC-30A-მ პირველად განახორციელა ავსტრალიური F-35A-ს ჰაერში საწვავით გამართვა.
  • 26 სექტემბერს აშშ-ს საჰაერო ძალების საბრძოლო კოდირების მქონე პირველმა ორმა F-35A-მ დაიწყეს ოპერატიული ფრენები ჰილის ავიაბაზიდან (Hill AFB).
  • 22 სექტემბერს, ტეხასის შტატში, ფორტ-უორტში (Fort Worth), ნორვეგიას თავისი პირველი F-35A გადაეცა
  • იტალიაში, კამერში, FACO-ს ცეხებიდან პირველი იტალიური F-35A, სერიული ნომრით AL-1 გამოაგორეს, რომელმაც 7 სექტემბერს პირველი ფრენა განახორციელა. ამ ტიპის თვითმფრინავისთვის ეს ამერიკის გარეთ განხორციელებული პირველი ფრენა იყო.
  • 2 ოქტომბერს ჰილლის ავიაბაზამ (Hill AFB) თავისი პირველი ორი ოპერატიულად მზა F-35A მიიღო.
  • 6 აგვისტოს ედვარდსის ავიაბაზაზე (Edwards AFB) იტალიის საჰაერო ძალებმა საჰაერო ტანკერ KC-767A-დან F-35A-ს ჰაერში საწვავით პირველი გამართვა განახორციელეს.
  • აშშ-ს საზღვაო ქვეითების განცხადების თანახმად 31 ივლისს იუმას ავიაბაზაზე (MCAS Yuma) ათი F-35B-მა ოპერატიულ მზადყოფნას მიაღწია.
F-35-ის მიწოდების სტატუსი - გასული წლის 20 ოქტომბრისთვის აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტს 162 ცალი F-35 მიეწოდა, აქედან
  • 142 ცალი LRIP სტატუსი გამანადგურებელი
  • 81 ცალი F-35A (მათ შორის უცხო ქვეყნებისთვის განკუთვნილი ბორტები)
  • 43 ცალი F-35B (მათ შორის უცხო ქვეყნებისთვის განკუთვნილი ბორტები)
  • 18 ცალი F-35C


  • ცდებისთვის განკუთვნილი 20 ცალი სისტემის განვითარებისა და დემონსტრაციის (System Development and Demonstration - SDD) თვითმფრინავი:
  • კალიფორნია, ედვარდსის ავიაბაზაზე (Edwards AFB), კალიფორნიაში - 4 ცალი F-35A.
  • მდინარე პატუქსენის საზღვაო ავიაბაზაზე - 5 ცალი F-35B და 4 ცალი F-35C.
  • ამავე რაოდენობაში შედის 6 ცალი სტატიკუსი თვითმფრინავი და ბორტი AA-1, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაყავთ.

პროგრამის სტატუსი:

გასული წლის 17 ოქტომბრისთვის სისტემების განვითარებისა და დემონსტრაციი ფარგლებში განხორციელდა:
  • საფრენოსნო გამოცდების F-35A-ს 183 გაფრენა
  • საფრენოსნო გამოცდების F-35B-ს 263 გაფრენა
  • საფრენოსნო გამოცდების F-35C-ს 225 გაფრენა
  • ქვესისტემების გამომცდელი თვითმფრინავის 419 ფრენა

შესყიდვების გეგმები:
  • აშშ-ს საჰაერო ძალები - 1,763 ცალი F-35A
  • საზღვაო დეპარტამენტი (საზღვაო ძალები/საზღვაო ქვეითები) - 680 ცალი F-35B/C
  • ბრიტანეთის ავიაცია/საზღვაო ძალები - 138 ცალი F-35B
  • იტალია - 60 ცალი F-35A და 30 ცალი F-35B
  • ნიდერლანდები - 37 ცალი F-35A
  • თურქეთი - 100 ცალი F-35A
  • ავსტრალია - 100 ცალი F-35A
  • ნორვეგია - 52 ცალი F-35A
  • დანია - 30 ცალი F-35A
  • ცანადა - 65 ცალი  F-35A
  • ისრაელი - 65 ცალი  F-35A
  • ს. კორეა - 40 ცალი  F-35A
  • იაპონია - 42 ცალი  F-35A
სულ გეგმაშია 3202 გამანდგურებლის შესყიდვა.

ნაწილობრივ დაფინანსებულია:
  • LRIP lot 10 (94 თვითმფრინავი)
  • LRIP lot 9 (57 თვითმფრინავი)
სრულიად დაფინანსებულია:
  • LRIP lot 8 (43 თვითმფრინავი)
  • LRIP lots 7 (35 თვითმფრინავი)
  • LRIP lots 6 (36 თვითმფრინავი)
  • LRIP lot 5 (32 თვითმფრინავი)
  • LRIP lot 4 (32 თვითმფრინავი)
  • LRIP lot 3 (17 თვითმფრინავი)
  • LRIP lot 2 (12 თვითმფრინავი)

ღირებულება

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა 2014 წელს ხელშეკრულება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ათწლეულის ბოლოს F-35-ის ღირებულება მე-4 თაობის გამანადგურებლების ღირებულებას უნდა გაუთანაბრდეს
აშშ-ს მთავრობის განცხადების თანახმად F-35-ის ფასი 2018 წლისათვის 85 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც 2012 საფინანსო წლის 75 მილიონი დოლარის ექვივალენტი იქნება


LRIP 8 პარტიის ღირებულება LRIP 7-თან შედარებით 3,5% შემცირებული, ხოლო LRIP 1-თან შედარებით ღირებულება 57% შემცირდა.


LRIP 6-ის ხარჯები (ფასი ძრავის გარეშე):
  • 23 ცალი  F-35A CTOL - $ 103 მილიონი ცალი
  • 6 ცალი F-35B STOVL - $ 109 მილიონი ცალი
  • 7 ცალი F-35C CV - $ 120 მილიონი ცალი

LRIP 7-ის ხარჯები (ფასი ძრავის გარეშე):
  • 24 ცალი F-35A CTOL - $ 98 მილიონი ცალი
  • 7 ცალი F-35B STOVL - $ 104 მილიონი ცალი
  • 4 ცალი F-35C CV - $ 116 მილიონი ცალი

LRIP 8-ის ხარჯები (ფასი ძრავის გარეშე):
  • 19 ცალი F-35A CTOL- $ 94.8  მილიონი ცალი
  • 6 ცალი F-35B STOVL - $ 102,0 მილიონი ცალი
  • 4 ცალი F-35C CV - $ 115,7 მილიონი ცალი

წყარო:

Friday, January 15, 2016

ფრანგული Rafale-ბისა და ამერიკის ტანკერების ერთობლივი ოპერაცია

აშშ-ს საჰაერო ძალების საჰაერო ტანკერიდან ფრანგული გამანადგურებლების, Rafale-ბის საწვავით გამართვა ოპერაცია  Inherent Resolve-ს მსვლელობის დროს, 2016 წლის 8 იანვარი.

თვითმფრინავი 4 ცალი  GBU-49, 2 ცალი 2000 ლიტრიანი დამატებითი საწვავის ავზითა და დამიზნებისა და დაზვერვის კონტეინერი, DAMOCLES-ითაა აღჭურვილი

ქვედა ფოტოზე გამანადგურებელი 2 ცალი 2000 ლიტრიანი დამატებითი საწვავის ავზით, 2 ცალი IR MICA და სადაზვერვო კონტეინერი AREOS-ითაა აღჭურვილი





КрАЗ-მა ლეგენდარული КрАЗ-6322-ის რესტაილინგი მოახდინა

КрАЗ-მა ლეგენდარული КрАЗ-6322-ის რესტაილინგი მოახდინა. ცვლილებები პირველ რიგში გარეგან იერს შეეხო. სატვირთო მანქანამ კრემენჩუგის დიზაინერების მიერ შექმნილი პლასტიკისგან დამზადებული ახალი კაპოტი მიიღო. ინტეგრალური პლასტიკის კაპოტი ფოლადის კაპოტთან შედარებით ორჯერ მსუბუქია და ძრავასთან მოხერხებულ მიდგომას უზრუნველყოფს.
ინჟინრებმა სავარაუდოდ მთლიანი წინა პანელი და ხელსაწყოთა დაფა შეცალეს. აღსანიშნავია რომ საუბარი მხოლოდ ახალ დიზაინზე არაა, ხელსაწყოთა დაფა ეს ცალკე, მოხსნადი ბლოკია, რომელიც მანქანის ელექტრომოწყობილობებთან მხოლოდ კაბელებითაა მიერთებული.
КрАЗ-ის კაბინა გარეგნულად უცვლელი დარჩა, ისევე როგორც მისი ტექნიკური მახასიათებლები. 

КрАЗ-6322 — ეს უკრაინული, ბორტებიანი, სრული ამძრაობის მქონე, კაპოტიანი, 6x6 სავალ ნაწილიანი ავტომანქააა, რომელიც გამოიყენება ხალხისა და სხვადასხვა ტვირთების საერთო სარგებლობის გზებზე და უგზოობაზე ტრანსპორტირებისთვის.


წყარო:

Wednesday, January 13, 2016

ირანელებმა აშშ-ს საზღვაო ძალების ორი კატერი დააკავეს

ირანელებმა თავის ტერიტირულ წყლებში ბაჰრეინიდან გამოსული ორი ამერიკული კატერი დააკავეს. ამერიკელების ცნობით მწყობრიდან გამოსული კატერები დინებამ წაიღო და ისინი ამერიკულ სამაშველო ვერტმფრენების მისვლამდე ირანელებმა აღმოაჩინეს და დააკავეს. ირანელების ცნობით მეზღვაურებს მალე გამოუშვებენ.

წყარო:

ირანული მხარის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა:

როგორც ვიდეოდან ჩანს დაკავებული იქნა ორი ამერიკული სანაპირო დაცვის საბრძოლო კატერები RCB-802 (Riverine Command Boat  802). ვიდეოში ირანელები ასევე ანახებენ ამერიკელთა შეიარაღებასა და კავშირგაბმულობის საშუალებებს. ვაშინგტონის ცნობით დაკავებულია 10 მეზღვაური.


Saturday, January 9, 2016

Thursday, December 31, 2015

პოლონეთი Leopard 2A4-ბის მოდერნიზაციას იწყებს


2015 წლის 28 დეკემბერს პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ინსპექტორატის წარმომადგენელმა, სახელმწიფო ჰოლდინგის შემადგენლობაში შემავალი კომპანიის, Polska Grupa Zbrojeniowa-ს (PGZ), წარმომადგენელთან, პოლონეთის არმიის 128 ცალი Leopard 2A4-ის Leopard 2A4PL დონემდე მოდერნიზაციის შესახებ მოაწერა ხელი. კონტრაქტის ღირებულება 2,415 მილიარდ ზლოტს უტოლდება (მიახლოებით 622 მილიონი დოლარი).

მოდერნიზაციას განახორციელებენ გლივიცაში მდებარე ZM Bumar-Łabędy (უშუალოდ სამუშაოები), ვარშავაში მდებარე PCO (ცეცხლის მართვის სისტემა) და პოზნანში მდებარე ძრავასარემონტო ქარხანა Wojskowe Zakłady Motoryzacyjne (ძრავების რემონტი). ქვემიმწოდებლებად საწარმოები ZM Tarnów და Rosomak იქნებიან მიზიდული. გერმანული მხირდან მოდერნიზაციის პროგრამაში პარტნიორობას Rheinmetall Landsysteme გასწევს. ZM Bumar-Łabędy-მ შეიარაღების ინსპექტორატისგან კონტრაქტის მიხედვით ავანსად უკვე მიიღო 500 მილიონი ზლოტი. ხელშეკრულების თანახმად გათვალისწინებულია სათადარიგო ნაწილების მნიშვნელოვანი რაოდენობის შესყიდვა და პოლონეთში Leopard 2-ების უზრუნველსაყოფად სპეციალური სასაწყობე და ლოჯისტიკური ცენტრის შექმნა.

მოდერნიზაციის პროექტი პოლონურმა მხარემ და გერმანულმა Rheinmetall Landsysteme-მ ერთად შეიმუშავეს და ის არანაირ კავშირში არაა Rheinmetall Revolution პროექტთან. აღნიშნული მოდერნიზაციის პროგრამა, Leopard 2A4PL, პოლონელებმა Rheinmetall Landsysteme-ს და მის კონკურენტ,  Krauss-Maffei Wegmann-სა და თურქულ  Aselsan-ს შორის აირჩიეს.

მოდერნიზაციას ექვემდებარება პოლონეთის არმიისთვის გერმანიის საწყობებიდან 2002-2003 წლებში უფასოდ გადაცემული 128 ცალი Leopard-2A4, რომლებიც მე-10 (10. Brygady Kawalerii Pancernej im. gen. broni Stanisława Maczka) და მე-11 (11 Lubuska Dywizja Kawalerii Pancernej) ჯავშანსაკავალერიო დივიზიების ორ-ორ ბატალონის შეიარაღებაზე იმყოფება. ეს მანქანები 1985-1987 წლებშია აწყობილი.

