Thursday, July 20, 2017

M-60A1 RISE უდაბნოს ქარიშხალში

1991 წელი, ოპერაცია "უდაბნოს ქარიშხალი" - ანტიერაყული კოალიციის M-60A1 RISE. ამერიკელებმა ჩვენც ვიცით დინამიკური დაცვაო.
 

МАКС-2017 - მწირი დასწრებით

წლევანდელ МАКС-ზე რუსების გარდა მხოლოდ ჩინელები გამოჩნდნენ. წინა წლებში ამერიკელები, ფრანგები და კიდევ სხვა მრავალი ქვეყნის ავიაკოსმოსური ტექინკა იქნა წარმოდგენილი. როგორც ჩანს ცივილიზირებულ სამყაროსთან გაფუჭებულმა ურთიერთობამ იქონია გავლენა.
 

Tuesday, July 18, 2017

როდესაც Vikramaditya ხვდება Nimitz-ს

სწავლება Malabar 2017-ის შთამბეჭდავი მომენტები. სწავლებაში აშშ-ს საზღვაო ფლოტთან ერთად (USS Nimitz CVN68, USS Princeton CG59, USS Howard DDG8, USS Shoup DDG86) ინდოეთის  (INS Vikramaditya, INS Ranvir, INS Shivalik, INS Sahyadri, Kamorta, INS Kora INS Kirpan) და იაპონიის  (JS Izumo DDH 183 και JS Sazanami DD1 13) საზღვაო ძალებიც მონაწილეობენ.

Sunday, July 16, 2017

აღლუმი პარიზში

2017 წლის 14 ივლისს, პარიზში, ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული აღლუმის მსვლელობისას, რომელიც ასევე მიეძღვნა საფრანგეთში ამერიკული ჯარების ჩასვლის ას წლიან იუბილეს (პირველ მსოფლიო ომში), თანამედროვე ფრანგულის ტექნიკის გვერდით პირველი მსოფლიო ომის დროინდელმა ტექნიკამაც ჩაიარა. აღლუმს აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ესწრებოდა.
კერძოდ, Leclerc-ის ტიპის თანამედროვე ფრანგული ტანკის გვერდით 1917 წლის ტანკმა Saint-Chamond-მა ჩაიარა, თანამედროვე VBCI-ს გვერდით 1916 წლის ტანკი Schneider CA1 М2 მიდიოდა, ხოლო თანამედროვე 155-მმ/52 თვითმავალი ჰაუბიცა CAESAR-ს გვერდში 1914 წლის ავტომანქანა Renault EG15 მიყვებოდა, რომელსაც 155მმ-იანი ქვემეხი 155 GPF mle.1917 ჰყავდა ჩამბული. აღლუმზე ასევე 1914 წლის Latil TAR (4х4) ტიპის სატვირთომ მისაბმელ ლაფეტზე შემოდგმული მსუბუქი ტანკი Renault FT-ც ჩამოატარა.

Leclerc-ის და Saint-Chamond

VBCI და Schneider CA1 М2

CAESAR და Renault EG15

Latil TAR (4х4)-ზე შემოდგმული  Renault FT

როგორ მოკლა M249 SAW-მა მაყუჩი 500 გასროლით

საკმაოდ სახალისო ვიდეო - 700 გასროლა უწყვეტი ჯერით M249 SAW ტიპის ტყვიამფრქვევიდან. ტყვიამფრქვევი მაყუჩითაა აღჭურვილი. 300 გასროლის შედეგად მაყუჩმა წნევას ვერ გაუძლო და გასკდა, 500 გასროლის შემდეგ გადატყდა. მოკლედ იხილეთ და დასკვნა თვითონ გააკეთეთ: