Friday, December 22, 2017

ილონ მასკის ზემძიმე კოსმოსური რაკეტა

ამერიკული კომპანიის,  SpaceX-ის მფლობელმა, ილონ მასკმა, Twitter-ში ზემძიმე რაკეტმზიდის, Falcon Heavy-ს აწყობილი პირველი საფეხურის ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტოსურათებზე რაკეტმზიდის ცენტრალური ბლოკი და მასზე დამაგრებული გვრედითი ამაჩქარებლებია ასახული. 

"აფრენისას მაქსიმალური წევა 5,1 მილიონ ფუნტს უდრის, ან 2300 მეტრიკულ ტონას. პირველი მისია 92% სიმძლავრეზე იმუშავებს" - განაცხადა მაქსმა.
SpaceX-ის მფლობელმა ასევე დაიკვეხნა რომ, Falcon Heavy იმავე მოედნიდან  (LC-39A) აიღებს სტარტს, რომლიდანაც 1967 წლის 9 ნოემბერს პირველად იქნა გაშვებული ზემძიმე რაკეტა Saturn 5.
კონსტრუქციულად Falcon Heavy-ს პირველი საფეხური ცენტრალური ბლოკისგან და მასზე დამაგრებული ორი ამაჩქარებლისგან შედგება, რომლებიც თავის მხრივ საშუალოდმძიმე Falcon 9 ტიპის მოდერნიზირებულ პირველ საფეხურებს წარმოადგენენ. დაბალ საყრდენ ორბიტაზე მატარებელს 63,8 ტონის გაყვანა შეუძლია, გაშვების ღირებულება 90 მილიონ დოლარს გაუტოლდება.
Falcon Heavy-ს პირველი გაშვება 2018 წლის იანვარშია დაგეგმილი. როგორც მაქსი ვარაუდობს, 27 ძრავის სინქრონულ მუშაობაში არსებული პრობლემების მიზეზით, ის წარუმატებელი იქნება.

წყარო - Elon Musk

აქამდე ზემძიმე რაკეტების პროექტებმა (50 ტონა ტვირთამწეობის) მხოლოდ აშშ-ი მიაღწიეს მატარებლების აწყობამდე. გასულ საუკუნეში ამ კლასის სამი რაკეტა იქნა შექმნილი. აქედან ყველაზე წარმატებული, Saturn 5, ამერიკის მთვარის პროგრამაში გამოიყენებოდა. სსრკ-ში შემუშავებული Н-1 ტიპის მატარებლის ოთხივე სტარტი წარუმატებელი გამოდგა. მეორე საბჭოთა ზემძიმე მატარებელი, "Энергия", ორჯერ იქნა გაშვებული, ორივე ჯერზე წარმატებულად. ამ მომენტისთვის პროგრამები Saturn 5, Н-1 და "Энергия" დახურულებია.

Wednesday, December 20, 2017

ქართული არმიის ახალი ტყვიამფრქვევი, ანუ M-240B vs ПК/ПКМ

საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ქართული არმია საბჭოთა ПК/ПКМ და მის ბულულგარული ვარიანტი MG-M1-ის ტიპის ტყვიამფრქვვებით იყო აღჭურვილი. თუმცა  გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასულ ოქტომბერს მათი ჩანაცვლება ამერიკული წარმოების M240B ტიპის ტყვიამფრქვევებით დაიწყეს (უკვე დაწყებულია პირადი შემადგენლობის გადამზადება, ამის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - M240B ტყვიამფრქვევის მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციის კურსი).
ამერიკული ტყვიამფრქვევი თავის მხრივ ბელგური FN-MAG-ის გაამერიკულებული ვერსიაა, რომლის წარმოებაც აშშ-ში გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო და დღემდე გრძელდება (იწარმოება სხვადასხვა მოდიფიკაციებში და წონით კატეგორიებში, ყენდება ვერტმფრენებზე, საზღვაო საშუალებებზე, სახმელეთო ტექნიკაზე და ასე შემდეგ). ამ ბელგიურმა ტყვიამფრქვევმა მისი ამერიკული წინამორბედი და კონკურენტი, M-60 "ტახი", ამერიკის შეიარაღებული ძალების რიგებში ფატიურად სრულიად ჩაანაცვლა, თუ არ ჩავთვლით იმ მცირე რაოდენობას, რომელიც აშშ-ს სპეციალური დანიშნულების ძალებშია დარჩენილი.
პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ქართული ქვედანაყოფებისთვის არანაი რადიკალურ მოგებას ეს ცვლილება არ მოიტანს, რადგანაც ეს ბელგიური წარმოშობის ამერიკელი, ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემებით ფაქტიურად არაფრით არ განსხვავდება საბჭოთა/რუსული ПК/ПКМ-ისგან. ტყვიაც ანალოგიური სიმძლავრისაა. 

ისმის ლოგიკური კითხვა - მაშ რატომ დამატებითი ხარჯები?

ქვემოთ ამაზე ასუხს გაგცემთ, უბრალოდ სანამ პლიუს მინუსებზე გადავიდოდე გეტყვით რომ მუშაობის პრინციპით და დეტალებით ორივე ტყვიამფრქვევი ანალოგიურია და ორივეს აქვს თავისი პლიუსები და მინუსები.

მაშ ასე რა ხდება:

  • ქართული არმიის ტყვიამფრქვევებს რესურსი გაუვიდათ და საჭირო იყო ან მათი კაპიტალური რემონტი ან ჩანაცვლება - მგონი ჩანაცვლება უფრო სწორი ნაბიჯია, თუმცა უფრო ძვირიც ჯდება (თუმცა ადგილზე სარემონტო ბაზის არსებობის შემთხვევაში რა თქმა უნდა უფრო უპრიანი რემონტია, იმედია ეს დეტალი შესყიდვისას ჩვენებმა გაითვალისწინეს).
  • მეორე, და ჩემის აზრით ყვეაზე წონიანი არგუმენტი, ეს ამერიკული ტყვიამფრქვევის ქარხნნული პიკატინის მიმმართველებია - რაც მასზე სხვადასხვა სამიზნე მოწყობილობებისა და მიზანჩვენების ინფრაწითელი ხელსაწყოების დაყენების საშუალებას იძლევა. ამისი შესაძლებლობა ПК/ПКМ-ზე და მის ვარიაციებზე შეუძლებელი იყო (ყოველ შემთხვევაში ჩარევას და დამატებით გადაკეთებას/მოდერნიზაციას საჭიროებდა, რაც თავის მხრივ დამატებითი ხარჯებია).
  • ყბადაღებული NATO-ს სტანდარტები (თუმცა კაციშვილი ვერ ახსნის სადაა ეს სტანდარტები, როდესაც თურქული წარმოების 5,56მმ ტყვიებს ამერიკული M-4 ვერ მოიხმარს, ან ფრანგულ 120 მილიმეტრიან სატანკო ჭურვებს გერმანული Leopard-2). 
  • შევეშვათ სტანდარტებს, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ფინანსურად მომგებიანი ეს საბრძოლო მასალების უნიფიკაციაა. მოდით დავითვალოთ ქართული არმიის შეიარაღებაზე არსებული მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის კალიბრების რაოდენობა - 5,45x39 (АК-74, АК-74СУ და РПК-74) 5,56x45 (M-4 და Negev), 7,62x51 (Galil-ები), 7,62x54 (ПК/ПКМ და СВД). ამ ბოლო ორის შეიარაღებიდან ამოღების შემთხვევაში ქვედანაყოფების უზრუნველყოფას ზედმეტი თავის ტკივილი მოეხსნებათ. ხო და პლლიუს ეს NATO-ს ყბადაღებული სტანდარტებიც გვექნება ხელზე დახვეული (თუმცა რაზეა საუბარი კაციშვილმა არ იცის).
ამვარად გვაქვს ორი ყველაზე წონიანი პლიუსი - ახალი, თანამედროვე პირობებთან ადაპტირებული ტყვიამფრქვევი და არმიაში ვახდენთ საბრძოლო მასალების უნიფიკაციას.

მინუსებზე ბევრს არ დავწერ:
  • ПК/ПКМ-თან შედარებისას ჩემი პირადი აზრით M-240B ძაან მცირედით განსხვავდება. უბრალოდ ეს ამერიკული ტყვიამფრქვევი შედარებით მძმეა (ლულის კოლოფს ამსისქე ფოლადის კორპუსი რად უნდა და თან დამოქლონებული, მაშინ როდესაც ПК/ПКМ დაშტამპული, თხელი კორპუსითაც საუკეთესო ტყვიამფრქვევია). მოკლედ თუ ტექნიკურ სახელმძღვანელოს დავუჯერებთ (რომელიც ინტერნეტში თავისუფლად მოიპოვება) M-240B-ს წონა 12,29კგ-ს უტოლდება, მაშინ როდესაც ПК/ПКМ-ის წონა 9 და 7,5 კილოა შესაბამისად.  პირდაპირ გეტყვით, მითრევია FN-MAG-იცა და ПК/ПКМ-იც, არანაირ სიამოვნებას არ განვიცდიდი დამატებით 3-5 კს თრევით. თუმცა ეს წონა მასიური, ფიქსირებული კონდახიანი ტყვიამფრქვევისთვისაა, ამ ტელესკოპური კონდახისთვის შეიძლება მოგება 300-400 გრამს აღწევდეს, მაგრამ მაინც, ნამეტნავი გადამძიმებული ტყვიამფრქვევია, თუმცა ეს მედალი ორ გვერდიანია - დიდი წონის დამსახურებით FN-MAG უფრო მდგრადია ჯერებით სროლისას და უფრო უკეთეს შექუჩულობას ჩვენებს.
M-240B-ს ტტმ  
(წყარო OPERATOR'S MANUAL FOR MACHINE GUN, 7.62MM, M240 (1005-01-025-8095); M240B (1005-01-412-3129); M240C (1005-01-085-4758) M240D (1005-01-418-6995); M240E1 (1005-01-252-4288) M240G (1005-01-359-2714); M240N (1005-01-493-1666))
P.S.  დანარჩენი მახასიათებლების შედარება და პლიუს მინუსების გარჩევა არ დავიწყე სპეციალურად, მოიპოვება ორივე მოდელის ტყვიამფრქვევის ტექნიკური სახელმძღვანელოები ინტერნეტში, მსურველებს შეუძლიათ გადმოწერონ და გაეცნონ (თუმცა ამისთვის რუსულისა და ინგლისური ენების ცოდნა იქნება საჭირო).



ამერიკული ჯავნშანჟილეტი ESAPI საბჭოთა ВСС "Винторез"-ის წინააღმდეგ

ამერიკელებმა თავისი ESAPI (ფოტოებზე სავარაუდოდ შეცდომით წერია XSAPI) საბჭოთა ВСС "Винторез"-ის ჯავშანგამტანი СП-6 ტიპის ტყვიების წინააღმდეგ მედეგობაზე გამოსცადეს.
შედეგი შემდეგნაირად გამოიყურებ - 25 მეტრზე 7 ნასროლი ტყვიიდან 3 გახვრიტა ფილა, 100 მეტრზე 2 გასროლიდან ორივემ გახვრიტა ფილა. გამჭოლი ნახვერტი 25 მეტრზე და 100 მეტრზე შესაბამისად თითი გასროლამ დააფიქსირა.
აღსანიშნავია რომ ფილას აწერია 7,62 mm APM2 Protection - რაც როგორც წესი 800მ/წმ სიჩქარის მქონე 7,62x39 ტყვიებისგან დაცვას გულისხმობს.
 



Tuesday, December 19, 2017

Lockheed Martin - F-35-ების წლევანდელი გეგმა შესრულებულია

Lockheed Martin-მა 15 დეკემბერს, F-35-ის შესახებ, ანგარიში წარმოადგინა, რომლის თანახმადაც კომპანიამ, 2017 წელს დაგეგმილი 66 ცალი გამანადგურებელი შემკვეთს უკვე მიაწოდა. ამრიგად აშშ-სთვის და უცხოელი მყიდველებისთვის მიწოდებულ გამანადგურებელთა რაოდენობამ "265 ცალს გადააჭარბა". სრულმაშტაბურ წარმოებაზე გასვლას კომპანია 2023 წელს გეგმავს, ამ მომენტისთვის წელიწადში 160 გამანადგურებლის გამოშვება იგეგმება.

სხვა ციფრებიდან აღსანიშნავია 530-ზე მეტი მომზადებული პილოტი და მიახლოებით 5000 ტექნიკოსი. გამანადგურებლის პარკის მთლიანმა საფრენოსნო დრომ 115 ათას საათს მიაღწია.

უყურეთ ვიდეოს და დატკბით

Wednesday, December 13, 2017

გაერთიანებული ემირატების დააპგრეიდებული Leclerc

გაერთიანებული არაბული საემირატოს არმია ხუსიტებთან ბრძოლაში ფრანგული წარმოების, გაუმჯობესებულ ტანკ Leclerc-ებს იყენებს. ტანკის კორპუსისა და კოშკურის ბორტები დაძლიერებული დაცვითაა აღჭურვილი ეს გერმანული წარმოების დინამიკური დაცვაა. იგივე კომპანია აწარმოებს დაცვას გერმანული ქსმ Puma-სთვის.


The UAE ordered ERA packages from the German manufacturer Dynamit Nobel Defence, which also provides ERA for the Puma. This Leclerc seems to be fitted with such ERA.


ზემოთ მოყვანილი ტანკის გვერდით ფრანგული Leclerc Azur დასეირნობდა ცხაურებითა და დამატებითი ჯავშანდაცვით

სქრინები შემდეგი ვიდეორგოლიდანაა ამოჭრილი

Sunday, December 10, 2017

გამოცანა - რატო ეს იარაღი ამ მეომარს?

ეროვნული არქივის ვებ გვერდზე ქართული შეიარაღებული ძალების ფოტოებში ეს ფოტოცაა შესული - მეომარი რომელსაც ხელში შაშხანა M-16A2 უკავია. ვინმემ იცის რამე ამის შესახებ რამე?
ფოტო შეგიძლიათ იხილოთ არქივის გვერდზე - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა


P.S. Zuka Bolgashvili თხოვნა იქნება პასუხი არ დაწერო.

პასუხი

მოკლედ საიდან მოიტანეთ რომ ეს ქართველია? სადმე წერია რომ ქართველიაო? მე უბრალოდ გითხარით რომ ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე ქართული არმიის ფოტოებთან ერთად დევს ეს ფოტო. მაგრამ ფოტოზე ქართველი საერთოდ არაა ასახული - მასზე მოლდაველი სამხედროა. ამას მოწმობს რვაქიმიანი კოკარდა ბერეტზე და მხარზე წარსწერა ARMATA, ერთიც და მეორეც მოლდავეთის შეიარაღებული ძალების სიმბოლოა, ბოლო სიტყვა არმიას ნიშნავს.

Tuesday, November 21, 2017

ქართული არმია ტსმრ Javelin-ებით აღიჭურვება


ვაშინგტონი, 2017 წლის 20 ნოემბერი - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოსთვის 75 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების Javelin-ის რაკეტებისა და "სამეთაურო გამშვები მოწყობილობის" (Command Launch Units) მიყიდვის გადაწყვეტილება დაამტკიცა. აშშ-ს თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის სააგენტომ (Defense Security Cooperation Agency), კონგრესს ამ სავარაუდო გაყიდვის შესახებ დოკუმენტაცია 2017 წლის 17 ნოემბერს წარუდგინა.

საქართველოს მთავრობამ აშშ-ს 410 ცალი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა Javelin-ისა და 72 ცალი "სამეთაურო გამშვები მოწყობილობის" (მათ შორის 2 ცალი Javelin Block 1 CLU, რომლებიც სათადარიგო ნაწილებად იქნება გამოყენებული) მიწოდების მოთხოვნით მიმართა. მოთხოვნაში ასევე შედის "ძირითადი უნარ-ჩვევების სავარჯიშო" ტრენაჟორი (Basic Skills Trainers - BST), 70 ცალი ინერტული, სასწავლო რაკეტეა, ტექნიკური დახმარება აშშ-ს მთავრობისგან და მიმწოდებლისგან, ტრანსპორტირება და პროგრამასთან დაკავშირებული სხვადასხვა ლოჯისტიკური და მხარდამჭერი ელემენტები. პროგრამის მთლიანი ღირებულებ 75 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება.

ძირითადი მიმწოდებლებად Raytheon / Lockheed Martin Javelin გამოვლენ. მაგრამ მიუხედავად ამისა ამ რაკეტებს ამერიკული მხარე საქართველოს აშშ-ს არმიის მარაგებიდან გადასცემს, ხოლო გამშვები მოწყობილობები "თავდაცვის მხარდაჭერის სპეციალური ფონდის" მარაგებიდან იქნება გამოყოფილი.


WASHINGTON, Nov. 20, 2017 - The State Department has made a determination approving a possible Foreign Military Sale to Georgia for Javelin Missiles and Command Launch Units for an estimated cost of $75 million.  The Defense Security Cooperation Agency delivered the required certification notifying Congress of this possible sale on November 17, 2017.

The Government of Georgia has requested to purchase four hundred ten (410) Javelin Missiles, and seventy-two (72) Javelin Command Launch Units (CLUs) (includes two (2) Javelin Block 1 CLUs to be used as spares).  Also included are ten (10) Basic Skills Trainers (BST); up to seventy (70) simulated rounds; U.S. Government and contractor technical assistance; transportation; and other related elements of logistics and program support.  The total estimated cost is $75 million.

This proposed sale will contribute to the foreign policy and national security of the United States by improving the security of Georgia.  The Javelin system will provide Georgia with increased capacity to meet its national defense requirements.  Georgia will have no difficulty absorbing this system into its armed forces.

The proposed sale of this equipment and support will not alter the basic military balance in the region.

The prime contractors will be Raytheon/Lockheed Martin Javelin Joint Venture of Orlando, Florida, and Tucson, Arizona.  However, these missiles are being provided from U.S. Army stock and the CLUs will be obtained from on-hand Special Defense Acquisition Fund (SDAF)-purchased stock.  There are no known offset agreements proposed in conjunction with this potential sale.

Implementation of this proposed sale will require the assignment of approximately one (1) U.S. Government and two (2) contractor representatives to Georgia.

There will be no adverse impact on U.S. defense readiness as a result of this proposed sale.

This notice of a potential sale is required by law and does not mean the sale has been concluded.

All questions regarding this proposed Foreign Military Sale should be directed to the State Department's Bureau of Political Military Affairs, Office of Congressional and Public Affairs, pm-cpa@state.gov.

წყარო:

Thursday, November 16, 2017

და წარმოგდიგენთ მეორე კოშკურაგაფრენილ Т-90А-ს

მოკლედ Т-90А-ს დეტონაციის შედეგად გაფრენილი მეორე კოშკურის ოფიციალური ფოტომასალა (პირველი იხილეთ ბმულზე - ხო გეუბნებოდი გაფრინდებიანთქო - აბა თქვი Т-90А). ისლამური სახელმწიფო ექსკლუზიურად ავრცელებს ამ ფოტოებს (ველოდებით ვიდეოსაც). ზუსტად რა მოხდა უცნობია, მაგრამ ფაქტია რომ კოშკურა გაფრინდა და კორპუსის ყელის დეფორმირებული უკანა ნაწილით თუ ვიმსჯელებთ, დეტონაცია უკანა თაროებზე განლაგებულმა საბრძოლო მარაგმა განიცადა.
მანამდე კიდევ ერთი ამ ტიპის ტანკი იქნა დაკარგული ბრძოლაში - ოგორც ჩანს პირველი განადგურებული Т-90А გვყავს სიაში



M240B ტყვიამფრქვევის მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციის კურსი


ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე „M240B ტყვიამფრქვევის მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციის“ კურსი მიმდინარეობს. სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფიდან 40 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, რომელიც მოგვიანებით სხვა ჯარსიკაცებს მოამზადებს. დღეს, სწავლების პროცესს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი როინ ფაილოძე გაეცნენ.

კურსი თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება. ამერიკელი ინსტრუქტორების დახმარებით, პირველ ეტაპზე პირადმა შემადგენლობამ იარაღის მახასიათებლები შეისწავლა და მისი დაშლა-აწყობასა და მოვლა-შენახვისთვის საჭირო უნარ-ჩვევები განავითარა. სწავლების პრაქტიკული ნაწილის განმავლობაში კი, კურსის მონაწილეები უახლესი ამერიკული ტყვიამფრქვევიდან საწყისი სროლის პირველ, მეორე სავარჯიშოებსა და საკვალიფიკაციო სროლის სავარჯიშოებს ასრულებდნენ.
„M240B ტყვიამფრქვევის მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციის“ კურსი 7 ნოემბერს დაიწყო და ხვალ დასრულდება. სწავლება საქართველოში პირველად ტარდება.


Tuesday, November 14, 2017

რუსეთი თავდაცვის სამინისტრო თამაშსა და რეალობას ვერ არჩევს

რუსეთის ტავდაცვის სამინისტრომ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა უტყუარი მტკიცებულებები იმისა თუ როგორ ეხმარებიან ამერიკელები ისლამურ სახელმწიფოს მებრძოლებს

რუსების მიერ გამოქვეყნებული  ერთი ფოტო თამაშიდან ამოღებული სკრინშოტი აღმოჩნდა

დანარჩენი ფოტოსურათები ერაყის ავიაციის შარშანდელი აქტივობებიდან იყო ამოღებული

უკვე ჩაასწორეს ;)
https://www.facebook.com/mod.mil.rus/posts/2007062896203123