ხელშეკრულების თანახმად პირველი ექვსი ტანკის მოდერნიზაცია, გერმანიაში, Rheinmetall Landsysteme-ს და პოლონელი სპეციალისტების ძალებით, 2016-2017 წლებში უნდა განხორციელდეს,  რის შემდეგაც პროტოტიპები გამოცდებს გაივლიან. გამოცდების შემდეგ ZM Bumar-Łabędy-ს ქარხანა, დარჩენილი 122 მანქანის მოდერნიზაციას განახორციელებს, რომლებიც პოლოეთის არმიას 2019-2020 წლებში უნდა გადაეცეს. ხელშეკრულებაში ოფციად ასევე ჩართულია იმ 14 ცალი Leopard 2A4-ის მოდერნიზაცია, რომლების პოლონურმა არმიამ 2014 წელს შეიძინა და რომელთა ექსპულატაციაც 34-ე ჯავშანსატანკო ბრიგადაში (34. Brygady Kawalerii Pancernej im. Hetmana Wielkiego Koronnego Jana Zamoyskiego) ხორციელდება, რომელიც ზემოთ ნახსენები მე-11 დივიზიის შემადგენლობაშია. ამ მანქანების მოდერნიზაციის შესახებ გადაწყვეტილება 2015 წელს იქნება მიღებული.

კონტრაქტის პირობების თანამხად ორმა ცალმა მოდერნიზირებულმა ტანკმა (Rheinmetall Landsysteme-სი და ZM Bumar-Łabędy-ს სანიმუშე, პირველი მანქანები) გამოცდების გაძლიერებულ პროგრამა უნდა გაიარონ, მათ შორის დაცვის გამოცდაც.

მანქანების Leopard 2A4PL დონემდე მოდერნიზაციის პროგრამა IBD Deisenroth Engineering-ის პასიური, დამატებითი ჯავშანმოდულების დახმარებით ითვალისწინებს კოშკურისა და კორპუსის წინა ნაწილების დაცვის გაძლიერებას. ამასთან მანქანის საერთო წონა 60 ტონას არ უნდა გასცდეს. მანქანაზე ასევე ყენდება კოშკურისა და ქვემეხის ელექტრო ამძრავები. კომპანია  РСО განახორციელებს ცეცხლის მართვის სისტემის მოდერნიზაციას და ასევე ტანკზე განათავსებ წრიული ხედვის ვიდეოკამერებს. ტანკი ადაპტირებული იქნება ქვეკალიბრული ჭურვების, DM63-ების სასროლად. ასევე შესაძლებელი იქნება ახალი ამერიკული, 120მმ-ნი სატანკო გასროლების გამოყენებაც. ტანკზე ძრავა  MTU MB 873 Ka-501 ეყენება, როელიც კაპიტალურ რემონტს გაივლის.


წყარო:

Checkered Flag


Shaw AFB-იდან F-22 Raptor-ისა და T-38 Talon-ნის და Eglin AFB-იდან F-35 Lightning II-ის შეხვედრა Aggressors-ების F-16-თან Tyndall-ის ავიაბაზაზე, სადაც სწავლება Checkered Flag 16-1 გაიმართება. სწავლების მიზანია მოშორებულ ბაზაზე გამანადგურებელთა დიდი რაიოდენობის ოპერატიული გაშლის დახვეწა (U.S. Air Force/Senior Airman Sergio A. Gamboa).





Tuesday, December 22, 2015

Lockheed Martin–მა წელს 45 ცალი F–35 ააწყო



კომპანია Lockheed Martin–მა შემკვეთს 45–ე და ამ წელს ბოლო F–35 გადასცა. საერთო ჯამში ეს 154–ე სერიული და 174–ე სულ აწყობილი F-35–ია.

წელს შემკვეთს გადაეცა:
  • 29 ცალი F-35A (26 აშშ–ს საჰაერო ძალებს, 2 ნორვეგიის სამეფო საჰაერო ძალებს და 1 იტალიის საჰაერო ძალებს)
  • 8 ცალი F-35B (აშშ–ს საზღვაო ქვეითების კორპუს)
  • 8 ცალი F-35C (4 აშშ–ს საზღვაო ძალებს, 4 აშშ–ს საზღვაო ქვეითების კორპუს)


შარშან კომპანიამ შემკვეთს 36 ცალი გამანადგურებელი მიაწოდა, ხოლო მომავალ წელს დაგეგმილია 50 ცალი გამანადგურებლის აწყობა.

წყარო: